საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2306

12 აგვისტო, შესაძლოა, დასვენების დღედ გამოცხადდეს - შედეგად, საქართველოში 16 უქმე დღე იქნება

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-17 14:15:00


საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ახალი სადღესასწაულო თარიღის შემოღებას მოითხოვს, რომელიც გამარჯებასთან ასოცირდება. ნუკრი ქანთარიასთვის ამ იდეის ინსპირაცია დიდგორის ბრძოლაა. Dდეპუტატი თურქ-სელჩუკების დამარცხების თარიღს 12 აგვისტოს დიდი სახახლო ზეიმის მიზეზად მიიჩნევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია:

„კანონპროექტის მიღების ძირითადი საფუძველია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. ეს დღე არის მეფე დავით აღმაშენებლის, როგორც უდიდესი სამხედრო სტრატეგის, მისი საბრძოლო მანევრის შედეგი და ამავე დროს, ეს არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს, ეროვნული სულის გამარჯვების დღე. ქართული სახელმწიფოს მხრიდან დღეს, როდესაც ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. დიდგორის ბრძოლა ზუსტად ასახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაცია. დიდგორობის, როგორც „სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღის“ აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. ამ დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება და მასშტაბურად აღნიშვნა, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება.“

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

„ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება ... უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების - 12 აგვისტოს - უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ“ გამოცხადება ხელს შუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას,“ - აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

იმისთვის რომ 12 აგვისტო სახახლო ზეიმით აღნიშნოს საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. განათლების კომიტეტზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მოიწონეს. ცვლილებები კი ორგანული კანონში შრომის კოდექსში უნდა შევიდეს. 

ეკონომისტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ მიუხედავად დღეების სიმრავლისა, გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვის თარიღების აღნიშვნა მნიშნველოვანია ერის ერთიანობისთვის. ექსპერტის თქმით, ასეთ შემთხვევებში ეკონომიკური ფატორების უგულვებეყოფა გამართლებულია.

ეკონომისტებმა დათვალეს, რამდენი უჯდება ქართულ ეკონომიკას ერთი უქმე დღე? ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ეს თანხა 80 მილიონ ლარს შეადგენს. მისი თქმით, საქართველოში სულ 15 უქმე დღეა, რაც  ევროპის ისეთი ქვეყნების მაქსიმალურ მაჩვენებლებს უტოლდება, როგორებიცაა ლიტვა და შვედეთი.

სტატისტიკა:

უქმე დღეების საშუალო ევროპული მაჩვენებელი  წელიწადში 12 დღეა, აქედან  ყველაზე  ცოტა, 8  უქმე დღე ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთშია. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად 11 დასვენების დღეა, ჩინეთში 25, ბელგიაში -11, პოლონეთში -13, ბრაზილიაში -16.

საქართველოში წელიდაში 15 უქმე დღეა, დაემატება თუ არა კიდევ ერთი - დიდი გამარჯვების დღე უქმე დღეების რიცხვს -კანონმდებლებზეა დამოკიდებული.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
12 მეცნიერული მიზეზი, თუ რატომ უნდა გაატაროთ უფრო მეტი დრო ბუნებაში
12 მეცნიერული მიზეზი, თუ რატომ უნდა გაატაროთ უფრო მეტი დრო ბუნებაში
მრავალი ადამიანი სამუშაო დღეს დახურულ სივ
წაკითხვა
რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოს ზღვისპირეთში
რა დაგიჯდებათ დასვენება საქართველოს ზღვისპირეთში
წაკითხვა
ბათუმის საბავშვო ბაღებში პირველი ივნისი დასვენების დღედ გამოაცხადეს
ბათუმის საბავშვო ბაღებში პირველი ივნისი დასვენების დღედ გამოაცხადეს
დღეს, პირველ ივნისს ბათუმში 30 საბავშვო ბაღი არ მუშაობს. საზოგადოებრივის ჟურნალისტის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოფიციალურად და
წაკითხვა
სურების მთებში გაყინული 28 წლის მამაკაცი   საკუთარ სახლში გადაასვენეს
სურების მთებში გაყინული 28 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გადაასვენეს
ჩოხატაურში, სურების მთებში გაყინული 28 წლის მამაკაცი უკვე გადასვენეს საკუთარ სახლში. მას ახლობლები და სამაშველო სამსახური 3 დღის განმავლობა
წაკითხვა
კოლუმბიაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ბრაზილიელები მშობლიურ ქალაქში გადაასვენეს
კოლუმბიაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ბრაზილიელები მშობლიურ ქალაქში გადაასვენეს
კოლუმბიაში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ბრაზილიელები მშობლიურ ქალაქში ორი სამხედრო თვითმფრინავით გადასვენეს. 
წაკითხვა
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემო
წაკითხვა
შს მინისტრის ინიციატივა - აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ბაკურიანში ისვენებენ
შს მინისტრის ინიციატივა - აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ბაკურიანში ისვენებენ
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები ბაკურიანში ისვენებენ. მათ სამცხე-ჯავახეთი
წაკითხვა
დაღუპული მფრინავის ცხედარი ანკარიდან მოსკოვში გადაასვენეს
დაღუპული მფრინავის ცხედარი ანკარიდან მოსკოვში გადაასვენეს
დღეს ანკარის აეროპორტიდან მოსკოვში თვითმფრინავი გაფრინდა, რომლის ბორტზეც დაღუპული რუსი მფრინავის ცხედარია დასვენებული. 
წაკითხვა