საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
7152

დაფიქსირებულია იმდენად მტაცებელი შავი ხვრელი, რომ იგი ფიზიკის ლიმიტებს ეწინააღმდეგება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-07 23:55:00

ასტრონომებმა აღმოაჩინეს გიგანტური შავი ხვრელი, რომელიც იმდენად მშიერია, რომ უკვე ათ წელზე მეტია, ვარსკვლავს ჭამს — ეს დრო 10-ჯერ აღემატება აქამდე დაფიქსირებულ ნებისმიერი ვარსკვლავური „სადილის“ ხანგრძლივობას.

ეს გახლავთ შავი ხვრელის მიერ შეჭმული უდიდესი საკვები, რაც აქამდე გვინახავს; ამავე დროს, ნადიმის ასეთი ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მეცნიერები ვერ ხსნიან თუ როგორ შეიძლებოდა ეს პროცესი ამდენ ხანს გაგრძელებულიყო ფიზიკის კანონების დარღვევის გარეშე. ამ კითხვაზე პასუხმა შესაძლოა ასევე გვითხრას თუ როგორ გახდნენ სამყაროს ადრეულ დღეებში შავი ხვრელები უფრო მასიურები, რისი ახსნაც ამ დრომდე არ შეგვიძლია.

როდესაც ვარსკვლავი შავ ხვრელთან ზედმეტად ახლოს მიდის, შავი ხვრელის უზარმაზარ გრავიტაციულ ძალას შეუძლია ვარსკვლავი დაგლიჯოს — მოვლენა, რომელსაც გრავიტაციულ დანგრევას უწოდებენ.

რენტგენული გსამოსხივების გამოყოფის წყალობით, მკვლევრებს აქამდეც არაერთი გრავიტაციულ დანგრევის შემთხვევა აქვთ დაფიქსირებული. იმ დროს, როდესაც შავი ხვრელი ვარსკვლავს ანადგურებს,  კონტენტის გარკვეულ ნაწილს კოსმოსში მაღალი სიჩქარით ტყორცნის, დანარჩენს კი შთანთქავს, ხდება უფრო დიდი და ამ პროცესში გამოყოფს რენტგენული რადიაციის სუპერ ცხელ ანთებებს.

თუმცა,  გრავიტაციული დანგრევის მოვლენათა უმეტესი ნაწილი ხანმოკლე პროცესია; სწორედ ამიტომ არის ახალი აღმოჩენა გასაოცარი.

„ჩვენ მოწმენი ვართ ვარსკვლავის თვალწარმტაცი და გაჭიანურებული სიკვდილისა“, — ამბობს ნიუ-ჰემპშირის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი დეჩენგ ლინი.

„1990-იანი წლებიდან დღემდე, დაფიქსირებული გვაქვს გრავიტაციული დანგრევის უამრავი მოვლენა, თუმცა არც ერთი მათგანი ასე კაშკაშა იმდენ ხანს არ დარჩენილა, რამდენიც ეს შემთხვევა“.

შავი ხვრელის ეს ნადიმი იმდენად ხანგრძლივია, რომ იგი შეუსაბამობაში მოდის ფიზიკის ლიმიტებთან — ვარსკვლავის განადგურების პროცესმა გადააჭარბა ე. წ. ედინგტონის ლიმიტს, რაც აღნიშნავს ვარსკვლავის ნათების იმ მაქსიმუმს, რომლის მიღწევაც მას სტაბილურობის დაკარგვამდე შეუძლია.

მკვლევართა მოსაზრებით, თუკი ვარსკვლავი ამ სიკაშკაშის მისაღწევად საკმარის რადიაციას გამოყოფს, გრავიტაციას მისი მთლიანობის შენარჩუნება გაუჭირდება. სწორედ ამ მიზეზის გამო, გაურკვეველია თუ როგორ მიაღწიეს უზარმაზარ ზომებს მრავალი გალაქტიკის, მათ შორის ირმის ნახტომში ცენტრში არსებულმა სუპერმასიურმა შავმა ხვრელებმა. 

ამ რეკორდულად მშიერ შავ ხვრელს XJ1500+0154 უწოდეს და იგი მოთავსებულია ჩვენგან 1,8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე პატარა გალაქტიკის ცენტრში.

იგი სამმა თანამგზავრმა დააფიქსირა — NASA-ს ჩანდრას კოსმოსურმა ობსერვატორიამ, სვიფტმა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსურმა ობსერვატორია XMM-ნიუტონმა.

2005 წელს, აღნიშნული თანამგზავრები გრავიტაციული განადგურების მოვლენებზე ნადირობდნენ, როდესაც მოულოდნელად წააწყდნენ XJ1500+0154-ის მიერ გამოყოფილ უკიდურესად კაშკაშა ანთებებს.

მას შემდეგ, ამ მოვლენას ისინი განუწყვეტლივ აკვირდებიან და როგორც ჩანს, საკვები მალე ამოიწურება. მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, შავი ხვრელი ვარსკვლავის მატერიას 10 წელიწადზე მეტხანს მოიხმარდა.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ან ყველაზე მასიური ვარსკვლავი, რომლის გრავიტაციული განადგურებაც აქამდე გვიხილავს ან პირველი შემთხვევა, როდესაც ვნახეთ შედარებით პატარა ვარსკვლავის სრულად დაფლეთვა.

„ამ ობიექტზე დაკვირვების უმეტეს ნაწილში ვამჩნევდით, რომ იგი სწრაფად იზრდებოდა, რაც გვეუბნება რაღაც უჩვეულოს — ჩვენს მზეზე ორჯერ მძიმე ვარსკვლავი შავი ხვრელის ლუკმა გახდა“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან, ჯეიმს გილოჩონი.

ის ფაქტი, რომ ხელთ გვაქვს იმის ადრეული გამოვლინება თუ როგორ შეუძლიათ შავ ხვრელებს შეჭამონ რაღაც ზედმეტად მასიური და შედეგად უზარმაზარნი გახდნენ, სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის მათი წარმოშობის კვლევაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი მკვლევართა ეს აღმოჩენა დადასტურდა, იგი ნამდვილად დაეხმარება მეცნიერებს ახსნან თუ როგორ გახდნენ სამყაროს გარიჟრაჟზე სუპერმასიური შავი ხვრელები ჩვენს მზეზე მილიარდჯერ მძიმე, რისი ახსნაც მეცნიერებს ამ დრომდე უჭირთ.


„როგორც ეს მოვლენა აჩვენებს, შავ ხვრელებს მართლაც შეულიათ ასეთი გასაოცარი მაჩვენებლით გაზრდა, რაც დაგვეხმარება ავხსნათ თუ როგორ წარმოიშვნენ ადრეული შავი ხვრელები“, — ამბობს ჯგუფის წევრი ჩინეთის ქიან-ნანის უნივერსიტეტიდან, სტეფანი კომოსა.

ჯგუფის ვარაუდით, XJ1500+0154-ის საკვების მარაგი მომდევნო ათ წელში საკმაოდ შემცირდება, რაც გამოიწვევს რენტგენული გამოსხივების ჩაქრობას და იგი თანამგზავრებისთვის უხილავი გახდება.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამი
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
გასულ წელს, როდესაც მეცნიერებმა ბოლოსდაბო
წაკითხვა
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, ჩვენგან ასობით მილიონ
წაკითხვა
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
შავი ხვრელები ერთადერთი ობიექტებია მთელ ს
წაკითხვა
როგორ ვარდებიან ვარსკვლავები შავ ხვრელში - ცდებოდა თუ არა აინშტაინი
როგორ ვარდებიან ვარსკვლავები შავ ხვრელში - ცდებოდა თუ არა აინშტაინი
მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მტკიცებულებას, რ
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა