საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6007

ასტრონომებმა შესაძლოა შავი ხვრელის ფოტო გადაიღეს - პირველად ისტორიაში

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-13 00:45:00

მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხუთი უძილო ღამე გაატარეს ცის ქაოსის დაკვირვებაში და როგორც იმედოვნებენ, შედეგად მიიღეს რაღაც ისეთი, რამაც შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს ფიზიკა — შავი ხვრელის კიდეზე მიმდინარე მოვლენათა ჰორიზონტის პირველი ფოტო ისტორიაში. 

თუკი მათი ძალისსხმევა წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა სინამდვილეში ვიხილოთ მოუხელთებელი შავი ხვრელის კიდე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევამოწმოთ მოქმედებს თუ არა ზოგადი ფარდობითობის ფუნდამენტები გარკვეულ ექსტრემალურ პირობებში. აინშტაინი რომ ცოცხალი იყოს, ამ ამბით იგი ნამდვილად აღფრთოვანდებოდა. 

ცუდი ისაა, რომ დიდი ხანი მოგვიწევს ცდა, სანამ გაირკვევა მართლაც შესძლო თუ არა მსოფლიო ტელესკოპთა საერთაშორისო ქსელმა ფოტოს გადაღება.  

ასტრონომები ამჟამად ორ შავ ხვრელზე წარმოებული ხუთღამიანი დაკვირვების შედეგებს აჯამებენ და ტელესკოპთა 1024 მყარი დისკიდან მონაცემებს იღებენ. 

პრობლემა ისაა, რომ ანტარქტიდაზე, სამხრეთ პოლუსზე მდებარე ტელესკოპის მონაცემების მიღება შეუძლებელია ოქტომბრის ბოლომდე, შესაბამისად, 2018 წლის დასაწყისამდე რამე პასუხის მიღება ნაადრევია. 

როგორც პროექტში ჩართულმა ერთ-ერთმა ასტრონომმა ჰეინო ფალკემ National Geographic-ს უთხრა, როდესაც ჩვენ ამ მონაცემებს ვიხილავთ, შავი ხვრელების კვლევა ერთხელ და სამუდამოდ გადაინაცვლებს „მითოლოგიური ობიექტის კვლევიდან რაღაც კონკრეტულზე, რომელიც შეგვიძლია შევისწავლოთ“. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ფოტოები არ გვაქვს, პირველად ისტორიაში, უკვე შეგვიძლია შევამოწმოთ პირველადი ვარაუდები აინშტაინის გრავიტაციის შესახებ ისეთ ექსტრემალურ გარემოში, როგორიც შავი ხვრელია“, — ამბობს ფალკე.  

შავი ხვრელები დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მომაჯადოებელ და მოუხელთებელ ობიექტებს შორისაა. მიჩნეულია, რომ ისინი გალაქტიკების ცენტრში იმალებიან, თუმცა მათი ფოტოს გადაღების შესაძლებლობა ამ დრომდე არავის ჰქონია. 

ეს იმიტომ, რომ შავი ხვრელები, როგორც სახელიდანაც ჩანს, ძალიან ბნელია. ისინი იმდენად მასიურია, რომ შეუქცევადად ანადგურებენ ყველაფერს, რაც კი მათ მოვლენათა ჰორიზონტს გადაკვეთს, მათ შორის სინათლესაც. შესაბამისად, შავი ხვრელების გადაღება შეუძლებელია ყველაზე მძლავრი ტელესკოპებითაც კი. 

აქედან გამომდინარე, აღნიშნული მცდელობისას, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ერთის ნაცვლად პლანეტის მასშტაბით არსებულ რადიოტელესკოპთა მთელი ქსელი გამოიყენა. მათ შორის არის სამხრეთ პოლუსზე, აშშ-ში, ჩილეში და საფრანგეთის ალპებში მდებარე ტელესკოპები, რომელთა ერთობლიობასაც „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპს“ უწოდებენ. 

სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მიმღებთა ეს უზარმაზარი ქსელი ფოკუსირდება რადიოტალღებზე, რომლებიც რომელიმე კონკრეტული ობიექტის, ამ შემთხვევაში მშვილდოსანი A*-ს მიერაა გამოყოფილი. მშვილდოსანი A* ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელია. დაკვირვების მეორე საგანი იყო მეზობელი გალაქტიკა M87-ის შავი ხვრელი.  

კომბინირებული ტელესკოპების მიერ მიღებული რეზოლუცია 50 მიკროარკწამია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარის ზედაპირზე გრეიფრუტი დავინახოთ. 

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ეს საკმარისი იქნება  მშვილდოსანი A*-ს მოვლენათა ჰორიზონტის გადასაღებად, რომელიც სავარაუდოდ 20 მილიონი კილომეტრის სიგანის უნდა იყოს. მშვილდოსანი A* დედამიწიდან 26 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. 

ტელესკოპებს დაკვირვება 10 დღის განმავლობაში უნდა წარემართათ, თუმცა გარემო პირობების გამო, კველვისათვის ხელსაყრელი მხოლოდ ხუთი ღამე აღმოჩნდა. 

National Geographic-ის ცნობით, უკანასკნელი დაკვირვება 11 აპრილს განხორციელდა. 

მაშ ასე, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ პროექტის წარმატების შემთხვევაში? — ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, იყო თუ არა აინშტაინი მართალი. 

ფარდობითობის ზოგად თეორიაზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შავი ხვრელი კაშკაშა რგოლივით უნდა გამოიყურებოდეს მუქი ბუშტის გარშემო. ამის მიზეზი უნდა იყოს გაზისა და მტვრის ნაწილაკები, რომლებიც მაღალი სიჩქარით მეიმართება შავი ხვრელისკენ და საბოლოოდ მისი საკბილო ხდება.  

ცენტრში არსებული შავი ბუშტი ქაოსის თავზე არსებული ქაოსის ჩრდილი უნდა იყოს. 

უფრო მეტად შთამბეჭდავი იქნება, თუკი მკვლევართა ჯგუფი შავი ხვრელის ამ ბნელ აჩრდილს გადაიღებს, რადგან ზოგადი ფარდობითობა მის ზომებთან დაკავშირებით სპეციფიკურ ვარაუდებს აკეთებს, რაც იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული თუ რამდენად ღუნავს შავი ხვრელი დრო-სივრცეს. 

თუმცა არის შანსი, რაღაც სრულიად ახალი ვიხილოთ, რა შემთხვევაშიც, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობი თეორია სრულიად გადასახედი გახდება. 

„როგორც ადრეც აღვნიშნე, აინშტაინის წინააღმდეგ წასვლა ყოველთვის ცუდი იდეაა, თუმცა თუკი რაღაც ისეთი ვიხილეთ, რაც სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ვვარაუდობდით, მოგვიწევს გადავხედოთ გრავიტაციის თორიას“, — უთხრა BBC-ს პროექტის ხელმძღვანელმა შეფერდ დოელემანმა. 

მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამი
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
გასულ წელს, როდესაც მეცნიერებმა ბოლოსდაბო
წაკითხვა
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, ჩვენგან ასობით მილიონ
წაკითხვა
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
შავი ხვრელები ერთადერთი ობიექტებია მთელ ს
წაკითხვა
როგორ ვარდებიან ვარსკვლავები შავ ხვრელში - ცდებოდა თუ არა აინშტაინი
როგორ ვარდებიან ვარსკვლავები შავ ხვრელში - ცდებოდა თუ არა აინშტაინი
მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მტკიცებულებას, რ
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა