საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
13004

„წიგნების თაროს“ ახალი რეკორდსმენი ჰყავს - ინტერვიუ თორნიკე კობალაძესთან

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-01 17:57:00


საზოგადოებრივის გადაცემას „წიგნების თაროს“ რეკორდსმენი ჰყავს. თორნიკე კობალაძემ ბლიცის ახალი რეკორდი დაამყარა. 

თორნიკე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. 6 წლიდან აქტიურად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას. ახლა 16 წლისაა და ჯამში წიგნების კითხვის 10-წლიანი გამოცდილება დაუგროვდა. მის ცხოვრებაში ლიტერატურას დიდი ადგილი უკავია. კითხვა საშუალებაა, რომლითაც შემეცნების ახალ გზებს პოულობს.

თორნიკე კობალაძე: ლიტერატურასთან ჩემი შეხება 6 წლიდან იწყება. პირველი წიგნი „სალამურას თავგადასავალი“ იყო.  ლიტერატურასთან დაახლოება ტელევიზიის დამსახურებაცაა. სანდრო ლორთქიფანიძის გადაცემას „სარჩევს“ ვუყურებდი ხოლმე, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.


თანამედროვე ახალგაზრდებში წიგნი არც ისეთი პოპულარულია. როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ წიგნები უნდა იკითხონ?


წიგნი არ არის მხოლოდ საკითხავი მასალა და ამას მეც ძალიან კარგად მივხვდი. ლიტერატურა ბევრ რამეს გასწავლის. იზრდები, სამყაროს სხვანაირად აღიქვამ. შეიძლება ზოგი წიგნით უბრალოდ ისიამოვნო და ვერ მიხვდე, რომ ის რაღაცის შემეცნებაში დაგეხმარა. 

როგორია შენი წიგნების ტოპ ხუთეული?


ხალიდ ჰოსეინის - “ფრანით მორბენალი”, ლევან გოთუას - “გმირთა ვარამი”, აკა მორჩილაძის - “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, ფილიპ დიკის - “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე” და ხალიდ ჰოსეინის - “მთებმა მთებს უთხრეს”.


თუ გაქვს გაკეთებული უკვე პროფესიული არჩევანი?


არა, ჯერჯერობით ისიც არ ვიცი, საბუნებისმეტყველო მიმართულებას ავირჩევ თუ ტექნიკურს. ყველაფერი წინ მაქვს.


ფინალს უახლოვდები. როგორ აფასებ შენი გამარჯვების შანსებს?


არ ვიცი. ალბათ, უფრო იღბალზეა დამოკიდებული. შანსები 50/50-ზეა. სხვებიც ძალიან ძლიერები არიან და ვნახოთ, რა იქნება.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რეპრესირებული ლიტერატურა - როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი თავისუფალ სიტყვას
რეპრესირებული ლიტერატურა - როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი თავისუფალ სიტყვას
როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი სიტყვას?
წაკითხვა
ლიტერატურული შოუს
ლიტერატურული შოუს "წიგნების თაროს" მეოთხე სეზონის რეგისტრაცია დაიწყო
პირველი არხის გადაცემა „წიგნების თაროს&qu
წაკითხვა
რომელი წიგნი წაიკითხეს პარლამენტარებმა ბოლოს
რომელი წიგნი წაიკითხეს პარლამენტარებმა ბოლოს
წაკითხვა
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე - როგორ მიმდინარეობს პროცესი
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე - როგორ მიმდინარეობს პროცესი
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე. ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 96%-ზე მეტი გამოცხადდა. 
წაკითხვა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. წელს გამოცდაზე სულ 39 ათასი აბიტურიენტი გადის
წაკითხვა
"წიგნების თარო" კადრს მიღმა - ყველაზე აზარტული და ინტელექტუალური თამაში
​საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი "წიგნების თაროა". გადაცემამ მალევე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული დ
წაკითხვა
თბილისში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
თბილისში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
მწერლის სახლში 
წაკითხვა
"წიგნების თაროს" ახალი რეკორდსმენი ჰყავს - ანასტასია იოსებაძე
"წიგნების თაროს" ახალი რეკორდსმენი ჰყავს. ანასტასია იოსებაძემ ბლიც-ტურში ლუკა უშვერიძის 19 ქულიანი შედეგი გაიმეორა და ახალი სეზონ
წაკითხვა