საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6865

დამტკიცებულია: იდუმალებით მოცული სწრაფი რადიოსიგნალები შორეული კოსმოსიდან მოდის

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-06 20:27:00

Tags:FRB

უკვე ათწლეულზე მეტია, ასტრონომები ცდილობენ გაარკვიონ თუ საიდან მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული და ფეთქებადი სიგნალები — სწრაფი რადიოუმპულსები (FRB).  

ენერგიის ეს იმპულსები, რომლებიც მხოლოდ მილიწამებს გრძელდება, დაახლოებით მილიარდჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც კი ოდესმე გვინახავს ჩვენს გალაქტიკაში; მათ ძალიან დიდ მანძილზე მოგზაურობის კვალიც ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20-ზე მეტი მსგავსი სიგნალია დაფიქსირებული, ასტრონომები გადაჭრით ჯერ კიდევ ვერ ამბობენ  თუ საიდან მოდის ან რა არის მათი გამომწვევი მიზეზი. ამჯერად, მეცნიერებმა ამ საკითხში ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს და სიგნალების დედამიწისეული წარმომავლობა გამორიცხეს. 

მანამ, სანამ გადაჭრით გვეცოდინება მათი წარმომავლობა, არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა. მათ შორის ყველაზე უცნაური ჰარვარდის მეცნიერებს ეკუთვნის; ამ ჰიპოთეზის მიხედვით, FRB-ები სინამდვილეში შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციათა სიგნალები იყოს

თუმცა იმის ცოდნა, რომ პასუხი კოსმოსში მდებარეობს, მკვლევართათვის უკვე ბევრს ნიშნავს. შესაძლოა სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ფაქტი — 1998 წელს, მკვლევრებს ეგონათ, რომ კოსმოსიდან მომდინარე რადიოსიგნალის ახალი ტიპი აღმოაჩინეს, თუმცა მხოლოდ 17 წლის შემდეგ გაირკვა, რომ იგი კვლევით სადგურზე არსებული მიკროტალღური ღუმელიდან მოდიოდა. 

მიზეზი, რის გამოც ამ რადიოსიგნალთა წარმომავლობის დადგენა გართულდა ის არის, რომ მეცნიერები მათ ძირითადად ერთთეფშიანი რადიოტელესკოპებით პოულობენ; ეს მეთოდი იძლევა ბევრი „მოსმენის“ შესაძლებლობას, მაგრამ შეუძლებელია წარმომავლობის გარკვევა. 

„ერთთეფშიანი კონვენციური რადიოტელესკოპების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ტრანსმისია ხორციელდება დედამიწის ატმოსფეროს მიღმიდან“, — ამბობს ბოლო კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კრის ფლაინი. 

ამ პრობლემის გადასაჭრელად და იმის ერთხელ და სამუდამოდ გამოსარიცხად, რომ ეს სიგნალები შესაძლოა დედამიწისეული წარმოშობის იყოს, მკვლევრებმა ავსტრალიაში მდებარე მოლონგოს ტელესკოპი გამოიყენეს, რომელსაც დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრი შემკრები ტერიტორია აქვს. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტელესკოპი იდეალურია FRB-ების შესაგროვებლად. 2013 წელს ჯგუფმა ისიც გააცნობიერა, რომ არქიტექტურის გამო, ამ ტელესკოპს არ შესწევს უნარი დააფიქსიროს დედამიწის ატმოსფეროს შიგნით წარმოქმნილი სიგნალები. 

შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა FRB-ებზე მოლონგოს ტელესკოპით ენადირა, რაც არც თუ ისე იოლი საქმე აღმოჩნდა, რადგან ეს ტელესკოპი დღეში 1 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემებს აგროვებს. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თუ მოლონგო FRB-ს დაადფიქსირებდა, ის აუცილებლად კოსმოსის შორეული რეგიონებიდან იქნებოდა წამოსული. 

მართლაც, ტელესკოპის მონაცემებში მეცნიერებმა სამი FRB სიგნალი აღმოაჩინეს, რომლებიც ზუსტად დაემთხვა აქამდე დაფიქსირებულ სიგნალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დედამიწისეული წარმოშობის არ არის. 

წლის დასაწყისში, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ ამ სიგნალთა წყარო დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა გალაქტიკაა. 

მაგრამ ამჯერად, ახლად აღმოჩენილი სამი FRB-ს წყარო შედარებით იდუმალებით მოცული რჩება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი არამიწიერი წარმოშობისაა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ეს სიგნალები კიჩოსა და ჰიდრის თანავარსკვლავედების მიმართულებიდან მომდინარეობს. (წყაროები სურათზე აღნიშნულია სამი წითელი ვარსკვლავის სახით). 

 

მოლონგოს ტელესკოპი ამჟამად მასშტაბური განახლების პროცესშია, რათა სამომავლოდ მკვლევრებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ამ იდუმალებით მოცული სიგანელბის შესახებ. 

„იმის გარკვევა, თუ საიდან მოდის ჩვენთან ეს სიგნალები, გადამწყვეტი ფაქტორია მათი წარმოშობის მიზეზის გამოსააშკარავებლად. ამ დრომდე მხოლოდ ერთი FRB-ია დაკავშირებული ერთ კონკრეტულ გალაქტიკასთან“, — ამბობს მკვლევარი მანიშა კალები. 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
დღეისათვის, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებ
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, არამიწიერ
წაკითხვა
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
მეცნიერები უკვე აღარ დავობენ, რომ სწრაფი
წაკითხვა
კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან
კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან
22 მათგანი უკვე ხელთ გვაქვს და ჯერ არაფერი ვიცით თუ რა არის, რას ნიშნავს ან საერთოდაც საიდან
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
სამყაროში არსებულ აუხსნელ მოვლენებს შორის
წაკითხვა
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალებით მოცუ
წაკითხვა