საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1329

18 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია 2017-02-25 14:50:00

ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

ქუთაისში 18 წლის გოგონა გუშინ გარდაიცვალა. პაციენტის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გოგონას დაღუპვის მიზეზი სამედიცინო პერსონალის დაუდევრობა გახდა. 

როგორც ახლობლები „მოამბესთან" ინტერვიუში აცხადებენ, გოგონა სახლში უგონო მდგომარეობაში ნახეს, სასწრაფო დახმარებამ ის ჯერ ჭიათურაში გადაიყვანა, ხოლო, მოგვიანებით, რეანომობილით - ქუთაისში შპს „უნიქალ მედის" კლინიკაში. მათივე განცხადებით, ექიმები ამტკიცებდნენ, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზნით წამლები ჰქონდა მიღებული, რასაც ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. 

კლინიკის მედპერსონალი აცხადებს, რომ გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით წამლები მიიღო. მათივე თქმით, პაციენტი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, ორი დღის შემდეგ ის გონს მოვიდა და კონტაქტური გახდა, თუმცა, მოგვიანებით, მდგომარეობა დამძიმდა და გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 

კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტის მშობელმა მათ განუცხადა, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის საფუძველზეც მათ ფსიქიატრი მოიწვიეს, რომელსაც პაციენტმა წამლების მიღების ფაქტი დაუდასტურა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა