საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5411

გახდის თუ არა NASA მარსს სიცოცხლისთვის ვარგისს? - სააგენტოს ახალი, ამბიციური გეგმა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-06 20:07:00

NASA-ს მეცნიერებმა ამბიციური გეგმა წარმოადგინეს, რომლის მიზანია მარსს ატმოსფერო დაუბრუნოს და წითელი პლანეტა სიცოცხლისათვის ვარგისი გახადოს ადამიანთა მომავალი თაობებისათვის.

კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, კოსმოსში უნდა გაეშვას გიგანტური მაგნიტური ფარი, რომელიც მარსს მზის ქარებისგან დაიცავს და წითელი პლანეტის ატმოსფეროს აღადგენს, მოახდენს მარსის გარემოს ტერაფორმირებას ისე, რომ პლანეტის ზედაპირზე კვლავ ილივლივებს თხევადი წყალი.

შესაძლოა ამ დროისათვის მარსი ცივი, არიდული უნაყოფო მიწა ჩანდეს, მაგრამ მიჩნეულია, რომ ერთ დროს  წითელ პლანეტას სქელი ატმოსფერო ჰქონდა, რომელსაც შეეძლო შეენარჩუნებინა თხევადი წყლის ღრმა ოკეანეები და თბილი, სიცოცხლისათვის შესაფერისი კლიმატი.

მეცნიერთა აზრით, მარსმა ეს ყველაფერი მილიარდობით წლის წინ დაკარგა, როდესაც მოხდა მისი მაგნიტური ველის კოლაფსი, რის შემდეგაც, მზის ქარებმა —  მზიდან მომდინარე მაღალენერგიულმა ნაწილაკებმა წითელ პლანეტას ატმოსფერო მთლიანად გააცალეს. 

ამჟამად, NASA-ს მიერ შემუშავებული ახალი სიმულაციებიდან ირკვევა, რომ შესაძლოა არსებობდეს გზა, რომელიც მარსს ბუნებრივად დაუბრუნებს სქელ ატმოსფეროს და ის სულაც არ მოითხოვს ელონ მასკის მიერ შეთავაზებულ ატომურ აფეთქებებს წითელ პლანეტაზე.

კოსმოსური სააგენტოს აზრით, საკმარისია კოსმოსში გაიგზავნოს მძლავრი მაგნიტური ველი, რომელიც მარსის საკუთარ, დაკარგულ მაგნიტოსფეროს ჩაანაცვლებს, რაც პლანეტას შანსს მისცემს, ბუნებრივად აღიდგინოს ატმოსფერო.

გასულ კვირას, Planetary Science Vision 2050 Workshop-ზე NASA-ს პლანეტური მეცნიერების განყოფილების დირექტორმა, ჯიმ გრინმა განაცხადა, რომ კოსმოსში, მარსსა და მზეს შორის „ხელოვნური მაგნიტოსფეროს“ გაგზავნით, ჰიპოთეტურად შესაძლებელია წარმოიქმნას მაგნიტური კუდი, რომელიც წითელ პლანეტას შეიფარებს და დამცავი ფარის როლს შეასრულებს.

„შედეგად, ასეთი სიტუაცია თავიდან აიცილებს მზის ქარების ეროზიის პროცესებს, რათა მოხდეს პლანეტის იონსფეროსა და ზედა ატმოსფეროს წარმოქმნა, რაც შემდეგ, დროთა განმავლობაში, მარსის ატმოსფეროს წნევასა და ტემერატურას გაზრდის“, — განმარტავენ დოკუმენტში მკვლევრები. 

ჯგუფი აცნობიერებს, რომ მათი კონცეპტი შესაძლოა „ახირებული“ იყოს, თუმცა ისინი მიუთითებენ უკვე არსებულ კვლევას მინიატურული მაგნიტოსფეროს შესახებ, რომელმაც კოსმოსური რადიაციისგან უნდა დაიცვას ასტრონავტები და ხომალდები; მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბევრად ფართომასშტაბიანი იგივე ტექნოლოგიის გამოყენება მარსის დასაცავადაც შეიძლება. 

ჯგუფის მიერ ჩატარებულ სიმულაციებში, თუკი მაგნიტური ფარი მზის ქარს წინააღმდეგობას გაუწევდა, წყდებოდა მარსის ატმოსფერული დანაკარგები და ატმოსფერო წლების განმავლობაში დედამიწის ატმოსფეროს წნევის ნახევარს იღებდა.

ჯგუფი ვარაუდობს, რომ ატმოსფეროს გასქელებასთან ერთად, მარსის კლიმატი + 4 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, რაც საკმარისია წითელი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებული ნახშირორჟანგის ყინულის გასადნობად.

თუკი ეს მოხდება, ატმოსფეროში ასული ნახშირორჟანგი სიცხეს ზუსტად ისე დაიჭერს, როგორც დედამიწაზე, გამოიწვევს სათბურის ეფექტს, რაც თავის მხრივ გაადნობს მარსის წყლის ყინულს და წითელ პლანეტას თხევად წყალს დაუბრუნებს მდინარეებისა და ოკეანეების სახით.

თუკი ეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, შესაძლებელია, რომ სულ რაღაც რამდენიმე თაობის შემდეგ, მარსმა კვლავ დაიბრუნოს ერთ დროს დაკარგული, დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისათვის ვარგისი გარემო.

„ეს არ გახლავთ ტერაფორმირების ის სახე, რომელიც შესაძლოა თქვენ წარმოგედგინათ, როდესაც ჩვენ ხელოვნურად შევცვდლიდით კლიმატს, ჩვენ ამის ნებას ბუნებას ვაძლევთ და ამ ყველაფერს ფიზიკის ჩვენთვის ცნობილი კანონების საფუძველზე ვახდენთ“, — ამბობს გრინი.

ჯგუფი იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ეს გეგმა ამ დროისთვის დიდწილად ჰიპოთეტურია, თუმცა საკმაოდ ამაღელვებელი ხედვაა იმ მხრივ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ მომდევნო წლებში. მკვლევრები გეგმავენ, გააგრძელონ ყველა შესაძლო ვარიანტის შესწავლა და უფრო ზუსტი შეფასებები მიიღონ იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება მარსის კლიმატის შეცვლას.

თუკი დადასტურდა, რომ ეს კონცეპტი ქმედუნარიანია, ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო შეიძლება დასჭირდეს მარსის სამომავლო კოლონიზაციას.

„დედამიწის მსგავსად, საჭიროა ატმოსფეროს გაზრდა, მზისა და კოსმოსური რადიაციის ნაწილაკებისაგან დაცვა, ჟანგბადის გამოყოფის უნარის გაფართოება და ღია სათბურების შექმნა მცენარეებისათვის“, —  განმარტავენ მკვლევრები.

„თუკი ეს ყველაფერი ჩვენს სიცოცხლეში მოვასწარით, მარსის კოლონიზაციამდე არც თუ ისე ბევრი დარჩება“. 

მომზადებულია inverse.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა