საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2383

პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა აღინიშნება

ეთა მამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-31 17:08:00

პირველ ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა ჩატარდება.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ კი ილია მეორე შეკრებილებს ნინოობას მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებითაც მიმარავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

 წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფოს  მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მართავდნენ. 

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება. 



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - რომ არ ყოფილიყო წმინდა ნინო, რა იქნებოდა საქართველო
ილია მეორე - რომ არ ყოფილიყო წმინდა ნინო, რა იქნებოდა საქართველო
წმინდა ნინო კაპადოკიიდან ჩამოვიდა საქართველოში, შეცვალა მთელი ერი და კულტურა და დააყენა ის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო
წაკითხვა
 ქველმოქმედება 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის
ქველმოქმედება 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის
წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებელი ტაძრის მრევლმა სვანიძის ქუჩის მცხოვრებთა დასახმარებლად თანხა შეაგროვა. აღნიშნული თანხით, დაზარალებულ
წაკითხვა
დასავლეთ ევროპის ეპარქიამ მრავალშვილიან ოჯახს ხარაგაულში სახლი გადასცა
დასავლეთ ევროპის ეპარქიამ მრავალშვილიან ოჯახს ხარაგაულში სახლი გადასცა
დასავლეთ ევროპის ეპარქიის კიდევ ერთი ქველმოქმედება - ფლორენციაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრისა და ქართული სათვისტომოს დახმარებით, ხარაგაულის რაიონში კიკ
წაკითხვა