საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2152

Le Monde - დონალდ ტრამპი, საქართველოს რუსეთისგან დამცველი

გიორგი ფოფხაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-11 01:51:00

დონალდ ტრამპი, საქართველოს რუსეთისგან დამცველი, - ამ სათაურით სტატიას ფრანგული გამოცემა Le Monde აქვეყნებს. სტატიაში საუბარია 700-გვერდიან საკანონმდებლო აქტზე, რომელსაც დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი და, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. 

„ვაშინგტონში მიღებულ ბიუჯეტის 700-გვერდიან დოკუმენტში ნახსენებია ამერიკიდან ასე შორს მყოფი საქართველოც. ეს ტექსტი შესაძლოა, მოსკოვმა შეაფასოს ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთ არაორდინალურ ნაბიჯად, რომლითაც ამ ბოლო დროს ტრამპი ასე აოცებს კრემლს. ტექსტში, რომელიც დეტალურ რეკომენდაციებს აძლევს ამერიკის ფედერალურ უწყებებს, ნახსენებია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, - წერს სტატიის ავტორი. 

Le Monde-ში გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება ყველა იმ პროგრამის, სახელმწიფოს დაფინანსება და მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ და მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ.

„აკრძალვა ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც, რუსეთის გავლენით, უკვე აღიარეს საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა - ვენესუელას და კიდევ რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს. დოკუმენტი დახმარებას ითვალისწინებს ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებმაც საქართველოს მსგავსად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტს, რომელიც ამერიკის კონგრესმა და წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცეს, დონალდ ტრამპმა 6 მაისს მოაწერა ხელი. და ეს ხდება იმ პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც, თითქოს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კრემლთან ყირიმის შესაძლო აღიარების საკითხის განსახილველადაც კი მზად იყო“, - აღნიშნულია სტატიაში. 

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისთვის არც ჯორჯ ბუშისა და არც ბარაკ ობამას ადმინისტრაციებს ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუციათ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა