საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5632

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმბოლოსა და სლოგანის პრეზენტაცია კიევში გაიმართა

გამოქვეყნებულია 2017-05-12 19:46:00


დღეს კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ამჟამად 2017 წლის ევროფესტივალის ფინალისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სლოგანი: „ანათე“ (Shine Bright) წარადგინეს.

წლევანდელი ღონისძიების მთავარ გზავნილს „ანათე“ თან ახლავს კრეატიული სიმბოლოს დიზაინი, რომელიც სეგმენტირებული მზის კონცეფციას ეფუძნება, მზის გამოსახულება სხვადასხვა ფერად არის დაყოფილი, რაც მას უფრო გამომსახველს ხდის.

ახალი სლოგანი და ღონისძიების მხატვრული გაფორმება სტუმრებს ქართული კულტურის შესახებ შეუქმნის წარმოდგენას, ასევე ხელს შეუწყობს მონაწილეების, რომლებიც მოგვიანებით გამოვლინდებიან, შემოქმედებითი პოტენციალისა და კრეატიული მიდგომის წარმოჩენას.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და მონაწილე ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი, ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. 

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად 2008 წელს გაიმარჯვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა. 

„საბავშვო ევროვიზიის კონკურსი შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდა არტისტებს მისცეს საშუალება იბრწყინონ სცენაზე და თავიანთი პოტენციალი სრულად წარმოაჩინონ. წლევანდელი სლოგანი ამ მიზნის სრული ხორცშესხმაა. ჩვენ მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მოუთმენლად ველით მივესალმოთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ტალანტებს“, - განაცხადა EBU-ის წარმომადგენელმა ჯონ ოლა სენდიმ.

„საქართველოში მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და დღემდე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო საშუალებად მოიაზრება. საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის; ბედნიერი ვართ, რომ შეგვიძლია სტუმრებს გავუზიაროთ ჩვენი კულტურა და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებს მივცეთ საშუალება წელს თბილისში ანათონ“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სერგი გვარჯალაძემ.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კრეატიული კონცეფცია კონკურსის შედეგად შეირჩა და მისი ავტორი კომპანია Saatchi&Saatchi-ია. ლოგოს ფერადი ნათება მრავალფეროვნებისა და სიხარულის სიმბოლოა და მუსიკის ძალასთან ასოცირდება. 

„ეს სიმბოლო მზიანი საქართველოდან არის, იმედი გვაქვს ის გააძლიერებს კონკურსის მონაწილეებს და შთააგონებს ანათონ“, - ამბობს კომპანიის Saatchi&Saatchi არტ დირექტორი ლუკა ივანიძე.

2017 წლის საბავშვო ევროფესტივალი თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. 2007 წელს ქალაქის მთავარი სპორტული არენის რეკონსტრუქციის შედეგად, სპორტის სასახლე თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც იმართება საერთაშორისო დონის და ადგილობრივი მუსიკალური კონცერტები, გამოფენები და სხვა ღონისძიებები.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კიევის მახლობლად ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს
კიევის მახლობლად ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს
კიევის მახლობლად, რკინიგზის გადასასვლელთა
წაკითხვა
ვიქტორ დოლიძე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მონაწილეობას მიიღებს
ვიქტორ დოლიძე „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მონაწილეობას მიიღებს
ვიქტორ დოლიძე კიევის ტრანსატლანტიკურ
წაკითხვა
კიევის ცენტრში აფეთქებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს
კიევის ცენტრში აფეთქებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს
კიევის ცენტრში აფეთქებს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. უკრაინის დედაქალაქში მოტოციკლის აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. მა
წაკითხვა
კიევის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ევაკუაცია მიმდინარეობს
კიევის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ევაკუაცია მიმდინარეობს
კიევის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან აფეთქების საფრთხის გამო მგზავრების ევაკუაცია მიმდინარე
წაკითხვა
უკრაინული მედია - კიევში, უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა
უკრაინული მედია - კიევში, უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალა
კიევში, უმაღლეს რადას
წაკითხვა
კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
კიევში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი უკრაინის პარლამენტ
წაკითხვა
კიევში მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორები სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით, განცხადებას დღეს გააკეთებენ
კიევში მიმდინარე მიტინგის ორგანიზატორები სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით, განცხადებას დღეს გააკეთებენ
კიევში უმაღლეს რადასთან მიმდინარე მიტინგი
წაკითხვა
კიევის პოლიციამ უმაღლეს რადასთან დაკავებული 11 აქტივისტი გაათავისუფლა
კიევის პოლიციამ უმაღლეს რადასთან დაკავებული 11 აქტივისტი გაათავისუფლა
კიევის პოლიციამ უმაღლეს რადასთან დაკავებული 11 აქტივისტი გაათავისუფლა. ამის შესახებ გამოცემა
წაკითხვა