საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
510

„ფრანს პრესი“ - ჟან-ლუკ მელენშონის მხარდამჭერთა დაახლოებით 35% არჩევნების მეორე ტურში ხმას ემანუელ მაკრონს მისცემს

გიორგი ფოფხაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-02 20:19:00

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ულტრამემარცხენე კანდიდატის ჟან-ლუკ მელენშონის მხარდამჭერ ამომრჩეველთა დაახლოებით 35% არჩევნების მეორე ტურში ხმას ემანუელ მაკრონს მისცემს​. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. 

მედია ასევე წერს რომ, ჟან-ლუკ მელენშონის მხარდამჭერთა ძალიან დიდ რაოდენობას გადაწყვეტილი აქვს, არ მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში. ამასთან, არჩევნების პირველ ტურში მეოთხე ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენე კანდიდატს ჟან-ლუკ მელენშონს ჯერჯერობით საჯაროდ მიუმართავს საკუთარი მხარდამჭერებისადმი, ვის მისცენ ხმა 7 მაისს არჩევნების მეორე ტურში, ემანუელ მაკრონს თუ მარინ ლეპენს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე