საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3611

ასტრონომებმა იუპიტერის მთვარე იოს გიგანტური ვულკანების ლავის ნაკადები გამოიკვლიეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-11 22:40:00

თუკი მზის სისტემაში ყველაზე მძლავრი და აქტიური ვულკანებისათვის რაიმე ჯილდო იქნებოდა დაწესებული, პირველ ადგილს უთუოდ დაიკავებდა იუპიტერის მთვარე იოზე არსებული ვულკანური დეპრესია ლოკი-პატერა. 

ორი წლის წინ, მკვლევრები უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენის მომსწრენი გახდნენ, რომლის წყალობითაც, იოს ვულკანების დეტალური რუკა შეადგინეს. ამის შესაძლებლობა მათ მთვარის ზედაპირზე ცხელი ლავის დინების ტალღის აღმოჩენამ მისცა. 

ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა, გეოლოგიური ფენომენის კვლევის შედეგები მხოლოდ ახლახან გამოაქვეყნეს. კვლევა არიზონაში მდებარე დიდი ბინოკულარული ტელესკოპით 2015 წლის მარტში გადაღებულ ფოტოებს ეყრდნობოდა. 

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ კვლევა წარიმართა არა რომელიმე ზონდის ან თანამგზავრის მიერ გამოგზავნილი მონაცემების, არამედ დედამიწაზე, იოდან რამდენიმე მილიონი კილომეტრით დაშორებული ტელესკოპის მონაცემების საფუძველზე. 

ეს ყველაფერი კი შესაძლებელი გახდა იუპიტერის გაყინული მთვარის — ევროპას წყალობით, რომლის ყინულოვანი საფარიც იოს წინ ჩავლისას ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს არ ირეკლავს, რაც გარკვეულ ჩრდილს წარმოქმნის, რომელიც მეცნიერებს იოს ზედაპირის ტემპერატურის განსაზღვრის საშუალებას აძლევს. 

„ხელმისაწვდომი იყო იმდენად დიდი ოდენობის ინფრაწითელი სინათლე, რომ დაკვირვებები 8-8 წამიანი ინტერვალებით წარვმართეთ, რომლის დროსაც, ევროპას კიდე იოს ზედაპირის გასწვრივ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით დაწინაურდა“, — ამბობს ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკლ სკრუტსკი. 

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დაბნელებების დროს იოს ადრეც სწავლობდნენ დედამიწიდან, მოწინავე ოპტიკური ტექნოლოგიების წყალობით, მეცნიერებმა მხოლოდ ახლა შესძლეს ცხელი წერტილები დაახლოებით 10 კმ გარჩევადობით ეხილათ. 

რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მიმდინარე კვლევების შედეგად ცნობილია, რომ დეპრესიით (ცნობილია „პატერას“ სახელით) შემოსაზღვრული აქტიური ვულკანები 200 კილომეტრზეა გადაჭიმული და ამოვსებულია გაციებული ქანებით, რომელიც ყოველ 400-600 დღეში ლავის ახალი ტალღებით იფარება. ეს ლავა აუზის გარშემო დღეში 1-2 კმ სიჩქარით ვრცელდება. 

თავისთავად, ისმის კითხვა: საიდან მოდის ახალ-ახალი ლავა? 

ერთი შესაძლებლობის მიხედვით, ლავა თავად ლოკი-პატარეში მიმდინარე რეგულარული ამოფრქვევების შედეგი იყო. მეორე შესაძლებლობას კი ვულკანოლოგიაში „გადაყირავებას“ უწოდებენ.  

ზედაპირზე ამოსული გამდნარი ქანების გაცივების შემდეგ, მისი სიმკვრივე მანამ იზრდება, სანამ გაციებული ქერქი ქვეშ არსებულ ჯერ კიდევ გამდნარ ქანებში ჩაინგრევა. ყოველი ჩანგრევა შემდეგ სექციას არასტაბილურს ხდის და მინდვრის გასწვრივ წარმოქმნის მცოცავი მაგმის ტალღას, რომელიც შემდეგ ადგილზე ცივდება. 

როგორც ჩანს, ეს ზუსტად იგივე პროცესია, რაც მზის სისტემის სხვა, მძვინვარე ვულკანებზეც ხდება. 

„ლოკი-პატერა ლავის ზღვაა, რომელიც დაახლოებით მილიონჯერ დიდია დედამიწაზე არსებულ მსგავს ლავის ტბებზე“, — ამბობს უფროსი მკვლევარი კატერინ დე კლეერი. 

მეტი დეტალის გასარკვევად, მკვლევრებს 2021 წლამდე მოუწევთ მოცდა, როდესაც ევროპა კვლავ ჩაივლის დედამიწასა და იოს შორის.  

იო მუდმივად განიცდის იუპიტერის მძლავრ გრავიტაციულ ზემოქმედებას, რის გამოც, წარმოიქმნება ასობით ვულკანი. ზედაპირი დასერილია არხებით, რომლებშიც გამდნარი ქანები და გოგირდი მიედინება; მტვრისა და გოგირდის დიოქსიდის გაზების პერიოდული ჭავლები იოს თხელი ატმოსფეროს ზედა ფენებშიც აღწევს. 

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა 





მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ერთ დროს ოკეანეებით ყოფილიყო დაფარული
იუპიტერი შეიძლება ყოველთვის არ ყოფილა წყა
წაკითხვა
იუპიტერის უძლიერეს პოლარულ ნათებას საიდუმლოებით მოცული წყარო აქვს
იუპიტერის უძლიერეს პოლარულ ნათებას საიდუმლოებით მოცული წყარო აქვს
რაც უფრო ბევრ ახალს ვიგებთ იუპიტერის შესა
წაკითხვა
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თა
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტ
წაკითხვა
10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს
10 ივლისს, ჯუნო იუპიტერის იდუმალ, დიდ წითელ ლაქას გადაუფრენს
იუპიტერის ორბიტაზე ყოფნის იუბილედან რამდე
წაკითხვა
იუპიტერი მზის სისტემის უძველეს პლანეტად გამოცხადდა
იუპიტერი მზის სისტემის უძველეს პლანეტად გამოცხადდა
როგორც მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაად
წაკითხვა
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ჯუნოს ფოტოსესია - ყველაზე ახლოს იუპიტერთან
ფერად ფოტოთა თანმიმდევრობაზე კარგად ჩანს
წაკითხვა
ივნისში, ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი გამოჩნდება
ივნისში, ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი გამოჩნდება
ივნისში, ღამის ცის დამკვირვებლებს კარგი ა
წაკითხვა