საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3219

პრინცი უილიამი და პრინცესა კეიტ მიდლტონი ფრანგული ჟურნალისგან მილიონ-ნახევარ ევროს ითხოვენ

გიორგი ფოფხაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-02 22:26:00

პრინცი უილიამი და პრინცესა კეიტ მიდლტონი ფრანგული ბულვარული ჟურნალი „კლოზერისგან“ „პირადი ცხოვრების შელახვისა და მორალური ზიანის მიყენებისთვის“ მილიონ-ნახევარ ევროს ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, ფრანგულმა ჟურნალმა „კლოზერ“, 2012 წლის სექტემბერში, გამოაქვეყნა ძალიან დაბალი ხარისხის ფოტოსურათები, სადაც კეიტ მიდლტონი სან ტროპეს სანაპიროზე საცურაო კოსტიუმით იყო წარმოდგენილი. 

იმ დროს ფრანგულმა ჟურნალმა კეიტ მიდლტონის 12 ფოტო გამოაქვეყნა სათაურით „მეორე თაფლობის თვეს პრინცესა მიდლტონი და პრინცი უილიამი ფრანგულ პროვანსში აღნიშნავენ“.

ფოტოების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, კეიტ მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ოფიციალურად მიმართეს საფრანგეთის სასამართლოს და ჟურნალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს „პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის“.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესს“ ჟურნალ „კლოზერის“ ადვოკატმა დაუდასტურა, დღეს სასამართლოში დაბარებულები იყვნენ „კლოზერის“ ჟურნალისტები, რომლებსაც ოფიციალურად აცნობეს, რომ საქმის არსებითი განხილვა ძალიან მალე დაიწყება. 

ამასთანავე „კლოზერის“ ჟურნალისტები სააგენტოსთან საუბარში ამბობენ, რომ გამოქვეყნებული ფოტოსურათები არანაირად არ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს და ფოტოებზე არ არის აღბეჭდილი „პიკანტური მომენტები“, რომლებიც კეიტ მიდლტონის ღირსებას შელახავდა.

თუმცა სააგენტო „ფრანს პრესი“ აღნიშნავს, რომ საფრანგეთის კანონმდებლობა ძალიან მკაცრია პირადი ცხოვრების, ცილისწამების ან პირადი ღირსების შელახვის საკითხებში, ამის გათვალისწინებით, პრინც უილიამსა და პრინცესა მიდლტონს სასამართლო პროცესის მოგების ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვთ.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პრინც უილიამისა და ქეით​ მიდლტონის მესამე შვილი მომავალი წლის აპრილში გაჩნდება
პრინც უილიამისა და ქეით​ მიდლტონის მესამე შვილი მომავალი წლის აპრილში გაჩნდება
მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრინცმა უილიამმ
წაკითხვა
პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ BBC-ს პირველი ინტერვიუ მისცეს
პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ BBC-ს პირველი ინტერვიუ მისცეს
პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ BBC-ს პირველი და გულწრფელი ინტერვიუ მისცეს, სადაც დედის შ
წაკითხვა
ოლანდი პარიზში პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს შეხვდა
ოლანდი პარიზში პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს შეხვდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი კემ
წაკითხვა
პრინცესა შარლოტა ერთი წლისაა
პრინცესა შარლოტა ერთი წლისაა
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, ერთი წლის იუბილეს აღსანიშნად, პრინცესა შარლოტას ფოტოები გამოაქვეყნა. 
წაკითხვა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პაპარაცებს აკრიტიკებს პრინც ჯორჯის ფოტოგადაღების მცდელობის განსაკუთრებულად საშიში ხერხებისთვის
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პაპარაცებს აკრიტიკებს პრინც ჯორჯის ფოტოგადაღების მცდელობის განსაკუთრებულად საშიში ხერხებისთვის
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პაპარაცებს აკრიტიკებს დედოფლის ორი წლის შვილთაშვილის პრინც ჯორჯის ფოტოგადაღების მცდელობის განსაკუთრებულად საშიში ხე
წაკითხვა
ბრიტანეთის ახალდაბადებული პრინცესა კენსინგტონის სასახლეში გადაიყვანეს
ბრიტანეთის ახალდაბადებული პრინცესა კენსინგტონის სასახლეში გადაიყვანეს
ბრიტანეთის ახალდაბადებული პრინცესა კენსინგტონის სასახლეში გადაიყვანეს. 
წაკითხვა