საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3407

ასაკთან დაკავშირებული სიბრმავე მეცნიერებმა თვალებში ვირუსის შეყვანის შედეგად განკურნეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-20 20:59:00

მცირე, წინასწარი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის (AMD) მქონე პაციენტთა თვალებში ჩვეულებრივი, გაციების გამომწვევის მსგავსი ვირუსის შეყვანის შემდეგ, დაავადება არათუ შეჩერდა, არამედ უკან დაიხია. დღეისათვის, მაკულარული დეგენერაცია სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

შედეგების დასადასტურებლად საჭიროა მსგავსი პროცედურის ჩატარება პაციენტთა უფრო დიდ ჯგუფზე, თუმცა როგორც ადრეული ნიშნები მეტყველებს, სპეციალურად შექმნილი ვირუსის ერთ ინექციას შეუძლია ორგანიზმის იმუნური სისტემა აიძულოს პასუხი გასცეს მექანიზმს და მოასუფთაოს სითხე, რომელიც მხედველობის სამუდამო დაკარგვას განაპირობებს. 

კვლევა მერილენდის ჯონ ჰოპკინსის მედიცინის ცენტრის მკვლევრებმა წარმართეს. მათი სამიზნე იყო სისხლძარღვთა ენდოტელიალური ზრდის ფაქტორის (VEGF) ცილა, რომელიც ზეაქტიურია ასაკთან დაკავშირებული სველი მაკულარული დეგენერაციის მქონე პაციენტებში; ეს ამ დაავადების იშვიათი და უფრო მკაცრი ფორმაა, რომელიც რეტინის ქვეშ ახალი სისხლძარღვების ზრდას იწვევს, რაც თვალში სისხლისა და სითხის გაჟონვას განაპირობებს. 

დაგროვილი სითხე სამუდამოდ აზიანებს სინათლისადმი მგრძნობიარე რეტინის უჯრედებს, რაც თანდათანობით მათ სიკვდილს იწვევს, შედეგად კი ადამიანის თვალში ბრმა ლაქები რჩება. სველი AMD უვითარდება AMD-ით დაავადებულ ადამიანთა 10%-ს. 

სველი AMD-ის მკურნალობის მეთოდი ამჟამადაც არსებობს, მაგრამ იგი მოითხოვს ინექციას ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ და იმისათვის რომ პაციენტმა შედეგი იგრძნოს, ეს პროცედურა მან მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იტაროს. 

მკურნალობის ამჟამინდელი მეთოდის გვერდით ეფექტებს შორისაა თვალის ინფექციები და ინფარქტის გაზრდილი რისკი. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის მკვლევართა ჯგუფის მიერ რამდენიმე პაციენტზე ჩატარებული კვლევის მიხედვით კი დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ინექციის შედეგად, დაავადება ჩერდება და ხშირად უკანაც იხევს. 

„ეს წინასწარი კვლევა მცირეა, მაგრამ იმედისმომცემი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი მიდგომისკენ, რომელიც არა მხოლოდ შეამცირებს ექიმთან ვიზიტებსა და თვალში მუდმივად ნემსის კეთებასთან დაკავშირებულ შიშსა და დისკომფორტს, არამედ მოგვცემს გრძელვადიან შედეგს“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი პიტერ კამპოჩიარო. 

კლინიკური ცდის პირველ ფაზაში AMD-ით დაავადებული, 50 წელს გადაცილებული 19 ადანმიანი მონაწილეობდა. 

პაციენტები ხუთ ჯგუფად დაიყვნენ და გაუკეთდათ ვირუსულ ვექტორ AAV2-ის გაზრდილი დოზა. AAV2 გაციების გამომწვევის მსგავსი ვირუსია, რომელიც გენური ინჟინერიით შექმნეს პაციენტის რეტინის უჯრედებში შესაყვანად. ვირუსში შეიტანეს გენი, რომელიც ხელს უწყობს ცილა sFLT01-ის წარმოქმნას. 

„გენში ვირუსის შეყვანის შემდეგ, უჯრედებმა ცილა sFLT01-ის სეკრეცია დაიწყეს, რომელთაც შეზღუდეს სისხლძარღვთა ენდოტელიალური ზრდის ფაქტორი (VEGF) და შეაჩერეს სისხლის გაჟონვა და პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდა“, — განმარტავს ჯგუფი. 

„ჩვენი მიზანია ვირუსით დაინფიცირებულმა რეტინის უჯრედებმა საკმარისი ოდენობის ცილა sFLT01 წარმოქმნან იმისათვის, რომ სამუდამოდ შეაჩერონ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია. 

პირველ ორ ჯგუფს ექიმებმა ვირუს AAV2 დაბალი დოზა მისცეს; მას შემდეგ, რაც უარყოფითი  გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა, ბოლო ორ ჯგუფს მაქსიმალური დოზა მიეცა. უარყოფითი გვერდითი ეფექტები არც ერთ ჯგუფში არ გამოვლინდა. 

„ყველაზე მაღალი დოზის შემთხვევაშიც კი, მკურნალობამ სრულიად უსაფრთხოდ ჩაიარა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს პაციენტებში თითქმის არ გამოვლინდა საზიანო რეაქციები“, — ამბობს კამპოჩიარო. 

კვლევისათვის შერჩეულ 19 პაციენტს დაავადების მკურნალობის სტანდარტული მეთოდით არანაირი შედეგი არ ჰქონდა. რვა მათგანზე არც მკურნალობის ახალმა მეთოდმა იმოქმედა. 

„დანარჩენი 11 პაციენტიდან ოთხს, ვირუსის მხოლოდ ერთი ინექციის შემდეგ დრამატული გაუმჯობესება შეეტყო, მათ თვალებში არსებული სითხე თითქმის გაქრა, ორი პაციენტის შემთხვევაში კი სითხე განახევრდა“, — იუწყებიან მკვლევრები. 

სრულიად უიღბლო აღმოჩნდა 5 პაციენტი, რომელთაც ინექციის შემდეგ მხედველობა არ გაუუმჯობესდათ. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მათმა ორგანიზმმა ბუნებრივად გამოიმუშავა ანტისხეულები, რომლებიც AAV2 ვირუსს თავს დაესხნენ. 

მეცნიერები ამ მიმართულებით უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების დაწყებას გეგმავენ. 

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
კომპიუტერული სკანირების ტექნოლოგიით, მექს
წაკითხვა