საზოგადოებრივი
104.5 FM
1616

ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხტარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნებულია 2017-05-31 00:58:00

აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ადვოკატმა, ელჩინ სადიგოვმა განუცხადა. 

როგორც სადიგოვმა აღნიშნა, აფგან მუხტარლი მისი თანდასწრებით დაკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, ის სცემეს და წაიყვანეს ბელაქანის მიმართულებით. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, გააჩერეს და გადაიყვანეს ჯიპის ტიპის ავტომობილში, რომელსაც, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები მართავდნენ. 

თვალებიდან სახვევის მოხსნის შემდგ კი აღმოაჩინა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო იზოლატორში იყო, სადაც განუმარტეს, რომ დაკავებული იყო საზღვრის უკანონო კვეთის გამო. მას აღმოჩნდა 10 ათასი ევრო, რომელიც, მისი თქმით გზაში ჩაუდეს. 

საბოლოოდ, ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის მუხლებით.

საზოგადოებრივი აზუსტებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლისათვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით დეტალებს.

30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
რეპრესიები საზღვრებს მიღმა: აზერბაიჯა
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო
წაკითხვა
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას აფგან მუხტარლის მეუღლესთან
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას აფგან მუხტარლის მეუღლესთან
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლე საგამოძიეო უწყებაში ადვოკატთან ერთად მი
წაკითხვა
აფგან მუხტარლის ოჯახი იმ ფოტო და ვიდეომასალას ასაჯაროებს, სადაც, მათი თქმით, თვალთვალია ასახული
აფგან მუხტარლის ოჯახი იმ ფოტო და ვიდეომასალას ასაჯაროებს, სადაც, მათი თქმით, თვალთვალია ასახული
აფგან მუხტარლის ოჯახი იმ ფოტო და ვიდეომას
წაკითხვა
არჩილ ჩოფიკაშვილი აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლების მიმართ ახალი დანაშაულის მომზადებაზე საუბრობს - რა მასალას ასაჯაროებს ადვოკატი
არჩილ ჩოფიკაშვილი აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლების მიმართ ახალი დანაშაულის მომზადებაზე საუბრობს - რა მასალას ასაჯაროებს ადვოკატი
აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლების მიმართ ახალი დანაშაულის მომზადებაზე საუბრობს ოჯახის ადვოკატი და იმ მასალას ასაჯაროებს, რომელიც აგვის
წაკითხვა
ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს
ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლისა და საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტის, დაშგან აღალარლის მიმართ შესაძლოა, ახალი
წაკითხვა
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები სა
წაკითხვა
NDI- გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ აფგან მუხტარლის საქმე საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს
NDI- გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ აფგან მუხტარლის საქმე საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლე
წაკითხვა