საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3881

„ჯორჯიან ეარვეისში“ განმარტავენ, რომ ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მფრინავის შეცდომამ გამოიწვია

ეკატერინე გაფრინდაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-17 10:33:00 განახლებულია 2017-04-17 12:18:00


მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მფრინავის მხრიდან დაშვებულ შეცდომას უკავშირდება,- ამის შესახებ საზოგადოებრივს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“  პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც რეისს თბილისიდან - მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა, სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არ ყოფილა ავარიული დაშვება და შემთხვევა პილოტის გაუფრთხილებლობის გამო მოხდა.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ინციდენტის შემდეგ შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს.

„ეს არ იყო ავარიული სიტუაცია, პილოტის მხრიდან იყო დაშვებული შეცდომა, შემთხვევა მისი გაუფრთხილებლობის ბრალი იყო. კომპანია შესაბამის ზომებს მიიღებს.

სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა თვითმფრინავი და არა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან. პილოტს ბოინგი მოუსრიალდა და ბორბალი ტალახში ჩაეფლო. მგზავრების ევაკუაცია დროულად მოხდა. თვითმფრინავის ბორბალი ტექნიკურ შემოწმებაზე გადაიტანეს“,- განაცხადეს ავიაკომპანიაში.

რაც შეეხება მოსკოვი-თბილისის რეისს, რომელიც ამავე თვითმფრინავს უნდა შეესრულებინა, „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული რეისი სხვა ბოინგმა შეასრულა, რომელიც ინციდენტის შემდეგ თბილისიდან შვიდი საათის დაგვიანებით გამოფრინდა.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა და მიწის მასაში ნაწილობრივ ჩაეფლო.

ბორტზე 107 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ დაშავებულა.  

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თ
წაკითხვა
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტეს, რატომ ჩაუტარდა გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რუსთავში
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტეს, რატომ ჩაუტარდა გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა რუსთავში
ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენტის დროს გარდა
წაკითხვა
გადაამეტეს თუ არა სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას, ნუცუბიძეზე ინციდენტის დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეში
გადაამეტეს თუ არა სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას, ნუცუბიძეზე ინციდენტის დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეში
ნუცუბიძეზე მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
წაკითხვა
სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა
სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა. 
წაკითხვა
მოსკოვში დანით შეიარაღებული მამაკაცი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ოფისში შეიჭრა
მოსკოვში დანით შეიარაღებული მამაკაცი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ოფისში შეიჭრა
მოსკოვში დანით შეიარაღებული მამაკაცი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ოფისში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რადიოსადგური „ტვიტერში“ ავრცელ
წაკითხვა
კანადაში ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა
კანადაში ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა
კანადის პროვინცია
წაკითხვა
სროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან და ხუთი დაჭრილი - რა ვერსიებზე საუბრობენ მარნეულში თავდასხმის შემდეგ
სროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან და ხუთი დაჭრილი - რა ვერსიებზე საუბრობენ მარნეულში თავდასხმის შემდეგ
მარნეულში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულს ამ წუთებშიც ეძებენ. სოფელ ყიზილაჯლოში ,,ქართული ო
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
ყიზილაჯლოში დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
სოფელ ყიზილაჯლოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილი ხუთი პირიდან, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 
წაკითხვა