საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1792

"ალდაგის" განცხადებით, მათ კომპანიაში მხოლოდ შენობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება

მანანა გიგინეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-01-30 14:01:00


"ალდაგის" განცხადებით, მათ კომპანიაში მხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების ქონება. ამის შესახებ განცხადება „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა გააკეთა.

"ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა ებიტაშვილმა. 

როგორც ირკვევა, "ბავშვთა სამყარო" დაზღვეულია 6 მილიონ ლარად. 

ამ მომენტში კომპანია ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. სწორედ პასუხების მიხედვით გახდება ცნობილი შემდეგი ნაბიჯები. 

„ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, ბუნებრივია, სრულ ზიანზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ებიტაშვილმა.
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა