საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
837

პატრიარქი: ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია

შალვა ჯოხაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-25 13:35:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე​ ზეთარიღი და  ზეისტორიული თარიღია. ამის შესახებ მან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბრძანა, სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

„არის ისტორიული მოვლენები, ისტორიული თარიღები, რომელნიც აღემატებიან თავის მნიშვნელობას, აღემატებიან, როგორც ისტორიულ მოვლენას. აი, ასეთი ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 

საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა, როცა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადგენილი იყო პირველი კათალიკოსი პეტრე. რა იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ჩვენ ავტოკეფალია - ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წყალობამ ღვთისა და მადლმა ღვთისა ინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია“, - ბრძანა პატრიარქმა. 

პატრიარქმა მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. 

„ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში. ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები, რომლებიც დაიწერა, კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე - ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენას. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ. ჩვენ თავს ვიხრით კირიონის წინაშე, ლეონიდეს წინაშე, კალისტრატეს წინაშე, ანტონ გიორგაძის წინაშე და სხვათა წინაშე, რომელთაც დიდი ღვაწლით, დიდი შრომით აღადგინეს 100 წლის წინ ავტოკეფალია“, - ბრძანა პატრიარქმა.

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.  ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის
წაკითხვა
დღეს სვეტიცხოვლობაა - საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარეობს
დღეს სვეტიცხოვლობაა - საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარეობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობ
წაკითხვა
პატრიარქის მდივანს ეჭვი ეპარება, რომ სინოდის საგანგებო სხდომაზე საუბარი ე.წ. ​ციანიდის საქმეს შეეხოს
პატრიარქის მდივანს ეჭვი ეპარება, რომ სინოდის საგანგებო სხდომაზე საუბარი ე.წ. ​ციანიდის საქმეს შეეხოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ სინოდის საგანგებო სხდომაზე საუბარი ე.წ. <
წაკითხვა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება
ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. რა საკითხებს
წაკითხვა
მამა მიქაელ ბოტკოველი - „ციანიდის საქმე“ უნდა ჩაბარდეს ისტორიას და ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას
მამა მიქაელ ბოტკოველი - „ციანიდის საქმე“ უნდა ჩაბარდეს ისტორიას და ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას
„ძალიან გთხოვთ, ტელევიზიებსაც მინდა გთხოვოთ, ნუღარ ხდება დრამატიზება ამ საკითხების, დამთავრდა
წაკითხვა
პატრიარქი მრევლს და სამღვდელოების წარმომადგენლებს შეხვდა
პატრიარქი მრევლს და სამღვდელოების წარმომადგენლებს შეხვდა
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა მრევლთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის
წაკითხვა