საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
603

ალიბეგაშვილი: ეს ადამიანები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-01-30 12:23:00

ამ წუთებში სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობითი სამუშაოები გრძელდება.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც გადარჩენილი საქონლის გატანის უფლებას ითხოვენ, თუმცა ამის საშუალებას მათ საპატრულო პოლიცია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ აძლევს.

ტერიტორიაზე ამ წუთებში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე. 

სამწუხარო უწოდა ალიბეგაშვილმა მომხდარ შემთხვევას. მან თანაგრძნობა გამოხატა იმ მოვაჭრეების მიმართ, ვინც ამ ტერიტორიაზე ვაჭრობდა.

როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ეს ადამიანები მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარმანიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციას დააკისრა, ალიბეგაშვილი გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ხალხის მეტად გაღიზიანებას გამოიწვევს მისი მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება.

ირაკლი აბესაძე დაზარალებულების დახმარების ვალდებულებას ხელისუფლებას აკისრებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა გამოუყოს ალტერნატიული სავაჭრო ფართები დაზარალებულებს, უნდა მოხდეს მინიმალური კომპენსაციების გაცემა და ბანკებთან ურთიერთობებში დახმარების აღმოჩენა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა