საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
650

მერიამ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები შეიტანა

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-17 18:31:00

თბილისის მერიამ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები შეიტანა. მერიაში აცხადებენ, რომ ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება განსახილველად.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ცვლილებების შესაბამისად, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0; F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველები, თბილისის მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო 1 წლის განმავლობაში და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი, მათ შორის არიან ის პირები, რომლებსაც თბილისში 1 წლიან რეგისტრაციაში მისამართის შეცვლის გამო უფიქსირდებათ წყვეტა; პირები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ დაიბადნენ და რომლებსაც ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის 2 წელი შეუსრულდათ; იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი.რაც შეეხება ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესს, ქვეპროგრამის ფარგლებში 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისთვის დაფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისთვის – 15 სეანსი. 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისათვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 420 ლარს, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისათვის – 315 ლარს“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ცვლილებას აპროტესტებენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები. მათი თქმით, ცვლილების მიხედვით, შვიდ წლამდე ბავშვებს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი საათები უმცირდებათ.

 „ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ოცი საათი იყო აქამდე თვეში გამოყოფილი. ესეც ძლივს გვყოფნიდა და ახლა უნდათ, რომ ხუთი საათით შეგვიმცირონ. ჩემს შვილს 15 საათი თერაპიისთვის არ ეყოფა. არ ვაპირებთ ასეთ ცვლილებას შევეგუოთ. მშობლები ვაპირებთ, რომ საპროტესტო აქციები დავიწყოთ“,- აცხადებს მარი კორკოტაძე.

 შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი დოკუმეტის მიხედვით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო კურსში ჩასართავად დარეგისტრირების ვადად განსაზღვრული იყო 2015 წლის პირველი ივლისი, რამაც გაუგებრობა გამოიწვია და მოჰყვა პროტესტი მშობლების მხრიდან.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე უკვე მიაღწია ზღურბლს, რომელიც პლანე
წაკითხვა
კახა კალაძე - კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს მხრიდან მოსახლეობასთან, ჩემთვის მისაღები არ არის
კახა კალაძე - კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს მხრიდან მოსახლეობასთან, ჩემთვის მისაღები არ არის
კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს
წაკითხვა
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრებად შესაძლოა, დარგის სპეციალისტები აირჩიონ
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრებად შესაძლოა, დარგის სპეციალისტები აირჩიონ
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრა
წაკითხვა
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს - რა გეგმები აქვს თბილისის ახალ მერს
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს - რა გეგმები აქვს თბილისის ახალ მერს
კახა კალაძე თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს.  როგორც არჩეულმა მერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მერიაში იქნება რეფორმები დ
წაკითხვა
კახა კალაძე - გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას
კახა კალაძე - გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას
გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და
წაკითხვა
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი
დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებ
წაკითხვა
დავით ნარმანია - ვრჩები გუნდში, ვრჩები საქართველოში [ვიდეო]
დავით ნარმანია - ვრჩები გუნდში, ვრჩები საქართველოში [ვიდეო]
თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია უარყ
წაკითხვა
საერთაშორისო გამჭვირვალობა- მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია ეფექტურად უზრუნველყოფილი არ არის
საერთაშორისო გამჭვირვალობა- მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია ეფექტურად უზრუნველყოფილი არ არის
მერიასთან არსებულ ზონალურ საბჭოში ინტერეს
წაკითხვა