საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
11844

გაგუას კლინიკის წარმომადგენელი - მშობიარის გარდაცვალების ფაქტი არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-03 13:34:00

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 29 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ ეს საჯარო განხილვის საგანს არ წარმოადგენს. როგორც კლინიკის წარმომადგენელმა გვანცა წყალობიშვილმა საზოგადოებრივს განუცხადა, საქმეს სამხარაულის ექპერტიზის ბიურო სწავლობს. მისივე თქმით, პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. 

„ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო განხილვის საგანს. შესაბამისი უწყებები არიან ჩართულნი საქმეში და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ახლა საქმის ძიება მიმდინარეობს და გარდაცვალების მიზეზებს დააზუსტებენ. შემთხვევა მშობიარობის შემდეგ მოხდა და ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს მეორე დღესვე მივაწოდეთ“, - განაცხადა გაგუას კლინიკის წარმომადგენელმა გვანცა წყალობიშვილმა.

მისივე განმარტებით, ოჯახის წევრებს მომხდარზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ და არც რომელიმე უწყებისთვის მიუმართავთ საჩივრით.

გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 29 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში საზოგადოებრივს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

მშობიარე კლინიკაში ორი დღის წინ დაიღუპა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი