საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2190

მარსის ჩრდილოეთ პოლუსის სპირალური, ყინულოვანი კანიონები

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-03 22:40:00

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისია „მარს-ექსპრესის“ ახალ მოზაიკაზე კარგად ჩანს წითელი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებული ყინულოვანი ქუდი და მუქი, სპირალური ხვეულები.

მოზაიკა 2004-2010 წლებში, ორბიტაზე 32-ჯერ შემოვლის შედეგად გადაღებული ფოტოებისგან ააწყვეს და მასზე ასახულია დაახლოებით ერთი მილიონი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.

მარსის ყინულოვანი ქუდი პერმანენტული, უძრავი წარმონაქმნია, თუმცა ზამთარში, როდესაც ტემპერატურა კიდევ უფრო ეცემა, პლანეტის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის 30% იყინება და ქუდს ნალექის შედეგად, ერთი მეტრის სისქის სეზონური ფენის სახით ემატება.

შედარებით თბილ ზაფხულში, ნახშირორჟანგის ყინულის დიდი ნაწილი პირდაპირ აირად გარდაიქმნება და კვლავ ატმოსფეროს უბრუნდება, რჩება მხოლოდ წყლის ყინულის ფენები.

დროთა განმავლობაში, ყინულოვანი ქუდის ფორმების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძლიერი ქარები, რომლებიც ამაღლებული ცენტრიდან დაბალი კიდეებისკენ ქრის და ორჯერ ძლიერდება ზუსტად იმავე კოროილისის ძალების შედეგად, რომელიც დედამიწაზე სპირალურ ქარიშხლებს წარმოქმნის.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია 500 კმ სიგრძისა და 2 კმ სიღრმის ღრმული, რომელიც ქუდს თითქმის ორ ნაწილად ჰყოფს. 

ჩაშვებული კანიონი, ე. წ. ჩასმა-ბორეალე სავარაუდოდ უფრო ძველი მახასიათებელია, რომელიც ყინულოვანი მტვრის სპირალებზე ადრე წარმოიქმნა და როგორც ჩანს, მის გარშემო ახალი ყინულოვანი დეპოზტების დალექვის შედეგად იგი კიდევ უფრო ღრმა ხდება.

„მარს-ექსპრესისა“ და NASA-ს Mars Reconnaissance Orbiter-ის რადარული ინსტრუმენტების მიერ ჩატარებული ზედაპირქვეშა გამოკვლევების შედეგად ირკვევა, რომ ყინულოვანი ქუდი ყინულისა და მტვრის მრავალი ცალკეული ფენისაგან შედგება, რომელთა საერთო სიღრმეც დაახლოებით 2 კილომეტრს აღწევს.

ეს ყოველივე წარმოადგენს ღირებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიცვალა მარსის კლიმატი ასობით ათასი წლის მანძილზე დახრილობისა და ორბიტის ცვალებადობის შედეგად.








მომზადებულია phys.org-ის მიხედვით

ფოტოები: ევროპის კოსმოსური სააგენტო


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა