საზოგადოებრივი
104.5 FM
4566

სამხრეთამერიკული ტომი, რომლის ხალხსაც მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი გულები და არტერიები აქვს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-21 23:14:00

როგორც ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, ბოლივიაში მაცხოვრებელ ციმანეს ხალხს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად აწუხებს გულის დაავადებები. აღმოჩნდა, რომ 80 წლის ციმანეს ადამიანს უფრო ჯანმრთელი არტერიები აქვს, ვიდრე 55 წლის ამერიკელს. 

ციმანეს ადგილობრივი საზოგადოება ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლივიაში, ტროპიკულ ტყეებსა და სავანებში ცხოვრობს. საკვების მოპოვების მიზნით, მისდევენ როგორც სოფლის მეურნეობას, ისე ნადირობას. 

გასული 15 წლის განმავლობაში, მსოფლიოში სიკვდილიანობის ორ უდიდეს მიზეზად რჩება კორონარული არტერიების დაავადებები და გულის შეტევები. იმის გასარკვევად თუ რა გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრების სტილი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, მეცნიერები ინდუსტრიალიზაციამდელ მოსახლეობას, მათ შორის ციმანეს ხალხს აკვირდებიან.  

მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია კვლავ ტყეებს, მინდვრებსა თუ მთებს დავუბრუნდეთ, რათა ჯანმრთელნი ვიყოთ, ის კი ნადვილად შეგვიძლია, რომ ამ ხალხისგან ვისწავლოთ თუ რას აკეთებენ ისინი სწორად. 

2014-2015 წლებში მკვლევრები ციმანეების 85 სოფელს ესტუმრნენ და 40 წელს გადაცილებულ თითქმის ყველა ადამიანს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს. როგორც 705 ადამიანისგან (40-94 წლის) აღებულმა მონაცემებმა აჩვენა, მათგან 85%-ს გულის დაავადებების არანაირი რისკი არ გააჩნდა. 

მხოლოდ 13% იმყოფებოდა დაბალი რისკის ქვეშ, 20 ადამიანი კი საშუალო ან მაღალი რისკის ქვეშ. 

„ციმანეების უმეტესი ნაწილი მთელ თავის ცხოვრებას კორონარული ათეროსკლეროზების გარეშე ატარებს. მსგავსი შემთხვევა არც სხვა, წინა კვლევებში დაფიქსირებულა“, — ამბობს მკვლევარი გრეგორი თომასი. 

ათეროსკლეროზი მაშინ ვითარდება, როდესაც ქოლესტერინის თრომბოციტები და ცხიმი არტერიათა კედლებზე ილექება, რაც თანდათან სისხლის მოძრაობის პრობლემებს წარმოქმნის, ეს კი თავის მხრივ გულის შეტევებს იწვევს. 

ამის საპირისპიროდ, 6814 ამერიკელის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მათგან 50%-ს გულის დაავადებების საშუალო ან მაღალი რისკი ჰქონდა, რაც ხუთჯერ მაღალი მაჩვენებელია ცინამეს ხალხთან შედარებით. 

„როგორც ირკვევა, 80 წლის ცინამეს „გულ-სისხლძარღვული ასაკი“ 50 წლის ამერიკელისას უდრის“, — წერია კვლევაში. 

რა განაპირობებს ცინამეების ასე შთამბეჭდავ ჯანმრთელობას? 

კვლევა დაკვირვებით ხასიათს ატარებდა, შესაბამისად, დასკვნების გაკეთება რთულია, მაგრამ როგორც მკვლევრები შენიშნავენ, მათი კვების რაციონი და საქმიანობა მნიშვნელოვნად განსხვავდება მჯდომიარე ინდისტრიალიზებული საზოგადოებების მაცხოვრებელთაგან. 

როგორც BBC წერს: 

 მათი კვების რაციონის 17%-ს შეადგენს გარეული ღორი, ტაპირი და წყლის გოჭი (მსოფლიოს უდიდესი მღრღნელი) 

⚫ 7%-ს მტკნარი წყლის თევზი, მათ შორის პირანია და ლოქოსებრი თევზი. 

 დანარჩენი ნაწილი საოჯახო სავარგულებში მოწეული პროდუქტებია; ბრინჯი, სიმინდი, მანიოკის ფესვები და პლანტანი (ბანანის მსგავსი ხილი). 

 ტყეში მოგროვილი დიდი ოდენობით თხილეული. 

ეს კი ნიშნავს: 

 კალორიების 72% ნახშირწყლებისგან მოდის; ამერიკაში ეს მაჩვენებელი 52%-ია. 

 ცინამეები 14% ცხიმს მოიხმარენ, ამერიკელები 34%-ს. გარდა ამისა, ეს ხალხი საგრძნობლად მცირე ოდენობით იყენებს გაჯერებულ ცხიმებს. 

 ამერიკელებიცა დი ცინამეც კალორიების 14%-ს ცილებისგან იღებენ, მაგრამ ციმანეები გაცილებით ნაკლებ ხორცს მიიერთმევენ. 

საოცრად მაღალია ციმანეების ფიზიკური აქტივობის დონეც. ნადირობა, შემგროვებლობა, თევზაობა და სოფლის მეურნეობა ცინამე მამაკაცებისა და ქალების მხრიდან დღის უმეტეს ნაწილში ფეხზე დგომას მოითხოვს, ფიზიკური აქტივობა კი დღის მანძილზე საშუალოდ 4-7 საათს აღწევს. 

მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით თუ როგორი საკვები და აქტივობა გვჭირდება სისხლძარღვების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, რაც ასაკთან ერთად ბუნებრივად ხდება.  

ეს შედეგები მეცნიერთათვის არც თუ ისე გასაკვირი აღმოჩნდა, რადგან როგორც ადგილობრივი საზოგადოების წინა კვლევა მიუთითებდა, მათი გულის ჯანმრთელობა ბრწყინვალე უნდა ყოფილიყო. 2012 წელს ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ციმანეების სისხლის წნევა უმჯობესდება. 

„ცინამეების ცხოვრების პირობები ჩვენი წინაპრების პირობების მსგავსია,  პათოგენებზე დიდი ზემოქმედებით, აქტიური ცხოვრების სტილით, მაღალი ნაყოფიერებით და კვების ტრადიციული რაციონით. ამ მოსახლეობაში ქრონიკული დაავადებების შესწავლა შესაძლოა ძალიან შორსმჭრეტველი აღმოჩნდეს“, — აღნიშნა 2012 წელს სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა მაიკლ გურვენმა.  

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს კვლევა მათ მნიშნელოვან ინფორმაციას მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა სულ უფრო მზარდ მჯდომარე მსოფლიოში.  

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. 













მომზადებულია BBC-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
ამაზონის უკონტაქტო ტომი, სავარაუდოდ, ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს
ამაზონის უკონტაქტო ტომი, სავარაუდოდ, ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს
ბრაზილიელი პროკურორები აქტიურად იძიებენ გ
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ბოლივიაში ტყეების ხანძარს ორი ადამიანი  ემსხვერპლა
ბოლივიაში ტყეების ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა
ბოლივიის სამხრეთით, ტარიხას პროვინციაში ტყეების ხანძარს ორი ადამიანი  ემსხვერპლა. ადგილზე 1200-ზე მეტი მეხანძრე და 1000-ზე მეტი ჯარისკაცია
წაკითხვა