საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1411

როგორი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა - ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დირექტორატის პრეზიდენტ კრისტიან დანიელსონთან

გიორგი გვიმრაძე
მენეჯმენტი
გამოქვეყნებულია 2017-02-05 20:24:00


- ბატონო დანიელსონ, მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. მოდით, საუბარი დავიწყოთ ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, კონკრეტულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას.2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. სად ვართ ახლა? რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა? როგორ შეაფასებდით ამ პროცესების ახლანდელ სტატუს?

- ამჟამად ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად ღრმავდება. ეს ხდება ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თქვენ ახსენეთ; აგრეთვე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესაბამისად. რადგანაც, ისინი მოიცავენ კონკრეტულ ზომებს, რაც მიგვიყვანს უფრო ახლო ურთიერთობამდე. მართალია აქამდეც ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ის უფრო ღრმავდება კონკრეტულ ასპექტებში.

- ანუ თვლით, რომ პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს?

- დიახ, მე ასე ვთვლი. სტატისტიკას თვალი გადავავლე და ვნახე, რომ ვაჭრობა იზრდება. ზუსტად ამას ისახავს მიზნად ეს ხელშეკრულებაც. ჩვენ ვხედავთ როგორ აღწევს გარკვეული პროდუქცია ევროპის ბაზრამდე. შეიძლება ნახოთ მაგ. კივი გერმანიის პატარა სუპერმარკეტში, ან თხილი და სხვა პროდუქტი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. ჩვენ ამას ვხედავთ აგრეთვე ჩვენს ურთიერთობაში საზოგადოებრივი ადმინისტრირების სფეროში.ჩვენი მხრიდან ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ბეზნესის წამოწყებას. თქვენ გინდათ რომ შემოხვიდეთ ევროპულ ბაზარზე და ჩვენი მხრიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართველ პოლიტიკოსებს ამაში.ჩვენი ურთიერთობა ინფრასტუქტურის სფეროშიც ვითარდება. მთავრობასთან ერთად განვიხილეთ და ვაპირებთ ხელი შევუწყოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო გზის მშენებლობასევროპული საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. ასე, რომ გვაქვს კონკრეტული სფეროები, სადაც ჩვენი ურთიერთობა წინ მიიწევს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულობამდე მიჰყავს. 

- რომ ვისაუბროთ საქართველოს ცალკეულ მოქალაქეებზე. გააქვთ მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სარგებლობას იღებენ ისინი ასოცირების ხელშეკრულებიდან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებიდან? შეგვიძლია თუ არა რამე დასკვნების გაკეთება ამ მხრივ?

- მე ვფიქრობ, ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, რადგან ეს პროცესები ჯერ ახალი დაწყებულია, და ამაზე წეღან თქვენც სწორად ბრძანეთ. მაგრამ, როგორც ვახსენე, ვაჭრობის სფეროში ზრდა შეინიშნება. ბიზნესის სფეროშიც ვხედავთ, რომ კავშირები მატულობს. ეს კი საბოლოოდ სამუშაოების ზრდას იწვევს. ევროპაში მეტი ექსპორტი,რა თქმა უნდა, საქართველოში მეტ სამუშაოს შექმნის, ეს ყველაფერი კი მოქალაქეების სასარგებლოდ ხდება.მსგავს წინსვლებს ვხედავთ ჩვენი ურთიერთობის სხვა ასპექტებშიც. დღეს საინტერესო საუბარი მქონდა განათლების შესახებ. როგორც ვხვდები, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ისაა, რომ ქვეყანაში გაიზარდოს განათლების ხარისხი. მთავრობის მიერ წარმოდგენილი სარეფორმო პროგრამა საკმაოდ ამბიციურია. ეს ძალიან კარგად ჯდება ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებში. ჩვენ უკვე ვუწყობთ ხელს ამას და მომავალშიც იგივეს გავაგრძელებთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროფესიული განათლების განვითარებას. ჩვენ გვაქვს დიალოგები ამ მნიშვნელოვანი სფეროს შესახებ. თქვენ მართალი ხართ, უფრო მეტად უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ საკითხზე. მე მჯერა, რომ რადგან ამ გზას დავადექით და წინ მივდივართ, ვნახავთ, თუ როგორ დაეხმარება ეს ხელშეკრულება საქართველოს კონკრეტულ მოქალაქეებს. 

- რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ჩვენს ურთიერთობაში?

- შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ ჩვენ თავდაუზოგავად ვიმუშავებთ იმ ამბიციური სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, რაც დევს ასოცირების ხელშეკრულებაში და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში. ეს პირობები სრულად უნდა შესრულდეს. ეს ჩვენი მხრიდან მოითხოვს მცდელობებსა და მხარდაჭერას თქვენს მიმართ, და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან მოქმედებებს საქართველოს მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, რაზეც ვსაუბრობდით. სტანდარტები - საქართველომ უკვე აიღო საკუთარ თავზე ათასობით სტანდარტის შესრულების ვალდებულება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ სოფლის მეუნეობის მიმზიდველი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე.

- ზოგიერთი ეს სტანდარტი საკმაოდ მტკივნეულია ბიზნესისათვის.

- მართალი ხართ, რა თქმა უნდა, მტკივნეულია. საჭიროა ლაბორატორიული შემოწმებები და ა.შ. სამაგიეროდ იღებთ შესაძლებლობას რომ წვდომა გქონდეთ ევროპულ ბაზარზე, სადაც 500 000 000 მომხმარებელია. მაგ. კივი..

- გურიიდან.

- შემოდის გერმანულ ბაზარზე, ღვინო - პარიზში. შეიძლება ეს ბევრი არაა ევროპისთვის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია თქვენთვის. ვფიქრობ, რომ რასაც აკეთებთ განათლების სფეროში, ძალიან საინტერესოა. თქვენთან ჩამოდის საკმაო რაოდენობის უცხოური სტუდენტი. მგონი დაახლოებით 30 000 სტუდენტი ჩამოდის სხვა ქვეყნებიდან. ეს ეკონომიკის ნაწილია აგრეთვე, ეს ქმნის სამუშაო ადგილებს. თქვენ აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გყავთ. ზოგი მათგანი შეიძლება დარჩეს კიდეც აქ.

- -ეს გარკვეულწილად საქართველოს პასუხისმგებლობის ნაწილია. ევრო-კავშირი სტრატეგიულ დოკუმენტებში ითხოვს პასუხისმგებლობების გაზიარებას. როგორ ფიქრობთ ამ მონაცემებით, რაც გავქვს, არის საქართველო თქვენთვის პასუხისმგებლობით სავსე პარტნიორი?

- დიახ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იგრძნობა საქართველოს მხრიდან. და რაც მთავარია, საკმაო მიზანდასახულობაც ჩანს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. აგრეთვე, სხვა მოქმედი ინსტიტუტების მხრიდან, რომ წინ წავიდეთ ამ სამოქმედო გეგმის შესრულების მხრივ. ეს კი ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება. რეფორმების გატარებას, ზუსტად ასეთი, ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებ. თუ ჩვენი ურთიერთობის ბოლო ათ წელს გადავხედავთ ან უფრო მეტსაც, დავინახავთ, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო ამ პროცესების განვითარების საქმეში. 

- მინდა გკითხოთ აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ. როგორც ვხედავთ, ამ მხრივ არსებობს გამოწვევები: უკრაინის კონფლიქტი და კრიზისი, მოლდოვას ახალი პრეზიდენტი, რომელიც გვპირდება, რომ ასოციაციას დატოვებს და რუსეთთან ინტეგრაციას გააგრძელებს. აგრეთვე, ვერ ვიტყვით სომხეთზე, აზებაიჯანსა და ბელორუსიაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის კარგი პარტნიორები არიან. რა მომავალი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობას? არის თუ არა დრო, რომ მისი პოლიტიკა გადაიხედოს?

- ნებისმიერ ურთიერთობაზე საუბრისას შეგვიძლია ვთქვათ, რა უნდა გავაკეთოთ მის გასაუმჯობესებლად. აღმოსავლეთის პარტნიორობაზე საუბრისას, ჩვენი მოლოდინი ასეთია: უნდა მივიდეთ კონკრეტულ შედეგებამდე, რომ უფრო ჩამოვყალიბდეთ. ეს ნიშნავს ეკონომიკის განვითარებისთვის ზრუნვას, ანუ, რა შეუძლია ამ პარტნიორობას გააკეთოს იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი? საჭირო იქნება კავშირების განმტკიცებაც. არის ტრანსპორტისა და ენერგიის კავშირების საკითხები, რაც ამ პარტნიორობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მობილობა - უკეთესი გადაადგილების შესაძლებლობა ხალხისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით და ევროპის მიმართულებით. აგრეთვე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უამრავი რამ, რომ განვითარდეს მმართველობა. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან. ევროკავშირში გვაქვს გამოცდილებები და მზად ვართ გაგიზიაროთ. საქართველოსაც აქვს გამოცდილება, რასაც გავიზიარებდით. მაგ. ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების მოდელი ძალიან საინტერესოა. რა უნდა გავაკეთოთ რომ მივიღოთ მეტი და უკეთესი საზოგადოებრივი ადმინისტრირება? კონკრეტული ასეთი საკითხები. და მე ვთვლი, რომ მნიშვნლოვანია ბრიუსელის სამიტზე პარტნიორობის შესახებ, რომელიც ნოემბერში ჩატარდება, განხილულ იქნას ეს კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული საკითხები. ეს საკითხები უნდა წამოიჭრას და ეს განამტკიცებს აღმოსავლეთის პარტნიორობას. 

-შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი წარმატებულია?

- რა თქმა უნდა, წარმატებულია. ის ქვეყნები რომლებიც არიან მისი წევრები, მათთვის ესაა საშუალება, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ ევროკავშირის საშუალებით. თავის მხრივ ევროკავშირიც წარმოაჩენს თავს მათი დახმარებით. ამ პარტნიორობამ უკვე შეძლო ინტეგრირებული საზღვრების კონტროლი. ამ საკითხთან დაკავშირებით აღმოსავლეთის პარტნიორობაში ბევრი ფაქტი იქნა განხილული. ეს კი საქართველოს და სხვა ქვეყნებს ეხმარება. მე მჯერა, რომ კონკრეტული სამომავლო ქმედებებით აღმოსავლეთის პარტნიორობა დიდ წარმატებას მიაღწევს. 

- მოდით,ვისაუბროთ თვითონ ევროკავშირზე. დაარსების შემდეგ ის ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე დგას, შეიძლება ითქვას. ბრექსიტის შემდეგ, ამერიკის არჩევნების შემდეგ, რომელთანაც ურთიერთობები არაპროგნოზირებადია. არის ევროკავშირი ამჟამად მზად, რომ უპასუხოს ამ გამოწვევებს?

- ნათელია, რომ არის გამოწვევების პერიოდია ყველასთვის, მათ შორის ევროკავშირისთვისაც. 

- ქალბატონმამოგერინიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ევროკავშირის არსებობაც კი ხანდახან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

- დიახ, მართლაც გვაქვს გამოწვევები. პირველი შემთხვევა არაა, როცა ევროკავშირი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ვხედავთ ეკონომიკაში, როგორ ვითარდება შიდა ბაზარი, როგორ ვითარდება ციფრული ბაზარი, ენერგეტიკული კავშირი - ესაა 3 მნიშვნელოვანი რამ, რაც ხორციელდება. აგრეთვე, ევროკავშირის საინვისტიციო გეგმა. როცა საკითხები სხვა გამოწვევებს ეხება, მაგ. მიგრაციას, დევნილებს. წევრ ქვეყნებს დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს ორივე საკითხი ევროკავშირის შიგნით გადაწყვიტონ და გაზარდონ საზღვრების დაცვა. აგრეთვე, გარეთაც: თურქეთის, ლიბანის, იორდანიის დახმარება, როცა საქმე დევნილებს ეხება. აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყნების დახმარება, რადგან ისინი ტრანზიტული ქვეყნები არიან დევნილებისათვის. აგრეთვე, ევროკავშირი ხელს უწყობს იმ ქვეყნებს, საიდანაც მიგრანტები მოდიან, გააუმჯობესონ ეკონომიკა. ასე, რომ თუ ადამიანები კარგად იგრძნობენ თავს, არ წავლენ. ეს ყველაფერი ევროკავშირის კონტექსტში უნდა განხორციელდეს, ერთიანიპოლიტიკის ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას თავდაცვის საკითხებზე. სხვა გამოწვევებიცაა, მაგ. ბრექსიტი, ესაა ის, რასაც ერთად ვაკეთებთ. მუდმივად არსებობს შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინოს ევროკავშირმა თავისი მიზნების მიღწევა ამ მსოფლიოში, რომელიც უფრო და უფრო გლობალიზდება. ევროკავშირის ინტერესში შედის ღია საზღვრებისა და ღია საზოგადოების ქონა. ეს მოგვიტანს ზრდას, აყვავებას და მშვიდობას, უსაფრთხოებასაც. ყველაფერი ეს გვიჩვენებს, რომ ევროკავშირი ძალიან მიზანმიმართულია და იღებს ყველა ამ გამოწვევას. უკვე 60 წელია, რაც ევროკავშირი დაარსდა და ეს კიდევ მეტად ითხოვს ჩვენგან, რომ ვაჩვენოთ რა შეუძლია ამ ორგანიზაციას. 

- თქვენ ახსენეთ მიგრაცია,დევნილბები. ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ მიგრაციის საკითხს კარგად იყენებენ პოპულისტი პოლიტიკოსები საუბრისას, და რომ ჯობია გამოვიყენოთ ტერმინი დევნილები, რადგან ეს ხალხი შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან გამორბიან კონფლიქტის გამო. ხომ არაა პრობლემა იმაშიც, რომ კონკრეტული ტერმინები არასწორადაა გამოყენებული იმ პროცესებზე საუბრისას, რასაც ახლა ვხედავთ?

- გეთანხმებით. მნიშვნელოვანია სწორი ტერმინის შერჩევა. დაახლოებით 64 000000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი არსებობს. ამათგან 25 000000 დევნილია. ,,დევნილი“ ნიშნავს, რომ ადამიანი გარბის პოლიტიკური კონფლიქტისა თუ პოლიტიკური დევნის და სხვა მიზეზებისგამო. ეს ორი განსხვავებული ტერმინია. თქვენ სწორად ბრძანეთ, უნდა მოიძებნოს განსხვავებული დამოკიდებულება ამ ხალხის მიმართ საერთაშორისო სამართლის კუთხით. 25000000 ადამაინის ბედი დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, რომლებიც თანახმა არიან იზრუნონ მათზე. რაც შეეხება დანარჩენებს, ეს უკვე ცალკეული ქვეყნების უფლებაა, როგორი დამოკიდებულება ექნებათ მათ მიმართ, როცა ისინი იქ ჩასვლას დააპირებენ. ასე რომ, ესაა ტერმინოლოგიის პრობლემაც. მე ვგულისხმობ, რომ სხვადასხვა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დევნილების მიმართ და მიგრანტების მიმართ, რაც უფრო ფართო ცნებაა. 

- ევროკავშირის სტრატეგია უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არსებობს ძალიან კონკურენტულ გარემოში. ვინაა ყველაზე დიდი კონკურენტი მისთვის პოლიტიკის, ეკონომიკის კუთხით? რომელი ქვეყნები?

- ვფიქრობ ასე ძნელია თქვა. გააჩნია, რომელ სფეროზე ვსაუბრობთ. 

- მაგალითად, ეკონომიკის სფეროს გამოწვევებში. ვინაა ევროკავშირის ყველაზე დიდი კონკურენტი? 

- კიდევ ვამბობ, რომ ასე ხელაღებით ვერ იტყვი.გააჩნია რაზე ვსაუბრობთ: გლობალური სტარტეგია, მომავალი გამოწვევები, კლიმატის ცვლილებები, ძალადობა, ეკონომიკური გამოწვევები,.

- დიახ, მაგ. ეკონომიკაზე როცა ვსაუბრობთ, ვინ არიან ყველაზე დიდი კონკურენტები?

- კიდევ ვიმეორებ, ასე ძნელია თქვა. ევროკავშირი არის მნიშვნელოვანი გაერთიანება, როცა ვაჭრობაზე ვსაუბრობთ. კონკრეტულ სფეროებში სხვადასხვა კონკურენტია. ვფიქრობ, ეს არაა ნეგატიური მოვლენა. ის ფაქტი, რომ არსებობენ კონკურენტები...

- კონკურენცია კარგი მოვლენაა.

- დიახ, ესაა ღია საზოგადოების მახასიათებელი, ეს გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის იდეასაც, რასაც აყვავებამდე მივყავართ. ევროკავშირი ქვეყნების გაერთიანებაა და ისინი შიგნითაც კონკურენტობენ, რომ ამ გლობალიზებული მსოფლიოს ყველა უპირატესობა გამოიყენონ. 

- მე მინდა დაგისვათ პირდაპირი შეკითხვა. ბევრს ვსაუბრობთ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზე. ისინი მთავარი კონკურენტები არიან პოლიტიკური კუთხით სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ა.შ. არის სტრატეგიული საუბარი ევროკავშირში ამ კონკურენციაზე? თუ სიტყვა კონკურენციის გამოყენება არცაა მართებული ამ შემთხვევაში?

- ევროკავშირს აქვს თავისი პოლიტიკა რუსეთთან და იქ ჩადებულია კონკრეტული დასკვნები. ყველაზე ბოლო დასკვნები სანქციებს ეხება. ასე, რომ პოლიტიკა გარკვეულია და ეს გვეხმარება ჩვენ წინსვლაში.

- ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყველაზე მეტად ისმის კრიტიკა არის ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკელი პარტნიორები აკრიტიკებენ თქვენს დანახარჯებს. ხომ არ საჭიროებსევროკავშირში უსაფრთხოების სისტემა გადახედვას?

- პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, რაც უკავშირდება მშვიდობის შენარჩუნებას, თუ რის გაკეთება შეგვიძლია ერთად. ეს მშვიდობის საკითხები ევროკავშირზე მეტად ნატოს ინტერესებში შედის ბევრი ქვეყნის გადმოსახედიდან. იმ ქვეყნებს, რომლებიც არაა ნატოს წევრები, აქვთ საკუთარი თავდაცვის სისტემა. 

- ბოლოს, მინდა გკითხოთ გაფართოების პროცესზე. გაფართოება საუკეთესო გზაა იმის საჩვენებლად, რომ ხარ ძლიერი. რა ხდება ამჟამად გაფართოების პოლიტიკაში? ბოლო დროს ევროკავშირი ბევრს მუშაობს ბალკანეთის ქვეყნებთნ და მათი წევრობის საკითხებზე. რა ხდება ამ მხრივ?

- ბალკანეთის დანარჩენი ქვეყნებისთვის არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ორ მათგანთან უკვე გვაქვს მოლაპარაკებები. სხვები კი ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან. ეს კი ძალიან ნათელი და თავისუფალი გზაა მიაღწიონ იმ ეტაპს, როცა მზად ხარ მოლაპარაკებებისთვის. ყველა ეტაპი დაკავშირებულია ქვეყნების შიდა რეფორმებთან, აგრეთვე ბექგაუნდთან. იმისტვის, რომ წევრი გახდე, მზად უნდა იყო და უნდა შეგეძლოს აიღო ყველა ვალდებულება, რასაც გულისხმობს ევროკავშირის წევრობა. ამას კი დრო სჭირდება. რომ გატარდეს სტრუქტურული და სხვა რეფორმები. ამ ეტაპზე არიან ბალკანეთის ქვეყნები. თურქეთთან დაკავშირებით არსებობს გაფართოებაზე მოლაპარაკებები. რეალურად თურქეთმა სრულად ვერ შეასრულა ,,ანკარას პროტოკოლი“, ეს კი აფერხებს მოლაპარაკებების პორცესს. 

- და საბოლოო შეკითხვა საქართველოზე. რა მომავალი გვაქვს ევროკავშირში, ვგულისხმობ წევრობას. რა პერსპექტივა გვაქვს? როგორც ვხედავთ საქართველო თითქმის ერთადერთი სტაბილური პარტნიორია აღმოსავლეთში. რა მომავალი შეიძლება გვქონდეს ევროკავშირის პარტნიორობის კუთხით? ვიცი, რომ ეს ახლა დიდად არ განიხილება.

- დიახ ეს არ განიხილულა ამ ეტაპზე, თუმცა ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ საქართველო იცავს ჩვენს ფასეულობებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებების შესახებ. ზუსტად ესაა, რასაც ევროკავშირის სხვა ქვეყნები იცავენ. აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირებით და საქართველოსთან დაკავშირებით, ეს პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველო შეიძლება გახდეს შუქურა, რომელიც სხვებს ასწავლის, თუ როგორ უნდა გატარდეს რეფორმები, როგორ უნდა წავიდეს წინ საზოგადოება, როგორ უნდა აყვავდეს ქვეყანა. ჩვენ კი ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ მცდელობებს.

- დიდი მადლობა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა