საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2304

დანაწევრებული შვლები ავტომობილის საბარგულში - საქმე შსს-ს გადაეცა

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-31 18:11:00

სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე, დევნის განხორციელების შედეგად, გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. 

„ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება.

სამართალდამრღვევები მიიმალნენ, თუმცა მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მძღოლისა და უკანონო ნადირობაში მონაწილე სხვა პირების ვინაობა დადგინდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს" - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 (ათი ათასი) ლარი შეადგინა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში.

როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე შსს-ს გადაეცა, თუმცა, ამ ეტაპზე, პოლიცია ელოდება შესაბამის დოკუმენტაციას, ოქმებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გაფორმდა და გამოძიება და შემდგომი მოქმედებები დოკუმენტაციის მიღების შემდეგ დაიგეგმება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის გ
წაკითხვა