საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
642

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მერიის ახალ პროგრამას აპროტესტებენ

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-18 09:12:00

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მერიის ახალ პროგრამას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს მათ შვილებს დააზარალებს. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახი დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წარმომადგენელმა, მარი კორკოტაძემ განუცხადა, მერიასთან აქციის გამართვა იგეგმება. 

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვთა თერაპიისთვის 20 საათი იყო გამოყოფილი, ცვლილება კი სერვისის 5 საათით შემცირებას ითვალისწინებს, რაც მათი მტკიცებით, ბავშვებს დააზარალებს.

„მერიის ახალი პროგრამის მიხედვით, შვიდ წელს ზემოთ ბავშვებზე სარეაბილიტაციო საათები მცირდება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების რეაბილიტაციის ახალი პროგრამა საკრებულომ არ დაამტკიცოს. ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ძველ სერვისს არ მივიღებთ, მზად ვართ, პერმანენტული აქციები მოვაწყოთ“, - აცხადებს მარი კორკოტაძე.

თბილისის მერიაში საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებები შეაქვს და ცვლილებების პროექტი განსახილველად უახლოეს დღეებში დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ცვლილებების შესაბამისად, ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0; F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. რაც შეეხება ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების წესს, ქვეპროგრამის ფარგლებში 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისთვის დაფინანსდება კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისთვის – 15 სეანსი. 7 წლამდე ასაკის მოსარგებლისთვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 420 ლარს, ხოლო 7 წლის და ზემოთ ასაკის მოსარგებლისთვის – 315 ლარს“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა მიმართვიანობა  გაიზარდა
საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა მიმართვიანობა გაიზარდა
სარეაბილიტაციო ცენტრების მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა მიმართვიანობა მკვეთრად გაზრდილია. თუმც
წაკითხვა
შშმ პირთა მშობლები მათთვის პენსიის დანიშვნას ითხოვენ - აპირებს თუ არა მთავრობა დაფინანსების მოდელის გადახედვას
შშმ პირთა მშობლები მათთვის პენსიის დანიშვნას ითხოვენ - აპირებს თუ არა მთავრობა დაფინანსების მოდელის გადახედვას
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები მათთვის ყოველთვიური პენსიის დანიშვნას ითხოვენ. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც 24-საათიანი მზ
წაკითხვა
მარტოხელა მშობლების დასახმარებლად „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“  ერთიანი სისტემის შექმნას ითხოვს - შეხვედრა სამ რეგიონში
მარტოხელა მშობლების დასახმარებლად „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ერთიანი სისტემის შექმნას ითხოვს - შეხვედრა სამ რეგიონში
მარტოხელა მშობლების დასახმარებლად. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ერთიანი სისტემის შექმნას ითხოვს.  
წაკითხვა
ზემო ნიქოზში მშობლებისა და პედაგოგების ნაწილი სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს
ზემო ნიქოზში მშობლებისა და პედაგოგების ნაწილი სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს
ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეების მ
წაკითხვა
ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრანტი მშობლების დაცვის პროგრამას აუქმებს
ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრანტი მშობლების დაცვის პროგრამას აუქმებს
ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრანტი მშობლების დაცვის პროგრამას აუქმებს. ამის შესახებ ამერიკული გა
წაკითხვა
შშმ პირთა მშობლების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან, სოციალური სერვისების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით
შშმ პირთა მშობლების აქცია ფინანსთა სამინისტროსთან, სოციალური სერვისების დაფინანსების გაზრდის მოთხოვნით
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ. აქციის მონაწილეები სოციალური სერვისების დაფინანსების გაზრ
წაკითხვა
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს - როგორია მერიის პოზიცია
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს - როგორია მერიის პოზიცია
თბილისის მერიას კიდევ ერთხელ მიმართავენ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებიც. 
წაკითხვა
რას ედავებიან მოსწავლეების მშობლები ბრიტანულ-ქართული აკადემიას და რას პასუხობს მენეჯმენტი
რას ედავებიან მოსწავლეების მშობლები ბრიტანულ-ქართული აკადემიას და რას პასუხობს მენეჯმენტი
ბრიტანულ-ქართული აკადემია ბრალდებების სამიზნე ხდება. სასწავლებლის ხელმძღვანელობას მშობლების ნაწილი მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკ
წაკითხვა