საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
973

ირაკლი კობახიძე - ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტო პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა 

თეა ბითაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-28 12:27:00

ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლების, დემოკრატიის პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც უპირველეს ყოვლისა, ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია.

"საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით თანმიმდევრული, მიზანმიმართული და ქმედითი პოლიტიკით შესაძლებელი გახდა  ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა. წლების განმავლობაში პარლამენტში იქმნებოდა ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფუნდამენტია. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შრომატევად საქმეში და იმედს გამოვთქვამ, ასეთივე შემართებით განვაგრძობთ სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა თითოეული მოქალაქის არა მარტი პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა.

"ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირი აღნიშნავს დაფუძნების 60 წლისთავს. მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის მშენებლობის 60 წელს. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენს ოცნებას და მისწრაფებას, მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის, წავახალისოთ ადამიანების ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ჯანსაღი გარემო, შრომის ღირსეული პირობები და შრომაზე დაფუძნებული ეკონომიკა", - განაცხადა კობახიძემ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
ირაკლი კობახიძემ ირლანდიელ კოლეგას უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ ირლანდიელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირლანდიელ კოლეგას უმასპინძლა. ირლანდიის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანისთან შეხვედრა დახურულ კარს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
ირაკლი კობახიძე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რის შემდეგაც საყოველთაო სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება. 
წაკითხვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი კობახიძე მათ ქვე
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე -  ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების  საქმე პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება
ირაკლი კობახიძე - ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმე პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის
წაკითხვა
მენი ბენიში - ირაკლი კობახიძემ ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები ღირსეულად ჩაატარა
მენი ბენიში - ირაკლი კობახიძემ ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები ღირსეულად ჩაატარა
საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში 
წაკითხვა