საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1535

2017 წელს საქართველოში აივ ინფექციის 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გენო ოსიყმაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-24 12:32:00

2017 წელს საქართველოში აივ ინფექციის 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მიმდინარე წელს 50 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ საზოგადოებრივს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, 2016 წელს გარდაცვალების 168 შემთხვევა დაფიქსირდა. 

2017 წლის 20 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 6360 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 4737 მამაკაცი და 1623 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. 

1989 წლიდან დღემდე ინფიცირებულთაგან შიდსი განუვითარდა 3524 პაციენტს, 1292 კი გარდაიცვალა. 

დღეის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 3378 პაციენტი, მათგან 44 ბავშვია. 

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 

43.9% (2793) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
44.0% (2797) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
9.3% (593) - ჰომო-/ბისექსუალური კონტაქტით;
1.5 % (97) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით (ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე ორსულობისა და ძუძუს წოვების დროს); 
0.5 % (31) - სისხლის რეციპიენტია
0.8 % (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია; 

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2276 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, ორი დაუდგენელი), შემდეგ სამეგრელოში 834 (აქედან ზუგდიდი - 568), აჭარაში 728 (ბათუმი – 469), იმერეთში 824 (ქუთაისი 408) აფხაზეთში (415), კახეთში (303) ქვემო ქართლში (333), შიდა ქართლში (230), გურიაში (132), ფოთში (98), სამცხე-ჯავახეთში (79) და ა. შ. 

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. ბოლო წლების სტატისტიკის სურათი ასეთია: 2013 წელს - 490 ახალი შემთხვევა, 2014 წელს - 564, 2015 წელს - 717, 2016 წელს -719. 

შეგახსენებთ, ყოველი წლის მაისის მესამე კვირა დღეს მსოფლიო საზოგადოება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს შიდსის ეპიდემიის მსხვერპლთა ხსოვნას.

ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სოლიდარობის აქცია გაიმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა.

ამ თემაზე „მოამბის“ კითხვებს დღეს მედიცინის დოქტორმა, შიდსის ცენტრის ექიმმა მაია ცინცაძემ უპასუხა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში - რა სქემით მოქმედებენ დამნაშავეები
კონტრაბანდის მორიგი ფაქტი საქართველოში. ა
წაკითხვა
კონტრაბანდული ტვირთები საქართველოში - სტატისტიკა და რეალობა
კონტრაბანდული ტვირთები საქართველოში - სტატისტიკა და რეალობა
რამდენად მაღალია საქართველოში კონტრაბანდული ტვირთების შემოტანის ან ტრანზიტის მაჩვენებელი? ბოლ
წაკითხვა
კრიშტიანუ რონალდუ საშუალო შედეგიანობით მხოლოდ მერვეა ჩემპიონთა ლიგაზე
კრიშტიანუ რონალდუ საშუალო შედეგიანობით მხოლოდ მერვეა ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის წინ, საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა.როგორ
წაკითხვა
იტალიელ მამაკაცს 30 პარტნიორის შიდსით განზრად დაინფიცირებისთვის 24 წელი მიუსაჯეს
იტალიელ მამაკაცს 30 პარტნიორის შიდსით განზრად დაინფიცირებისთვის 24 წელი მიუსაჯეს
შიდსის ვირუსით 30 პარტნიორის განზრახ დაინფიცირების გამო, 33 წლის იტალიელ მამაკაცს 24 წლით თავ
წაკითხვა
მძიმე სტატისტიკა - ონკოპაციენტთა სიკვდილიანობის ზრდის მიზეზად დაგვიანებული დიაგნოსტიკა  და დაბალი ცნობიერება სახელდება
მძიმე სტატისტიკა - ონკოპაციენტთა სიკვდილიანობის ზრდის მიზეზად დაგვიანებული დიაგნოსტიკა და დაბალი ცნობიერება სახელდება
გაიზრდა თუ არა ბოლო წლებში სიმსივნის სტატ
წაკითხვა
შსს-ს მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში 763 729 ვიზიტორი შემოვიდა
შსს-ს მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში 763 729 ვიზიტორი შემოვიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკ
წაკითხვა
რამდენი მონაა მსოფლიოში - ტრეფიკინგისა და ბავშვთა შრომის სტატისტიკა
რამდენი მონაა მსოფლიოში - ტრეფიკინგისა და ბავშვთა შრომის სტატისტიკა
თანამედროვე მონობის - ტრეფიკინგის მსხვერპლი მსოფლიოში 40 მილიონი ადამიანია, 152 მილიონი ბავშვი კი, მცირე ასაკის მიუხედავად, შრომობს. ამის შ
წაკითხვა
3,9 მილიარდ ადამიანს ინტერნეტთან პირდაპირი წვდომა არ აქვს
3,9 მილიარდ ადამიანს ინტერნეტთან პირდაპირი წვდომა არ აქვს
მსოფლიოში 3,9 მილიარდ ადამიანს ანუ დედამიწის მოსახლეობის 52 პროცენტს ინტერნეტთან პირდაპირი წვდომა არ აქვს. მათი უმრავლესობა ექვს ქვეყანაში: ჩინეთში, ინდოეთში, ინდონეზიაში, პაკისტანში, ბანგლად
წაკითხვა