საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6656

მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-24 23:44:00

მეცნიერებმა დააფიქსირეს გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც როგორც ჩანს, თავისი ადგილიდან — გალაქტიკის ცენტრიდან გრავიტაციული ტალღების ექსტრაორდინარულმა ძალებმა გამოაგდო; გრავიტაციული ტალღები დრო-სივრცის ჭავლებია, რომელთა არსებობაც პირველად ალბერტ აინშტაინმა ივარაუდა ერთი საუკუნის წინ. 

მკვლევართა აზრით, ამ შავი ხვრელის მასა 1 მილიარდი მზის მასას უდრის და გალაქტიკაში 7,6 მილიონი კმ/სთ სიჩქარით დაძრწის. ამჟამად ყოფილი ადგილიდან 35 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება და უცნობია თუ საით მიემართება საბოლოოდ. 

„ჩვენი ვარაუდით, მას 100 მილიონი სუპერნოვას აფეთქების ენერგი აქვს“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი სტეფანო ბიანჩი. 

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსის სიღრმეებში მეცნიერებს ადრეც აქვთ დაფიქსირებული კოსმოსური ანომალიები, რომლებიც შესაძლოა „მოხეტიალე“ შავი ხვრელები იყოს, მათი არსებობა აქამდე არ დადასტურებულა. 

თუმცა ბიანჩისა და მისი ჯგუფის განცხადებით, ეს ნამდვილად არის მოხეტიალე შავი ხვრელი და პირველი შემთხვევა, როდესაც ასტრონომები სუპერმასიურ შავ ხვრელს გალაქტიკის ცენტრიდან ასე შორის პოულობენ. 

სუპერმასიურ შავს ხვრელებს ასობით მილიონი ჩვენი მზის მასა აქვთ. მათ შორის უდიდესები მზეზე 10 მილიარდჯერ მძიმეც კი არიან. ასევე არის შავი ხვრელები, რომლებიც მზეზე 10-100 000-ჯერ მასიურნი არიან. 

მიჩნეულია, რომ სამყაროს ყოველი გალაქტიკის ცენტრში განთავსებულია მასიური და სუპერმასიური შავი ხვრელები. ისინი გალაქტიკებისთვის თანდაყოლილნი არიან და ხშირად, ერთმანეთთან ტანდემის ხარჯზე იზრდებიან კიდეც, მაგრამ დაზუსტებით არავინ იცის, რატომ არიან ისინი ყოველთვის გალაქტიკათა ცენტრში. 

იმისდა მიუხედავად თუ საიდან მოხვდნენ იქ, სუპერმასიური შავი ხვრელები მუდამ გალაქტიკის ცენტრში რჩებიან, მაგრამ ფიზიკოსთა ვარაუდით, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია რაიმე კატასტროფამ ისინი იქიდან ამოგლიჯოს. 

რაც შეეხება ამ შემთხვევას — მკვლევართა ვარაუდით, ეს შავი ხვრელი თავისი ადგილიდან 1-2 მილიარდი წლის წინ, ორი გალაქტიკის შეჯახების გამო ამოვარდა. 

Space.com-ის ცნობით, ამ ორი გალაქტიკის შეჯახების დროს, მათი ცენტრალური შავი ხვრელები დროთა განმავლობაში ერთმანეთს მიუახლოვდნენ და ამ პროცესში გამოიყო გრავიტაციული ტალღები — დრო-სივრცის ჭავლები, რომელსაც კოსმოსუფი კატასტროფები გამოყოფს, ზუსტად ისე, როგორც დიდ ტბორში ქვის ჩაგდება იწვევს ტალღებს. 

„როდესაც ორი ცენტრალური შავი ხვრელი ერთმანეთს საბოლოოდ შეერწყა, გამოსხივება შეწყდა და ახლად შექმნილი ურჩხული საპირისპირო მიმართულებით დაიძრა“, — წერს Space.com-ის ავტორი მაიკ უოლი. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწიდან 8 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით, არსებობს გალაქტიკა სახელად 3C186, რომელიც მილიარდობით წლის წინ, ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგადაა წარმოქმნილი. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი უცნაური, თავისუფლად მოხეტიალე შავი ხვრელი წარმოქმნილია თითოეული მათგანის შესარებით პატარა შავი ხვრელების მიერ ერთმანეთის შეჭმის შედეგად. 

„თუ ეს თეორია მართებულია, ჩვენს წინაშეა იმის ძლიერი მტკიცებულება, რომ სუპერმასიურ შავ ხვრელებს ერთმანეთთან შერწყმა შეუძლიათ“, — აღნიშნავს განცხადებაში ბიანჩი. 

„უკვე არსებობს ვარსკვლავის მასის შავ ხვრელთა შეჯახებების მტკიცებულებები, მაგრამ სუპერმასიურ შავ ხვრელებში მიმდინარე პროცესები უფრო კომპლექსურია და ჯერ ბოლომდე შესწავლილიც არაა“. 

საკუთრივ შავი ხვრელების დანახვა შეუძლებელია, რადგან ისინი შთანთქავენ ყველაფერს, სინათლესაც კი. შესაბამისად, მათ გამოსავლენად მკვლევრები იმ ნიშნებს ეძებენ, რომლებიც შავ ხვრელთა არსებობაზე მიუთითებს. 

ამ შემთხვევაში, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა კაშკაშა კვაზარი — აქტიური შავი ხვრელის ენერგეტიკული ხელწერა, ცენტრიდან 35 000 სინათლის წლის მოშორებით. კვაზარი ფოტოზე ასახულია კაშკაშად, ვარსკვლავის მსგავსი ობიექტის სახით. 


ბიანჩისა და მისი ჯგუფის შეფასებით, ეს შავი ხვრელი გალაქტიკის მასშტაბით 7,6 მილიონი კმ/სთ სიჩქარით დაძრწის, რას იმას ნიშნავს, რომ დედამიწიდან მთავრემდე მისაღწევად მას სულ რაღაც 3 წუთი დასჭირდებოდა. 

„ეს სიჩქარე შავი ხვრელისთვის საკმარისია იმისათვის, რათა შავმა ხვრელმა 20 მილიონ წელიწადში გალაქტიკა დატოვოს და სამარადისოდ იხეტიალოს სამყაროში“, — აღნიშნავს ჯგუფი. 


მომზადებულია Space.com-ისა და phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
რამდენიმე კვირის წინ, ასტრონომებმა ბოლოსდ
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
2017 წლის 17 აგვისტოს, პირველად ისტორიაში
წაკითხვა
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
პირველად ისტორიაში, ევროპის სამხრეთული ობ
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ
გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ
2017 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში რაინერ ვაისს, ბარი ბერიშისა და კიპ თორნს გადაეცათ. სამივე მ
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
2016 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამი
წაკითხვა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე არაერთხ
წაკითხვა