საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
816

თბილისში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-22 17:34:00

მწერლის სახლში 29 მაისს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალზე ახალი გამოცემების პრეზენტაციები, წიგნის საჯარო კითხვა, ღია დისკუსია და უცხოელ და ქართველ ავტორებთან შეხვედრებია დაგეგმილი

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მთავარი მისია, ერთის მხრივ ქართული ლიტერატურის მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებთან ინტეგრაცია, მეორეს მხრივ კი საინტერესო თანამედროვე ავტორებთან შეხვედრები და უშუალო კომუნიკაციაა. ფესტივალის მთავრი თემა მსოფლიოს ლიტერატურული თანამედროვე ტენდენციები და ლიტერატურულ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებია.

წლევანდელი ფესტივალი სტუმრების მრავალრიცხოვნებით იქნება გამორჩეული. პროზაიკოსები, ესეისტები, მთარგმნელები და პოეტები საქართველოში 17 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ. 

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცნობილი ფანტასტი მწერალი აიზეკ მერიონი ეწვევა, ისრაელს პოეტი, ესეისტი და ნოველისტი ამირ ორი და პოეტი დითი რონენი წარმოადგენს. ერთ-ერთი განსაკუთრებული სტუმარი ფესტივალზე რუსი პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი და არაერთი პრემიის ლაურეატი და სერგეი განდელევსკი იქნება. საქართველოში საკუთარი ქვეყნის პოეზიას ასევე წარმოადგენენ გერმანელი მწერალი კატია ლანგე-მიულერი, უკრაინული წარმოშობის გერმანელი მწერალი და ჟურნალისტი კატია პეტროვსკაია, რუსულ ებრაული წარმოშობის ოლგა გრიაზნოვა, ულა ლენცე, კლემენს მაიერი, ავსტრიელი დრამატურგი ფოლკერ შმიტი და სხვა საინტერესო თანამედროვე მწერლები თუ პოეტები.

ლიტერატურულ ფესტივალს სამი წლის ისტორია აქვს და ამ წლების მანძილზე, თანამედროვე ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე, მნიშვნელოვან ლიტერატურულ პროცესებს მასპინძლობს. ფესტივალი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, 3 ივნისს დაიხურება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
კონსერვატორიაში საოპერო სტუდიის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა
კონსერვატორიაში საოპერო ს
წაკითხვა
თბილისში რიგით მე-20 საიუბილეო ჯაზფესტივალი დაიწყო
თბილისში რიგით მე-20 საიუბილეო ჯაზფესტივალი დაიწყო
თბილისში ჯაზფესტივალი დაიწყო. რიგით მე-20 საიუბილეო ფესტივალი ამერიკული ჯაზისა და სოულის შემსრულებელის, ლეგენდარული ჯგუფის, 
წაკითხვა
ფესტივალი „თბილისური აისი“ საზეიმოდ გაიხსნა
ფესტივალი „თბილისური აისი“ საზეიმოდ გაიხსნა
ფესტივალი „თბილისური აისი“ საზეიმოდ გაიხსნა. ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში მე-12 ჯერ
წაკითხვა
თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი 2-5 ნოემბერს გაიმართება
თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი 2-5 ნოემბერს გაიმართება
თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი 2-5 ნოემბერს გაიმართება.ფესტივალს ამერი
წაკითხვა
მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი “დედე“ სან პაულოს კინოფესტივალის ფინალისტია
მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი “დედე“ სან პაულოს კინოფესტივალის ფინალისტია
მარიამ ხაჭვანის ახალი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, სან პაულოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფინალ
წაკითხვა
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის მეოთხე თეატრალური ფესტივალი დაიხურა
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის მეოთხე თეატრალური ფესტივალი დაიხურა
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის მეოთხე თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ დაიხურა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრო. 
წაკითხვა
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ფიესტალონია ჯორჯია 2017 “ დაიხურა
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ფიესტალონია ჯორჯია 2017 “ დაიხურა
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფიეს
წაკითხვა
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალზე, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ
წაკითხვა