საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
908

დავით გელაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ამჟამად ავარიულია

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-01-30 11:16:00

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის ინფორმაციით, ამჟამად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ავარიულია.

როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის შედეგად მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა.

მისივე თქმით, შენობაში მუშაობა ამ მომენტისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„04:10 წუთზე შემოვიდა შეტყობინება. დაახლოებით, სამ წუთში მოვიდა პირველი დანაყოფი, 3000კვ.მ-ზე იყო ხანძარი. გამოძახებაზე სულ მოვიდა 31 სახანძრო-სამაშველო დანაყოფი. ხანძრის ქრობიდან ხუთ წუთში ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10 000 კვ.მ-ს, მოსვლიდან 10-15 წუთში უკვე 13 000 კვ.მ ზე იყო ღია ცეცხლი გაჩენილი.

ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობითი სამუშაოები.

მაღალი ტემპერატურის შედეგად, შენობის გარკვეულმა ფრაგმენტებმა მიიღო დაზიანება, მოხდა მეორე, მესამე და მეოთხე სართულებს შორის გადახურვის ჩამონგრევა. ამ მომენტისთვის შენობა, შეიძლება ითქვას, რომ ავარიულია.შიგნით მუშაობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს“,- განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, იყო საშიშროება ხანძარი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მიწისქვეშა გადასასვლელიდან მეტროს ჩასასვლელისკენ გავრცელებულიყო. გელაშვილის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ეს საფრთხე მოხსნილია.

როგორც გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე-მაშველი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა