საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
827

ემანუელ მაკრონი - ევროპას საფრანგეთი ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს, მათ სჭირდებათ ძლიერი საფრანგეთი

ოთარ გიორგაძე
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-05-14 19:21:00

მსოფლიოს და ევროპას საფრანგეთი ახლა ისე სჭირდება,როგორც არასდროს. მათ სჭირდებათ ძლიერი საფრანგეთი, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა. 

„7 მაისს გაკეთებული არჩევანის გამო, ფრანგი ხალხი მადლობას იმსახურებს. პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მომანიჭეს, ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს და ევროპას საფრანგეთი ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მათ სჭირდებათ ძლიერი საფრანგეთი. მათ სჭირდებათ საფრანგეთი, რომელიც ხმამაღლა საუბრობს თავისუფლებასა და სოლიდარობაზე. მათ სჭირდებათ საფრანგეთი, რომელიც ქმნის მომავალს“, - აღნიშნა მაკრონმა

ახალმა პრეზიდენტმა ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ამომრჩევლისადმი მიცემულ დაპირებებს შეასრულებს. 

„მე დავარწმუნებ ჩვენს მოქალაქეებს,რომ საფრანგეთის ძალა არ სუსტდება და ჩვენ ხელახალი დაბადების მომსწრენი ვართ, რადგან ჩვენს ხელშია ყველა საშუალება, რომ ჩვენ გავხდეთ 21-ე საუკუნის დიდი ძალა. მე არ დავარღვევ არცერთ დაპირებას, რომელიც ფრანგ ხალხს მივეცი. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, საფრანგეთის გასაძლიერებლად. შრომის ბაზარი იქნება თავისუფალი, კომპანიებს ექნებათ მხარდაჭერა, მოხდება ინიციატივების წახალისება. კულტურა და განათლება, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს, ასევე კრეატიულობა და ინოვაცია ჩემი გეგმის მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება“, - განაცხადა მაკრონმა

საფრანგეთის პრეზიდენტმა მსოფლიოში საფრანგეთის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა შესაბამისად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს. 

„საფრანგეთის მისიას მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ შესაბამისად ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას, მათ შორის მიგრანტთა კრიზისს, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ავტორიტარულ ვნებებს, გადაჭარბებულ მსოფლიო კაპიტალიზმს და რა თქმა უნდა ტერორიზმს. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე ვიწყებ მუშაობას დღევანდელი დღიდან. დღეგრძელი იყოს რესპუბლიკა, დღეგრძელი იყოს საფრანგეთი“, - აღნიშნა მაკრონმა

შეგახსენებთ, ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, ემანუელ მაკრონს დღეს გადააბარა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საფრანგეთს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა
წაკითხვა
საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც 12 ბოთლი ვისკი მოიპარა
საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც 12 ბოთლი ვისკი მოიპარა
საფრანგეთში 12 ბოთლი ვისკის ქურდობისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს. &
წაკითხვა
საფრანგეთში ანტიტერორისტული კანონი ამოქმედდა
საფრანგეთში ანტიტერორისტული კანონი ამოქმედდა
საფრანგეთში ანტიტერორისტული კანონი ამოქმე
წაკითხვა
დიდიე დეშამი საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს
დიდიე დეშამი საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ივლისამდე უხელმძღვანელებს
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდ
წაკითხვა
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება
პირველი ნოემბრიდან საფრანგეთში საგანგებო
წაკითხვა
ლიბანმა საფრანგეთი დაამარცხა
ლიბანმა საფრანგეთი დაამარცხა
რაგბი ლიგის პირველი ტურის ბოლო სათამაშო დღეს სენსაცია დაფიქსირდა -
წაკითხვა
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
საფრანგეთში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუატიეში მ
წაკითხვა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ლევან იზორია ფლორანს პარლის თბილისის საერთაშორისო აეროპო
წაკითხვა