საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
26587

კასინი დედამიწასთან კავშირზე გამოვიდა - ხომალდმა სატურნსა და მის რგოლებს შორის წარმატებით გაიარა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-27 20:47:00

NASA-ს კოსმოსური ხომალდი „კასინი“ დედამიწასთან კავშირზე გამოვიდა. ეს კი იმის ნიშანია, რომ 26 აპრილს ზონდმა წარმატებით გაიარა პლანეტა სატურნსა და მის რგოლებს შორის. გავლისას შეგროვილ სამეცნიერო და საინჟინრო მონაცემებს ხომალდი NASA-ს ამ წუთებში უგზავნის. კასინის სიგნალი კოსმოსური სააგენტოს აპარატურამ რამდენიმე საათის წინ მიიღო. 

„კასინი კვლევის დიდებულ ტრადიციას აგრძელებს, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ბრწყინვალება, გამოგვიგზავნა ახალი საოცრებები და კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ სადამდე შეიძლება წავიდეს ჩვენი ცნობისმოყვარეობა, თუკი მოვინდომებთ“, — ამბობს NASA-ს პლანეტურ მეცნიერთა განყოფილების დირექტორი ჯიმ გრინი. 

ნაპრალში ჩაშვებისას, კასინი სატურნის ღრუბლებს 3000 კმ სიმაღლეზე მიუახლოვდა, შიდა რგოლისგან კი სულ რაღაც 300 კმ-ით იყო დაშორებული.  

მისიის მენეჯერებს ნაპრალში კასინის პირველი ჩაშვების განსაკუთრებით ეშინოდათ, რის გამოც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, რადგან ეს რეგიონი აქამდე არასოდეს გამოკვლეულა. 

„არა, ხომალდი სატურნთან ასე ახლოს ჯერ არასოდეს მისულა. პლანეტასა და მის რგოლებს შორის არსებულ ამ რეგიონზე წარმოდგენა მხოლოდ მის რგოლებზე დაყრდნობით გვქონდა. ბედნიერი ვარ გაუწყოთ, რომ კასინიმ ნაპრალში ზუსტად ისე გაიარა, როგორც დავგეგმეთ და ბრწყინვალედ გავიდა მეორე მხარეს“, — ამბობს პროექტის მენეჯერი ეარლ მაიზი. 

სატურნის ატმოსფეროს ზედა ნაწილსა და რგოლებს შორის არსებული ნაპრალის სიგანე 2 000 კილომეტრია. როგორც ამ რეგიონის საუკეთესო მოდელები გვთავაზობდა, თუკი კასინის გასავლელ გზაზე რგოლების რაიმე ნაწილაკები იქნებოდა, ისინი ციცქნა, დაახლოებით ჭვარტლის ნაწილაკთა ზომის უნდა ყოფილიყო. პლანეტასთან მიმართებაში, კასინიმ ეს რეგიონი 124 000 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. შესაბამისად, ხომალდის მწყობრიდან გამოყვანა მგრძნობიარე ზონებში პატარა ნაწილაკების შეჯახებასაც კი შეეძლო. 

დამცავ ფარად ხომალდი თეფშის ფორმის ფართო ანტენას იყენებდა, რომელიც შემხვედრი ნაწილაკებისაკენ იყო მიმართული. ამის გამო, ნაპრალში გავლისას კასინიმ დედამიწასთან კავშირი გაწყვიტა. ხომალდი ისე დააპროგრამეს, რომ ჩაშვებისას შესძლებოდა სამეცნიერო მონაცემების შეგროვება, დედამიწასთან კავშირზე კი ნაპრალის გადაკვეთიდან 20 საათში გამოსულიყო. 

კასინის შემდეგი ჩაშვება 2 მაისსაა დაგეგმილი. 

დედამიწიდან 1997 წელს გაშვებული კასინი სატურნის ორბიტაზე 2004 წელს გავიდა. 21 აპრილს, ხომალდმა უკანასკნელად გადაუფრინა სატურნის მთვარე ტიტანს, შემდეგ კი დაიწყო პროცესი, რომელსაც მისიის ხელმძღვანელები „დიდ ფინალს“ უწოდებენ. ამ პროცესის ფარგლებში, კასინი კვირაში ერთხელ მიუახლოვდება სატურნს და სულ 22-ჯერ გაივლის პლანეტასა და მის რგოლებს შორის. მისია 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდება, როდესაც კასინი სამარადისოდ ჩაეშვება სატურნის ატმოსფეროში, სადაც მეტეორის მსგავსად დაიწვება. 

სატურნის ატმოსფერო. კასინის მიერ გამოგზავნილი დაუმუშავებელი ფოტოები







მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

ფოტოები: Jet Propulsion Laboratory 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა