საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
18020

ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის - ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის

ეკატერინე გაფრინდაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-17 09:47:00 განახლებულია 2017-04-17 20:03:00


ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით, დღეიდან კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ხსენებული რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად - 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია - არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში.

„უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელური მხარე საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით ახდენს ბიომეტრული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
„​ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა
ისრაელში ბალფურის დეკლარაციის 100 წლისთავი აღინიშნება
ისრაელში ბალფურის დეკლარაციის 100 წლისთავი აღინიშნება
დღეს მსოფლიო ბალფურის დეკლარაციის, იგივე
წაკითხვა