საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2718

საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ EMC-ს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო 2 ივნისს განიხილავს

ლიზა ზუბაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-01 16:19:00

EMC-ს სარჩელს საპატრიარქოს დაფინანსების პრაქტიკის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო 2 ივნისს განიხილავს. 

საქმე ეხება 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს. 

EMC-ს სარჩელი არადომინანტი რელიგიური რწმენის, ასევე ათეისტი, აგნოსტიკოსი და სეკულარი მართლმადიდებელი მოქალაქეების სახელით აქვს შეტანილი. მოსარჩელე მხარის აზრით, დაფინანსების არსებული პრაქტიკა დისკრიმინაციულია და წინააღმდეგობაშია როგორც კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებთან, ასევე სეკულარიზმის პრინციპებთან. 

„2002 წლიდან საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან რეგულარულად იღებს საბიუჯეტო სუბსიდიებს.

* 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ 260 672 200 ლარი შეადგინა. 

* 2013 წლიდან ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი სტაბილურად 25 მილიონს ითვალისწინებს საპატრიარქოს დაფინანსებისათვის. 

ბიუჯეტის შესახებ კანონის საფუძველზე გაცემული სუბსიდიების გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია დამატებით ფინანსურ და მატერიაულ მხარდაჭერას იღებს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. ამასთან, საქართველოს მთავრობა ეკლესიას რეგულარულად გადასცემს დიდი მასშტაბის უძრავ და მოძრავ ქონებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოსარჩელე მხარის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება კონსტიტუციურ შეთანხებას არღვევს, რომლის მიხედვით, კომპენსაციის მასშტაბი ლიმიტირებულია. ზიანის ანაზღაურების ფორმას, რაოდენობას და ვადებს პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი კომისია უნდა განსაზღვრავდეს, თუმცა მსგავს კომისიას, მათი თქმით, არასოდეს უმუშავია, სახელმწიფო კი ყოველგვარი დაანგარიშების გარეშე აგრძლებეს განუსაზღვრელი სუბსიდიების გადაცემას.

EMC მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შესახებ 2017 წლის კანონით 21 146 000 ლარის ფარგლებში განსაზღვრული სახელმწიფო დაფინანსება წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (რელიგიის თავისუფლება), 21-ე (საკუთრების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის დაუშვებლობა) მუხლებთან. EMC-ის მტკიცებით, ათეისტი, აგნოსტიკოსი და სეკულარი მართლმადიდებელი მოსარჩელე პირები დაბეგვრის შედეგად კონკრეტული რელიგიის დაფინანსებაში იძულებით მონაწილეობენ, რაც მათი რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლებაში არასეკულარული, არალეგიტიმური საჯარო მიზნით ჩარევას განაპირობებს და ამავდროულად დისკრიმინაციულია. ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობის გარდა, საპატრიარქოს დაფინანსების არსებული პრაქტიკა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და სეკულარიზმის კონტიტუციურ პრინციპებს. 

„უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის მიზანს წარმოადგენს არა საქართველოს საპატრიარქოსათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მატერიალური რესურსის გადაცემის შეწყვეტა, არამედ ასეთი გადაცემის კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა და სეკულარული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

EMC გასულ წელს ასევე ასაჩივრებდა 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის იდენტურ ნორმებს, თუმცა, 2017 წლის პირველ იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა სადავო ნორმების ძალადაკარგულობის (საბიუჯეტო კანონის ვადის ამოწურვის) გამო. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს გასაჩივრებული სადავო ნორმების დროებით ხასიათს და მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების პროცესს გონივრულ ვადაში წარმართავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. 
წაკითხვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს
ოცამდე ოპოზიციური პარტიის ერთობლივი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია
თამარ ჩუგოშვილი - პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, უმრავლესობა სიმონ ნოზაძისა
წაკითხვა
სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღონ, რომელთაც სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებენ
სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღონ, რომელთაც სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებენ
სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პ
წაკითხვა
სააპელაციო სასამართლომ „ახალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკამყოფილა
სააპელაციო სასამართლომ „ახალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკამყოფილა
სააპელაციო სასამართლოსგან უარი მიიღო კიდევ ერთმა საარჩევნო სუბიექტმა.
წაკითხვა