საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
9259

კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-11 19:52:00

Tags:frb

22 მათგანი უკვე ხელთ გვაქვს და ჯერ არაფერი ვიცით თუ რა არის, რას ნიშნავს ან საერთოდაც საიდან ჩნდება ისინი სამყაროში — საუბარია სწრაფ რადიოსიგნალებზე, რომელთა ენერგიის კაშკაშა იმპულსები მხოლოდ მილიწამებს გრძელდება, მაგრამ მილიარდჯერ უფრო ნათელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც კი ჩვენს გალაქტიკაში გვინახავს. 

ბოლოს დაფიქსირებული სწრაფი რადიოსიგნალი (FRB) შესაძლოა ყველაზე შერეული იყოს. ხელთ არსებული ყველა ტელესკოპით დაკვირვების შემდეგ, მეცნიერები აცხადებენ, რომ საიდუმლოს ამოხსნასთან ჯერ ახლოსაც კი არ არიან. 

„ვიმუშავეთ მრავალ ტელესკოპთან, დავხარჯეთ ძალიან დიდი დრო, რათა მასთან დაკავშირებული რაიმე გვეპოვნა“, — ამბობს Gizmodo-სთან საუბრისას პროფესორი ემილი პეტროფი ნიდერლანდების რადიოასტრონომიის ინსტიტუტიდან. 

„ხელში ჩაგვივარდა ახალი ტალღის სიგრძის სარკმლები, რაც მანამდე არ გვქონდა. ჯერ კიდევ ვცდილობთ გავარკვიოთ, საიდან მოდის ის“. 

FRB-ები ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი და საიდუმლოებით მოცული სიგნალებია მთელ სამყაროში და დაკავშირებულია ყველაფერთან — მიკროტალღებიდან დაწყებული, უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდებით დამთავრებული. 

ამ დრომდე მხოლოდ 22 ასეთი სიგნალია დადასტურებული და როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ იშვიათია, თუმცა მეცნიერთა აზრით, ეს სიგნალები სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია — როგორც ვარაუდობენ, ყოველდღიურად სამყაროში 2000 ასეთი სიგნალი ვრცელდება. 

მაგრამ იმის გამო, რომ სიგნალები მხოლოდ 5 მილიწამს გრძელდება, მათი დაფიქსირება ძალიან ჭირს. მეცნიერებმა მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისში დაამტკიცეს ისიც, რომ ისინი მართლაც კოსმოსიდან მოდიოდა და არ იყო დედამიწისეული წარმომავლობის. 

ახლახან გამოქვეყნდა ახალი დოკუმენტი, რომელიც აღწერს 2015 წლის 15 თებერვალს, ავსტრალიის პარკსის რადიოტელესკოპის მიერ დაფიქსირებულ ერთ-ერთ სწრაფ რადიოსიგნალს, სახელად FRB 150215-ს. 

შეგიძლიათ იგი ფოტოზე იხილოთ, მთელი თავისი დიდებულებით, ბგერის სახით: 

 

პირველი მიზეზი, რის გამოც ეს იმპულსი იდუმალია და არ ჰგავს ამ დრომდე დაფიქსირებულ სხვა FRB-ებს, არის ის, რომ პეტროფმა და მისმა ჰგუფმა მისი დანახვა მსოფლიოს რამდენიმე ტელესკოპიდან შესძლეს, მაგრამ ვერ გამოავლინეს მის მიერ დატოვებული რაიმე სიგნალის ან სინათლის კვალი. 

„ეს სიგნალი დააფიქსირა 11-მა ტელესკოპმა, რომლებიც ეძებდნენ რადიო, ოპტიკურ, რენტგენულ, გამა და ნეიტრინო გამოსხივებას“, — წერს ჯგუფი. 

„ვერ მივაგენით ამ იმპულსთან დაკავშირებულ ვერც გარდამავალ და ვერც ცვალებად გამოსხივებას, 17,25-საათიანი დაკვირვების დროს, არ გამოვლინდა არც განმეორებადი პულსები“. 

როგორ შეუძლია რაიმეს გამოუმუშაოს იმდენი ენერგია, რამდენსაც 500 მილიონი მზე დასჭირდებოდა? 

FRB 150215-ის იდუმალების მეორე მიზეზი არის ის, რომ მისი დაფიქსირება დედამიწიდან შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ კოსმოსის შორეული ნაწილიდან ჩვენამდე მოსაღწევად, ირმის ნახტომის ძალიან მკვრივი რეგიონი გამოიარა.  

როგორც პეტროფი ტვიტერზე წერს, FRB 150215-ში მათ პოლარიზაცია შენიშნეს, „რაც მართლაც რთული იყო“. 

ამ პოლარიზაციის საზომმა ერთ-ერთიმა ასპექტმა — სიდიდიემ, რომელსაც Rotation Measure-ს (RM) უწოდებენ, მკვლევრებს შესაძლებლობა მისცა განესაზღვრათ, ირმის ნახტომის თუ რომელი რეგიონები გამოიარა სიგნალმა. 

კოსმოსის ასეთ მკვრივ არეალებში, ჯგუფი დიდ მაგნიტურ აშლილობას და შესაბამისად, მაღალ RM-ს ვარაუდობდა, თუმცა ვითარება სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა — FRB 150215-ის RM ნულის ტოლია. 

როგორც ჩანს, მკვლევრები ამ შემთხვევაში ძალიან იღბლიანები აღმოჩნდნენ, რადგან სიგნალს გავლილი აქვს ირმის ნახტომის „ერთგვარი ხვრელი“, რომლის RM ასევე ნულის ტოლი იყო. 

რაც შეეხება კვლევის ეტაპს, მეცნიერები გეგმავენ დეტალურად შეისწავლონ 22-ვე FRB, რათა საბოლოოდ გაარკვიონ თუ საიდან მოდის ისინი ჩვენამდე.  

ცოტა ხნის წინ, მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ტალღები 3 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული მკრთალი, ჯუჯა გალაქტიკიდან მომდინარეობს, თუმცა უცნობია თავად წყარო. 

ერთ-ერთი ვერსიით, იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს.

მომზადებულია Gizmodo-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას
დღეისათვის, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებ
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, არამიწიერ
წაკითხვა
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
მეცნიერები უკვე აღარ დავობენ, რომ სწრაფი
წაკითხვა
დამტკიცებულია: იდუმალებით მოცული სწრაფი რადიოსიგნალები შორეული კოსმოსიდან მოდის
დამტკიცებულია: იდუმალებით მოცული სწრაფი რადიოსიგნალები შორეული კოსმოსიდან მოდის
უკვე ათწლეულზე მეტია, ასტრონომები ცდილობე
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
სამყაროში არსებულ აუხსნელ მოვლენებს შორის
წაკითხვა
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალებით მოცუ
წაკითხვა