საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6510

თელავში ყოფილი პარლამენტარი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს.

„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, დავითაშვილი სასაფლაოდან სახლში ბრუნდებოდა, ეზოში შესვლისას კი მას თავდამსხმელმა მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დავითაშვილს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „მოამბისთვის“ გახდა ცნობილი,  თავდამსხმელი ოჯახის წევრებმა იცნეს, მას ნიღაბი არ ეკეთა.

შესაძლოა, დაჭრის ფაქტი  მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდებოდეს. არსებული ინფორმაციით, მას წლების წინ სავარაუდო ეჭვმიტანილთან კონფლიქტი ჰქონდა.

თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.

„მოამბის“ ინფორმაციით, ვასილ დავითაშვილის ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით დაიწყო.

უწყების ცნობით, დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაც
წაკითხვა
თელავში, სოფელ ართანასთან ხანძარია
თელავში, სოფელ ართანასთან ხანძარია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად ხანძარია. ადგილობრივმა მოსახლეობამ ცეცხლი კოხ
წაკითხვა
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში, აღმაშენებლის გაზირზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. <
წაკითხვა
თელავის თეატრის სცენაზე, სპექტაკლში
თელავის თეატრის სცენაზე, სპექტაკლში "საბრალდებო დასკვნა", ტიგრან გულოიანის როლი ტრისტან სარალიძემ შეასრულა
პირველად თელავის თეატრის ისტორიაში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში,
წაკითხვა
რუისპირში მომხდარი ავტოავარიისას, სამი ადამიანი დაშავდა
რუისპირში მომხდარი ავტოავარიისას, სამი ადამიანი დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ორხიდიანი „გაზ-66“-ის მარკის ავტომანქანა გზის სავალი
წაკითხვა
თელავის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა ნაკრელიშვილი 54.78%-ით ლიდერობს
თელავის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა ნაკრელიშვილი 54.78%-ით ლიდერობს
თელავის ოლქში ყველა, 54-ვე საარჩევნო უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა
წაკითხვა
თელავის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმ
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მარ
წაკითხვა