საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1244

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაკავებულია

ნატო ბერულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-02 12:08:00

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ.მ. დაკავებულია. 

შსს-ში აცხადებენ, რომ გ.მ. ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს. 

შსს-ში სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ. 

გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ. მ. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. მან ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გვიან ღამით გადაიყვანეს. პარალელურად დააკავეს მოქალაქე ლ. ხ, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. ის სამართალდამცავებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ. 

ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს ლ.ხ.-ს ადვოკატი. მოქალაქე ლ. ხ.-ს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააკავა
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააკავა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი დააკავა.
წაკითხვა