საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1344

„ჯორჯიან ეარვეისი“ - ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა

ეკატერინე გაფრინდაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-17 12:46:00 განახლებულია 2017-04-17 20:06:00


მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, გუშინ მომხდარი ინციდენტი მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

„გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ,თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ, სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა.

მგზავრების გადაყვანის მიზნით, იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისათვის არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მიმდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა და მიწის მასაში ნაწილობრივ ჩაეფლო.

ბორტზე 107 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ დაშავებულა.  

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული
აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული
აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდ
წაკითხვა
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
როგორი იქნება ქუთაისის განახლებული აეროპორტი - ვიზიტორი ქვეყნების სტატისტიკა
2017 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, ქ
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
მოსკოვის „ცსკა“-მ კაუნასის „ჟალგირის“ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა
მოსკოვის „ცსკა“-მ კაუნასის „ჟალგირის“ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა
„ევროლიგის“ მეხუთე ტურის დღევანდელი სათამაშო დღის პირველი მატჩი მოსკოვში შედგა. „ცსკას“ და ჟა
წაკითხვა
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია
მოსკოვში პუშკინის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ შენობაში ხანძარია. 
წაკითხვა
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ინციდენტი მოსკოვის
წაკითხვა
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
თბილისის აეროპორტში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, ყველა რეისი შესრულდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაგ
წაკითხვა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლ მანაფორტის საქმეს ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლ მანაფორტის საქმეს ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლ მანაფორტის საქმეს ეხმაურება. დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.<
წაკითხვა