საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
637

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების მშობლები 18 მაისს, მერიასთან აქციას გამართავენ

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-17 19:48:00

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების მშობლები მერიის მიერ შემუშავებულ პროგრამას აპროტესტებენ. როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახი დისკრიმინაციის წინააღმეგ“ წარმომადგენელმა განუცხადა, ხვალ დილიდან მერიასთან აქციას დაიწყებენ. 

მშობლები აცხადებენ, რომ აქამდე ბავშვების თერაპიისთვის 20 საათი იყო გამოყოფილი, ცვლილება კი სერვისის 5 საათით შემცირებას ითვალისწინებს, რაც მათი მტკიცებით, ბავშვებს დააზარალებს.

 „ შვიდ წელს ზემოთ ბავშვებზე მერიის ახალი პროგრამის მიხედვით სარეაბილიტაციო სააათები მცირდება. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების სარეაბლიტაციო ახალი პოროგრამა საკრებულომ არ დაამტკიცოს. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ძველ სერვისს არ მივიღებთ, მზად ვართ პერმანენტული აქციები მოვაწყოთ“,- აცხადებს მარი კორკოტაძე. 

თბილისის მერიაში საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები შედის და ცვლილებების პროექტი განსახილველად უახლოეს დღეებში დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება.

 „ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ცვლილებების შესაბამისად, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0; F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველები, თბილისის მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო 1 წლის განმავლობაში და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი, მათ შორის არიან ის პირები, რომლებსაც თბილისში 1 წლიან რეგისტრაციაში მისამართის შეცვლის გამო უფიქსირდებათ წყვეტა; პირები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ დაიბადნენ და რომლებსაც ქვეპროგრამაში ჩართვის დროისთვის 2 წელი შეუსრულდათ; იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი. რაც შეეხება ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესს, ქვეპროგრამის ფარგლებში 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისთვის დაფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისთვის – 15 სეანსი. 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისათვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 420 ლარს, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისათვის – 315 ლარს“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე დარღვევების ბავშვების მშობლებს საპროტესტო აქციები რამდენმეჯერ უკვე გამართეს, რის მერეც მერიამ ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ცვლილება კვლავ იწვევს მშობლების უკმაყოფილებას.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის Forza Nuova-ს („ახალი ძალა“) მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ამის
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
პატრიოტთა ალიანსის აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
წაკითხვა