საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
12319

იტალიაში სუპერვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება - ექსპერტთა გაფრთხილება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-18 19:45:00

თითქმის 500 წლის წინ, იტალიაში სუპერვულკანი ფლეგრეის მინდორი ამოიფრქვა. გამდნარი ქანები და კვამლის სქელი ჭავლები რვა დღის განმავლობაში იფრქვეოდა ატმოსფეროში. შედგეად, წარმოიქმნა მოზრდილი მთა. 

ამჯერად, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ეს დიდი, ცეცხლოვანი ქვაბი შესაძლოა მზადაა კიდევ ერთი ამოფრქვევისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სუპერვულკანთანაა დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოფრქვევები პლანეტაზე.  

„ფლეგრეის მინდვრების ნიადაგის ბზარებისა და გადაადგილების შესწავლის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ის კრიტიკულ ეტაპს უახლოვდება, რომელშიც შემდგომი უწესრიგობა ამოფრქვევის შესაძლებლობას გაზრდის. ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის“, — ამბობს მკვლევარი კრისტოფერ კილბარნი. 

შეიძლება იფიქროთ, რომ სუპერვულკანი ჩვეულებრივი ვულკანია, ოღონდ დიდი ზომის; თუმცა, სინამდვილეში ის გიგანტური ვულკანია, რომელიც თავის დროზე ხმელეთზე გაბრტყელდა და დატოვა ისეთი ვრცელი, ვულკანურად აქტიური მინდვრები, როგორიც იელოუსტონის ეროვნულ პარკშიცაა წარმოდგენილი. 

სუპერვულკანი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ვულკანი იმდენად ბევრ მაგმას ამოაფრქვევს ცენტრიდან, რომ საკუთარ თავს ანგრევს და ტოვებს მხოლოდ ვრცელ კრატერულ ველს, რომელზეც უხვადაა გეიზერები, ორთქლიანი ღრმულები და გოგირდმჟავა. 

ფლეგრეის მინდვრები (იტალიურად „ცეცხლმოკიდებული მინდვრები“) განფენილია ნეაპოლის დასავლეთით, 100 კვადრატულ კილომეტრზე; მის ცენტრში მოთავსებულია მასიური, 12 კმ სიგანის კალდერა. ველი მოიცავს 24 კრატერსა და ფართო ვულკანურ ნაგებობებს, რომელთა უმეტესობაც ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე იმალება. 

35 000 წლის წინ, ფლეგრეის მინდვრებზე დიდი ამოფრქვევა მოხდა, შემდეგი ამოფრქვევა 12 000 წლის წინ დაფიქსირდა, ბოლოს კი შედარებით მცირე — 1538 წელს. 

ეს ყველაფერი შედარებითია, რადგან ბოლო, „მცირე“ ამოფრქვევა 8 დღეს გრძელდებოდა და ირგვლივ გადმოინთხა იმდენი მასალა, რომ წარმოიქმნა სრულიად ახალი მთა — მონტე-ნუევო. 

200 000 წლის წინ, ფლეგრეის მინდვრების წარმომქმნელი ვულკანური კოლაფსი იმდენად კატაკლიზმური იყო, რომ ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, ნეანდერტალების გადაშენებაც კი გამოიწვია. 

ამოფრქვევის დროს, ზედაპირზე გადმოინთხა 3,7 ტრილიონი ლიტრი გამდნარი ქანები, ატმოსფეროში დიდი ოდენობით გავრცელებულმა გოგირდმა კი გამოიწვია ე. წ. „ვულკანური ზამთარი“. 

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ვეზუვის ობსერვატორიის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია თუ როდის შეიძლება ფლეგრეის მინდვრები მზად იყოს კიდევ ერთი ამოფრქვევისთვის. როგორც მათ დაადგინეს, 1950-იანი წლების შემდეგ, ვულკანში დიდი უწესრიგობა შეინიშნება, რაც თანდათან კულმინაციური ეფექტისკენ მიდის. 

ჯგუფის ცნობით, ბოლო 67 წლის მანძილზე, ვულკანი ენერგიულად მოქმედებს, რამაც რამდენჯერმე მცირე მიწისძვრაც კი გამოიწვია. სწორედ მსგავსი ეფექტები უძღვოდა წინ 1538 წლის ამოფრქვევასაც. 

წარსულში მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ მსგავსი მღელვარება ვულკანს ამოფრქვევისთვის საჭირო ენერგიას დააკარგვინებდა, მაგრამ ახლა აცხადებენ, რომ ენერგია სწრაფი აკუმულირების პროცესშია. 

„არ ვიცით, თუ როდის გამოიწვევს ეს დიდხნიანი მღელვარება ამოფრქვევას, მაგრამ ფლეგრეის მინდვრები მიჰყვება იმ ტენდენციას, რომელიც ჩვენი მოდელირების შედეგად უკვე ვიხილეთ სხვა ვულკანებზე, მათ შორის პაპუა-ახალი გვინეის ვულკან რაბაულზე, კანარის კუნძულების ვულკან ელ-ჰიეროზე და კარიბის აუზის რამდენიმე ვულკანზე“, — ამბობს კილბარნი. 

ეს კვლევა ზუსტად ემთხვევა შარშან, იტალიის გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ჯგუფის მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ კვლევას, რომელმაც ფლეგრეის მინდვრების აქტივობის მოდელირების გზით დაადგინა, რომ იგი სახიფათოდ ახლოსაა წნევის კრიტიკულ წერტილთან, რასაც ამოფრქვევის გამოწვევა შეუძლია. 

სამწუხაროდ, არავის შეუძლია დაზუსტებით იმის თქმა თუ ზუსტად როდის მოხდება სუპერ-ამოფრქვევა, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ამოიზნიქება მაგმა 3 კმ სიღრმიდან ცენტრალური კალდერის ზედაპირზე. 

ამოფრქვევის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება კალდერის გასწვრივ მცხოვრებ 300 000 ადამიანს. იქვე, ნეაპოლში კი 1 მილიონამდე კაცი ცხოვრობს. 

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა 

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ისლანდიაში, ვატნაიეკუდლის მყინვარის ქვეშ დაფიქსირებული მიწისძვრის გრუხუნი შეიძლება ქვეყნის უდ
წაკითხვა
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
კლეოპატრას თვითმკვლელობისა და ძველი ეგვიპ
წაკითხვა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
კლიმატის ცვლილების საზარელი პროგნოზების მ
წაკითხვა
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
ავსტრალიამ ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულთან სამაშველო გემები გააგზავნა. ხომალდებით კუნძულ ამბაედან მოსახლეო
წაკითხვა
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
მეცნიერთა ცნობით, სამხრეთ იტალიაში მდებარ
წაკითხვა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 
წაკითხვა
ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია
ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ ჟურნალ Proce
წაკითხვა
იელოუსტოუნის სუპერვულკანთან 2 კვირაში 878 მიწისძვრა დაფიქსირდა - არის თუ არა ამოფრქვევის საფრთხე
იელოუსტოუნის სუპერვულკანთან 2 კვირაში 878 მიწისძვრა დაფიქსირდა - არის თუ არა ამოფრქვევის საფრთხე
იელოუსტოუნს მშფოთვარე ივნისი დაუდგა. ეროვნული პარკის ქვეშ გაწოლილი სუპერვულკანის მიდამოებში,
წაკითხვა