საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3420

როგორ ურთიერთქმედებს მზე გალაქტიკასთან - ვოიაჯერისა და კასინის მისიები ახალ სურათს დებენ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-27 23:16:00

NASA-ს კასინის მისიის, ვოიაჯერის ორი ხომალდისა და Interstellar Boundary Explorer-ის (IBEX) მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჩვენი მზე და პლანეტები გარშემორტყმულია თვად მზის მიერ წარმოქმნილი გიგანტური, მრგვალი ფორმის მაგნიტური ველის სისტემით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მზის მაგნიტური ველების ალტერნატიულ ხედვას, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ვარსკვლავს კომეტის კუდის ფორმის მაგნიტური ველი აქვს. 

მზიდან მუდმივად გამოედინება მაგნიტური ვარსკვლავური მატერია — ე. წ. მზის ქარები, რომელიც შიდა მზის სისტემას ავსებს და ნეპტუნის ორბიტამდეც კი აღწევს. ეს ქარები წარმოქმნის 37 მილიარდ კილომეტრზე გადაჭიმულ უზარმაზარ ბუშტს, რომელსაც ჰელისოფეროს უწოდებენ. მთლიანი ჩვენი მზის სისტემა, მათ შორის ჰელისოფერო, ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაადგილდება. ჰელიოსფეროს ყველაზე გაბატონებული სურათი წარმოსახავდა კომეტის ფორმის სტრუქტურას, მომრგვალებული თავითა და გაწელილი კუდით. თუმცა, ახალი მონაცემები, რომლებიც მზის აქტივობის 11-წლიან ციკლს მოიცავს, აჩვენებს, რომ შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად იყოს: ორივე დაბოლოებაზე, ჰელიოსფერო სავარაუდოდ მომრგვალებულია, მთლიანი ფორმა კი სფეროსებრი. კვლევის შედეგები 24 აპრილს ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა. 

„ჰელიოსფეროს ბუშტის ფორმა, კომეტის წაგრძელებული კუდის სანაცვლოდ, გამოწვეულია ძლიერი ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე წარსულში მიიჩნეოდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ათენის აკადემიის კოსმოსური მეცნიერი კოსტას დიალინასი. 

კასინიზე დამონტაჟებულმა სპეციალურმა ისნტრუმენტმა, რომელიც 13 წელი იკვლევდა სატურნის სისტემას, მეცნიერებს გადამწყვეტი მონაცემები მისცა ჰელიოსფეროს წაგრძელებული დაბოლოების შესახებ, რომელსაც ხშირად ჰელიოკუდს უწოდებენ. როდესაც დამუხტული ნაწილაკები მზის სისტემის შიდა ნაწილიდან ჰელიოსფეროს საზღვრებამდე აღწევს, ზოგჯერ ისინი განიცდიან გაცვლა-გამოცვლათა მთელ სერიას ვარსკვლავთშორისი სივრცის ნეიტრალური გაზის ატომებთან. ამ ვრცელ სასაზღვრო რეგიონში მოგზაურობისას, ისინი კარგავენ და ხელახლა აღიდგენენ  ელექტრონებს. ამ ნაწილაკთაგან ზოგიერთი აისხლიტება და უკან, შიდა მზის სისტემისკენ ბრუნდება სწრაფად მოძრავი ნეიტრალური ატომის სახით — რაც კასინიმ დააფიქსირა და გამოიკვლია. 

„კასინის ინსტრუმენტი დაპროექტდა სატურნის მაგნიტოსფეროში ჩაჭედილი იონების გადასაღებად. ვერასოდეს ვიფიქრებდით იმის ხილვას, რასაც ახლა ვხედავთ, რომ მისი წყალობით ჰელიოსფეროს საზღვრების სურათს მივიღებდით“, — ამბობს NASA-ს ვოიაჯერისა და კასინის მისიათა ინსტრუმენტების ხელმძღვანელი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი ტონ კრიმიგისი.  

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნაწილაკები სინათლის სიჩქარის მცირე ფრაქციით მოძრაობენ, მზიდან ჰელიოსფეროს კიდეებისაკენ და გადაადგილებას და შემდეგ უკან დაბრუნებას, წლებს ანდომებენ. როდესაც მზიდან მომავალ ნაწილაკთა ოდენობა იცვლება — ძირითადად მზის 11-წლიანი აქტივობის ციკლის გამო — წლებია საჭირო, რათა ეს აისახოს ასხლეტილ და მზის სისტემაში უკან დაბრუნებულ ნეიტრალურ ატომთა რაოდენობაში. 

კასინის მიერ ამ ნეიტრალურ ატომთა გაზომვის შედეგად, გამომჟღავნდა რაღაც სრულად მოულოდნელი — ჰელიოსფეროს კუდიდან მომავალი ნაწილაკები მზის ციკლში ცვლილებებს ასახავენ თითქმის ისევე სწრაფად, როგორც ჰელიოსფეროს ახლო რეგიონებიდან მომდინარეები. 


„თუკი ჰელიოსფეროს კუდი კომეტის კუდის მსგავსადაა გაჭიმული, მზის ციკლის ხასიათი უფრო მოგვიანებით უნდა აისახებოდეს ჩვენ მიერ გაზომილ ნეიტრალურ ატომებში“, — ამბობს კრიმიგისი. 

მაგრამ იმის გამო, რომ მზის აქტივობის ნიმუშები კუდის ნაწილაკებში ისევე სწრაფად ჩნდება, როგორც „ცხვირისაში“, მეტყველებს იმას, რომ კუდი ჩვენგან იმავე მანძილზეა, რაზეც „ცხვირი“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრძელი, კომეტის მსგავსი კუდი, რომლის არსებობასაც მეცნიერები ვარაუდობდნენ — შესაძლოა სულაც არ არსებობს და სანაცვლოდ, ჰელიოსფერო თითქმის მრგვალი და სიმეტრიული იყოს. 

მომრგვალებული ჰელიოსფერო რამდენიმე ფაქტორით უნდა იყოს გამოწვეული. ვოიაჯერ 1-დან მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ჰელიოსფეროს გადაღმა არსებული ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველი იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ის ჰელიოსფეროს კიდეებთან ურთიერთქმედებს მზის ქართან და კუმშავს ჰელიოსფეროს კუდს. 

ჰელიოსფეროს სტრუქტურა დიდ როლს თამაშობს იმის განსაზღვრაში, თუ როგორ აღწევს ვარსკვლავთშორისი ნაწილაკები, ანუ კოსმოსური გამოსხივება შიდა მზის სისტემამდე, მათ შორის დედამიწამდე. 

„ვოიაჯერებიდან, კასინიდან და IBEX-დან მიღებული მონაცემები სამეცნიერო საზოგადოებისთვის ნამდვილად მოულოდნელი წარმატებაა მზის ქარების კვლევის სფეროში. ვაგრძელებთ მონაცემების შეგროვებას ჰელიოსფეროს კიდეებიდან, რაც დაგვეხმარება უკეთ განვსაზღვროთ ვარსკვლავთშორისი საზღვრები, ამის გაგება კი თავის მხრივ დიდ დახმარებას გაგვიწევს, რათა დავიცვათ დედამიწა მავნე კოსმოსური გამოსხივებისგან“, — აღნიშნავს NASA-ს ვოიაჯერისა და IBEX-ის პროგრამის მეცნიერი არიკ პოსნერი. 



მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ჰყავს თუ არა მზეს ტყუპისცალი „სიკვდილის ვარსკვლავი“ - ნემესისის ვარსკვლავის თეორია
ნემესისი თეორიული ჯუჯა ვარსკვლავია, რომელ
წაკითხვა
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
რატომ შეიღება ბრიტანეთის თავზე ცა წითლად - უცნაური ფენომენი
ქარიშხალ ოფელიას, რომელმაც გუშინ ირლანდიი
წაკითხვა
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
რატომ არის მზის გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი - ახალი თეორიის დამაჯერებელი პასუხი
ამერიკელ, იაპონელ და შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო იმ ენერგიის შესაძლო წყაროს, რომელიც
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა