საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5091

რა დაგვემართება ნეიტრონულ ვარსკვლავთან მიახლოებისას?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-10 23:36:00

შავ ხვრელებთან ერთად, ნეიტრონული ვარსკვლავები მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე მკვრივი ობიექტებია. ისინი იმდენად ინტენსიური გრავიტაციული ველითაა გარსშემორტყმული, რომ გარშემო არსებულ სინათლეს ღუნავენ და უცნაურ, მოციმციმე ეფეტქს ქმნიან. 

მაგრამ რამდენად მაცდურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყოველივე, არ გირჩევთ, ოდესმე სადმე ახლომახლოს გადაეყაროთ ნეიტრონულ ვარსკვლავს, რადგან როგორც  Science Channel-ის ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ახსნილი, მისი გრავიტაციული ძალა თქვენს მიზიდვას სინათლის სიჩქარის ორი-მესამედი სისწრაფით დაიწყებს. 

იმის გასააზრებლად თუ რამდენად დიდია ეს სიჩქარე, შედარებისათვის — ამ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, დედამიწას წამში 7,5-ჯერ შემოუვლიდით. 

ნეიტრონული ვარსკვლავები მასიურ ვარსკვლავთა დამსხვრეული ბირთვებია, რომლებიც საწვავის ამოწურვისას საკუთარი გრავიტაციის გამო კოლაფსირდნენ და სუპერნოვად აფეთქდნენ. 

შედგებიან სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი ნივთიერებებისგან — მისი შემადგენელი მასალის მხოლოდ 1 ჩაის კოვზი დედამიწაზე 1 მილიარდ ტონას აიწონიდა, მათი ქერქი კი ფოლადზე 10 მილიარდჯერ მტკიცეა. 

ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველი იმდენად ინტენსიურია, რომ მეცნიერთა აზრით, მათგან ყველაზე ძლიერებს ცარიელ სივრცეში კვანტური აშლილობის გამოწვევაც კი შეუძლიათ, სადაც მატერია ფეთქდება და არსებობას წყვეტს. 

იმის მსგავსად, როგორი ფატალურიცაა შავ ხვრელთან ურთიერთქმედება, ფიზიკის კანონების მიხედვით, ნებისმიერი რამ, რაც ნეიტრონულ ვარსკვლავთან ახლოს მივა — მშვიდად გაიწელება და უბრალოდ შთაინთქმება დედამიწაზე 200 მილარდჯერ მეტი გრავიტაციული ძალების მიერ.  

თუმცა, როგორც მოცემულ ვიდეოში NASA-ს პლანეტარული დაცვის ინჟინერი მუგეგა კუპერი განმარტავს, ეს ეფექტი ცოტა დამაბნეველია. 

„როცა ნეიტრონულ ვარსკვლავს უფრო და უფრო უახლოვდები, მიგვაჩნდა, რომ ეს იქნებოდა ელეგანტური „სპაგეტიფიკაცია“, რომლის დროსაც ნელ-ნელა დაგრძელდები სპაგეტის ნაჭრის მსგავსად“. 

„მაგრამ სინამდვილეში, შენ უბრალოდ ნაკუწებად იქცევი“. 

მას შემდეგ, რაც თქვენგან მხოლოდ ატომების ნაკადიღა დარჩება, ნეიტრონული ვარსკვლავი მტკივნეულ მოქმედებას მაინც გააგრძელებს, რადგან ეს ატომები ამ დროს დაგრეხილი ბირთვის ზედაპირს ურტყამენ, რაც ენერგიის კოლოსალური ნაკადის გამოყოფას იწვევს. 

„დარტყმა იმდენად ძლიერია და გამოყოფილი ენერგიის ოდენობა იმდენად უზარმაზარია, რომ მასთან შედარებით, ჩვენი პლანეტის მთელი ბირთვული არსენალი უბრალოდ ჯუჯაა“, — ამბობს ასტრონომი ფილ პლე.  

თუ გსურთ გაიგოთ რას ნიშნავს სინამდვილეში მასობრივი განადგურება, უყურეთ Science Channel-ის ვიდეოს: 



მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
2017 წლის 17 აგვისტოს, პირველად ისტორიაში
წაკითხვა
რა არის ნეიტრონული ვარსკვლავი
რა არის ნეიტრონული ვარსკვლავი
რამდენიმე დღის წინ, ფიზიკოსებმა და ასტრონომებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ისტორიაში პირველად,
წაკითხვა
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
პირველად ისტორიაში, ევროპის სამხრეთული ობ
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამი
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
გასულ წელს, როდესაც მეცნიერებმა ბოლოსდაბო
წაკითხვა
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, ჩვენგან ასობით მილიონ
წაკითხვა