საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
772

ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტების შეერთების საკითხს, მწვავე განხილვების შემდეგ, მხარი დაუჭირა

ნატო ბერულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-22 18:29:00

ზუგდიდის საკრებულოს სხდომამ 12-3-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რაიონის შეერთების შესახებ.

თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ წინადადებებში ჩაწერეს, ამ გაერთიანებას იმ შემთხვევაში ემხრობიან, თუ ქალაქ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი საკრებულოს სხდომის ოქმში აისახება, თუმცა სხდომის ოქმი ჯერ გასაჯაროებული არ არის.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის მიერ შემუშავებულ შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და რაიონის გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ.

მათ შორის, ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქისა და ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხს.

განხილვა მწვავე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ორჯერ დატოვა.

მოგვიანებით სხდომა რამდენიმე წუთით განახლდა. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენა.

კენჭისყრის შემდეგ ნატალია შეროზიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი დაამტკიცა
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ სოფელ ერგეტაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ სოფელ ერგეტაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს
.„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ 
წაკითხვა
"ევროპული საქართველოს" ორგანიზებით ზუგდიდში აქცია-მსვლელობა გაიმართა
პარტია ევროპული სა
წაკითხვა
დავით კოდუა - გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ რესურსი და არ ჰყავთ პოლიტიკური აქტივი, რათა შეძლონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა
დავით კოდუა - გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ რესურსი და არ ჰყავთ პოლიტიკური აქტივი, რათა შეძლონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა
გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ რესურსი და არ ჰყავთ პოლიტიკური აქტივი, რათა შეძლონ წინ
წაკითხვა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, სოფელ ერგეტაში მათ მომხრეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, სოფელ ერგეტაში მათ მომხრეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ
წაკითხვა
ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დასრულდა
ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დასრულდა
ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა.
წაკითხვა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილს ოპერაცია უტარდება
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილს ოპერაცია უტარდება
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილ ლევან ქუჩულორიას ოპერაცია უტარდება. 
წაკითხვა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც ავტომობ
წაკითხვა