function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში გორგაძეების სახლის ნანგრევებიდან 19 წლის ლადო გორგაძე ამოიყვანეს. მაშველები მას 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
სახლი დიდთოვლობის გამო დღეს, დილის საათებში დაინგრა.
ასევე, ნანგრევებიდან 5-სულიანი ოჯახის 3 წევრი ამოიყვანეს. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 60 წლის თამაზ გორგაძე კი გარდაცვლილი იპოვეს.