საზოგადოებრივი
104.5 FM
3227

ირაკლი ოქრუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ გირგვლიანის საქმეზე ახალაიას და სანოძის დასჯა გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა

რეზი ხუციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-15 16:04:00 განახლებულია 2017-05-15 18:00:00


სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო, თუმცა არ სურდა თანაგუნდელების, მათ შორის დათა ახალაიას დასჯა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე იკითხება. 

როგორც მან აღნიშნა, გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამერიკაში მყოფი მისი და დაუკავშირდა და გარდაცვალების დეტალების დაზუსტება სთხოვა.

"მაშინდელი შსს მინისტრთან და მისი მოადგილესთან დაკავშირებით, დეტალების გარკვევის მერე ცალსახა გახდა, რომ დათა ახალაია, ვასილ სანოძე და რამდენიმე პირი, ამ საქმეში იყო ჩართული, რაზეც საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ესაუბრა გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე. მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა საქმის დეტალები, მაგრამ არ სურდა თანაგუნდელების დასჯა, მათ შორის დათა ახალაიასი. ვანო მერაბიშვილის პარლამენტში გამოსვლამდე, სანამ საზოგადოებას ფარსის მატარებელ ვერსიას შესთავაზებდნენ, მე მას ვესაუბრე. ემოციური საუბარი იყო. როგორც ვანომ მითხრა, მის შვილს ბაღში ეუბნებოდნენ, რომ ის და მისი მეუღლე გირგვლიანის მკვლელები იყვნენ. ვანო წუხდა შვილის ემოციის გამო და რამდენჯერმე ცრემლიც წამოუვიდა. არაერთხელ განვიხილე მიშა სააკაშვილთან ეს საკითხი. თავიდან სააკაშვილი ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა, მაგრამ შემდეგ, ხაზი გაუსვა, რომ ამ ადამიანების დასჯა ქვეყნის და გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის თემას ბადრი პატარკაციშვილის მიერ აგორებულ კამპანიად ასაღებდა. 

"როდესაც ერთ-ერთი შეხვედრიდან მიშას კაბინეტიდან გამოვდიოდი, მისაღებში დამხვდნენ ახალაია და სანოძე. მივხვდი, რომ საქმე ეხებოდა გირგვლიანის თემას, უკან შევბრუნდი და ვითხოვე, რომ დავსწრებოდი ამ შეხვედრას, რამაც მიშა გააღიზიანა და კაბინეტის დატოვება მომთხოვა. გამოსვლის შემდეგ მიშას კაბინეტიდან ხმაური შემომესმა", - აღნიშნა ოქრუაშვილმა. 

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას, როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ციხეში მათთვის სრული კომფორტის შექმნისა და სწრაფი გათავისუფლების პირობა, თავად მიხეილ სააკაშვილმა მისცა.

"ამის პირობა გასცა თავად მიხეილ სააკაშვილმა და ციხეში მათ უნდა შექმნოდათ სრული კომფორტი და მალევე უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ამ თემაზე ბოლო შეხვედრა არჩევნების წინა პერიოდში ერთ-ერთ რესტორანში შედგა, სადაც შეკრებილები იყვნენ მერაბიშვილი, ბოკერია, ლომაია და სხვები. მათ ჰქონდათ პრეტენზიები ჩემ მიმართ, რატომ ვეხმარებოდი გირგვლიანის დედას და რატომ ვიყავი ასეთ პოზიციაზე. ერთ-ერთი აქციის დროს შევჩერდი რუსთაველზე გირგვლიანის დედას გავესაუბრე და მათი პრეტენზია სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა. მივხვდი, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და იმასაც მივხვდი, რომ დამნაშავეები მერაბიშვილის ცოლი და ახალაია არ დაისჯებოდნენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. 

„2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მიხეილ სააკაშვილის როლი სანდრო გირგვლიანის საქმეში - მხარეთა პოზიციები სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილის როლი სანდრო გირგვლიანის საქმეში - მხარეთა პოზიციები სასამართლოზე
რას და როგორ საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი
წაკითხვა
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუებს გამოიკვლევს
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუებს გამოიკვლევს
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პრო
წაკითხვა
გირგვლიანის მკვლელობის საქმე - ერთ-ერთი მოწმის სკანდალური ჩვენების დეტალები „მოამბეში“
გირგვლიანის მკვლელობის საქმე - ერთ-ერთი მოწმის სკანდალური ჩვენების დეტალები „მოამბეში“
კიდევ ორი რეზონანსული ჩვენება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. ერთ-ერთმა მოწმემ თქვა ის, რაზეც ირინა ენუქიძე ჯერ კიდევ 2006 წელს საუბ
წაკითხვა
სანდრო გირგვლიანის საქმე - სოზარ სუბარი ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაკითხეს
სანდრო გირგვლიანის საქმე - სოზარ სუბარი ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაკითხეს
სოზარ სუბარი სასამართლოში გამოიკითხა. მინისტრმა ჩვენება ე.წ. სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეპიზოდზე მისცა. 
წაკითხვა
სოზარ სუბარი - გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები ციხეში არა მხოლოდ განსხვავებულ პირობებში იყვნენ, არამედ გარეთაც მართავდნენ ვითარებას
სოზარ სუბარი - გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები ციხეში არა მხოლოდ განსხვავებულ პირობებში იყვნენ, არამედ გარეთაც მართავდნენ ვითარებას
სანდრო გირგვლიანის საქმეზე, შეხვედრა მქონდა ადეიშვილის კაბინეტში, მერაბიშვილთან და ბოკერიასთა
წაკითხვა
სოზარ სუბარი - გირგვლიანის საქმეზე ჩემი გაცხადების შემდეგ,  მიხეილ სააკაშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, დამირეკა, ყვიროდა
სოზარ სუბარი - გირგვლიანის საქმეზე ჩემი გაცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, დამირეკა, ყვიროდა
მიხეილ სააკაშვილს, გირგვლიანის თემაზე განცხადება რომ გავაკეთე, მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მიყვიროდა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა,
წაკითხვა
ირაკლი ნადარეიშვილი -  სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მნიშვნელოვანი მოწმეა
ირაკლი ნადარეიშვილი - სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მნიშვნელოვანი მოწმეა
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულზე  იყო საუბარი, სოზარ სუბარი
წაკითხვა
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესზე სოზარ სუბარი დაიკითხება
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესზე სოზარ სუბარი დაიკითხება
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხ
წაკითხვა