საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1807

პატრიარქი - წმინდა გიორგი გაჭირვებული ხალხის განსაკუთრებული შემწე და მფარველია

ნათია ქენქაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-06 13:33:00

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. 

ქადაგებაში ილია მეორემ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი საქართველოსთვის განსაკუთრებული წმინდანია.

მან თავის ბავშვობაც გაიხსენა და ისაუბრა, როგორ აღნიშნავდნენ ოჯახში დღესასწაულს.

„წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. თითქმის, არ არსებობს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას.

მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი მამა იყო გიორგი და გიორგობა რომ მოდიოდა, განსაკუთრებული ზეიმი იყო ჩვენ სახლში და პირველი სტუმრები, რომელნიც მოდიოდნენ ჩვენთან იყვნენ მათხოვრები. ჯერ მათხოვრები სხდებოდნენ სუფრასთან და მერე პატივცემული ხალხი. და ეს იყო ზეიმი მთელი ოჯახისა.

საქართველოში 12 მეფე იყო გიორგის სახელით და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული შემწე და მფარველია გაჭირვებული ხალხის“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა, რომელიც ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდა. 

„მოხარული ვართ, რომ წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი. ვულოცავთ მას გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი და შემწე თქვენს მძიმე მოღვაწეობაში. 

ასევე ვულოცავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ატარებს წმინდა გიორგის სახელს, ღმერთმა მშვიდობა მისცეს და მრავალჟამიერი სიცოცხლე", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის
წაკითხვა
პატრიარქის მდივანს ეჭვი ეპარება, რომ სინოდის საგანგებო სხდომაზე საუბარი ე.წ. ​ციანიდის საქმეს შეეხოს
პატრიარქის მდივანს ეჭვი ეპარება, რომ სინოდის საგანგებო სხდომაზე საუბარი ე.წ. ​ციანიდის საქმეს შეეხოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ სინოდის საგანგებო სხდომაზე საუბარი ე.წ. <
წაკითხვა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება
ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. რა საკითხებს
წაკითხვა
მამა მიქაელ ბოტკოველი - „ციანიდის საქმე“ უნდა ჩაბარდეს ისტორიას და ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას
მამა მიქაელ ბოტკოველი - „ციანიდის საქმე“ უნდა ჩაბარდეს ისტორიას და ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას
„ძალიან გთხოვთ, ტელევიზიებსაც მინდა გთხოვოთ, ნუღარ ხდება დრამატიზება ამ საკითხების, დამთავრდა
წაკითხვა
პატრიარქი მრევლს და სამღვდელოების წარმომადგენლებს შეხვდა
პატრიარქი მრევლს და სამღვდელოების წარმომადგენლებს შეხვდა
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა მრევლთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის
წაკითხვა
მეუფე დიმიტრი - პატრიარქმა გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის
მეუფე დიმიტრი - პატრიარქმა გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის
პატრიარქს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, ის
წაკითხვა