საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6007

LIGO-მ გრავიტაციული ტალღები კვლავ დააფიქსირა - უკვე მესამედ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-02 19:55:00

გრავიტაციული ტალღების ლაზერულ-ინტერფერომეტრულმა ობსერვატორიამ (LIGO) ეს კვლავ შესძლო — დააფიქსირა ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების ჭავლები.  ამჯერად, ორი შავი ხვრელი ერთმანეთს ჩვენგან 3 მილიარდი სინათლის მოშორებით შეეჯახა. 

უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ობსერვატორიამ მსგავსი მოვლენა წარმატებით დააფიქსირა, თუმცა ეს შეჯახება საკმაოდ სხვანაირია — სულ მცირე ერთი შავი ხვრელი უჩვეულო მიმართულებით ბზღრიალებს. 

ალბათ გახსოვთ, რომ LIGO-მ გრავიტაციული ტალღები პირველად 2016 წლის თებერვალში დააფიქსირა,  ხუთი თვის შემდეგ, რაც ივარაუდა, რომ ზოგადი ფარდობითობის მიერ ნაწინასწარმეტყველები დრო-სივრცის თეორიული ჭავლები სამყაროში მართლაც უნდა არსებულიყო. 

ობსერვატორიამ გრავიტაციული ტალღების იდენტიფიცირება  მეორედ 2016 წლის ივნისში შესძლო, როდესაც 2015 წლის 25 დეკემბერს აღმოჩენილი ტალღების იდენტიფიცირება დაასრულა. 

ამჯერად, მკვლევრები იუწყებიან, რომ შავი ხვრელების შერწყმის მესამე შემთხვევა 2017 წლის 4 იანვარს დაფიქსირდა, რომელსაც სამსახოვრო სახელად GW170104 უწოდეს. 

პირველი შეჯახების შედეგად წარმოიქმნა ჩვენს მზეზე 62-ჯერ მძიმე შავი ხვრელი, მეორე შეჯახების შედგეად კი შედარებით მსუბუქი — 21 მზის მასის. 

ბოლოს დაფიქსირებული შერწყმის შედეგად წარმოქმნილი შავი ხვრელი ავსებს პირველ ორს შორის არსებულ ნაპრალს, რადგან აქვს 49 მზის მასა. 

„არსებობს ვარსკვლავური მასის მქონე შავი ხვრელებიც, რომელთა მასაც მზისას 20-ჯერ აღემატება. ამ ობიექტთა არსებობის შესახებ, LIGO-ს აღმოჩენამდე არაფერი ვიცოდით“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ შოემაკერი. 

თუმცა, GW170104 სრულიად განსხვავებულია სულ მცირე ერთი უცნაური დეტალის გამო. 

მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებად რთულია, შავი ხვრელები ბრუნავენ. საუბარია არა მხოლოდ მის გარშემო მბრუნავი გაცხელებული მატერიის დისკის შესახებ, არამედ ფაქტობრივ მასას აქვს იმპულსის მომენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს თავად შავი ხვრელიც. 

როდესაც ორი შავი ხვრელი ერთმანეთის გარშემო, ორბიტაზე მოძრაობისას ერთი და იგივე მიმართულებით ბრუნავენ, ასტრონომები ამ დროს ამბობენ, რომ ისინი „ერთ ხაზზე არიან“. 

„ღერძების ასე ჩამწკრივებას შეუძლია გავლენა იქონიოს ბინარული სისტემის შავი ხვრელებისგან მომდინარე გრავიტაციულ ტალღათა ტალღის ფორმაზე. შესაბამისად, ხანდახან შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა ღერძები ერთ ხაზზე განლაგებული“, — განუცხადა ScienceAlert-ს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარმა რობერტ უარდმა. 

როგორც ირკვევა, GW170104-ს შავი ხვრელები ასე ჩამწკრივებული არ იყო, რამაც ასტრონომებს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიწოდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდიან ერთმანეთთან ახლოს შავი ხვრელები და წარმოქმნიან ბინარულ სისტემას. 

ორი მოწინავე თეორიის მიხედვით, ისინი ზუსტად ისევე იწყებენ, როგორც ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი ვარსკვლავი შავ ხვრელად გადაქცევამდე ან ისინი შორეული შავი ხვრელბი არიან, რომლებიც ერთმანეთისაკენ მიისწრაფვიან, რაც ბოლოს ერთმანეთის გარშემო ბრუნვით სრულდება. 

ორბიტაზე ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მბრუნავ შავ ხვრელთა აღმოჩენით, ასტრონომებს ახლა უკვე აქვთ მტკიცებულება, რომ ორი შავი ხვრელი მას შემდეგ დაწყვილდა, რაც დამყარდა მათი ბრუნვა. 

როგორც შეგიძლიათ წარმოიდგინეთ, რომ შავ ხვრელთა შეჯახება სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მოვლენაა. LIGO-ს მიერ დაფიქსირებული პირველი შეჯახების მხოლოდ ბოლო წამს, გრავიტაციული ტალღების სახით გამოყოფილი ენერგია უფრო მეტი იყო, ვიდრე სამყაროს ყველა ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი ენერგია ერთად. 

1,3 მილიარდი სინათლის წლის მანძილიდან წამოსულმა ამ ტალღებმა დედამიწამდეც მოაღწია; ისინი სივრცეს პროტონისხელა დაშორებიდანაც კი ღუნავენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს აღმოჩენილ ამ შავ ხვრელთა შეჯახება შედარებით პატარა იყო და მანძილი ჩვენიდან იქამდე ორჯერ უფრო მეტია, მათი დაფიქსირება მაინც მოხერხდა.  

„LIGO-ს დეტექტორები ჯერჯერობით არ იყენებს იმ სრულ პოტენციალის, რითაც ჩვენ ისინი დავაპროექტეთ“, — განმარტავს უარდი. 

დეტექტორების მგრძნობელობის გაზრდა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თანდათანობით შესაძლებლობა გვექნება შევისწავლოთ შედარებით ნაკლებად მძლავრი ასტრონომიული ფენომენები, მაგალითად ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება. 

„მას შემდეგ, რაც LIGO-ს დეტექტორები სრულ მგრძნობელობას გამოიყენებენ, შევძლებთ შევისწავლოთ 650 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ბინარულ ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებებიც“, — განუმარტა ScienceAlert-ს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარმა სუსან სკოტმა. 

თეორიულად, LIGO შესძლებს დააფიქსიროს ნეიტრონულ ვარსკვლავთა გრავიტაციული ზუზუნიც კი.  

„თუკი ნეიტრონულ ვარსკვლავებს ქერქში მცირე დეფორმაცია აქვთ ან მათზე წამიერი „მთები“ წარმოიქმნება, ბრუნვის პროცესში, თითოეული შემობრუნებისას იცვლება მათი მასის კონფიგურაცია, რადგან ეს ასიმეტრია გრავიტაციულ ტალღათა უწყვეტ ნაკადს წარმოქმნის“, — ამბობს სკოტი.  

როდესაც ვარსკვლავის მასა 10 კილომეტრიან რადიუსამდე იკუმშება და ბრუნვის მაჩვენებელი წამში ასობით ერთეულია, 10 სანტიმეტრის სიმაღლის დარტყმაც კი საკმარისია გრავიტაციული ტალღების გამოყოფისა და სამყაროში გავრცელებისათვის. 

ყოველი დაფიქსირებული თითოეული ასეთი მოვლენა ფიზიკოსებს კიდევ ერთ შანსს აძლევს ზოგადი ფარდობითობის გადასამოწმებლად.  

ჯერჯერობით, აინშტაინის თეორია მტკიცედ დგას. თუმცა, მის სიზუსტეში შეტანილმა მცირე ეჭვმა და წინაღობამაც კი შესაძლოა გზა გაუხსნას სრულიად ახალ ფიზიკას, რამაც თავის მხრივ, იქნებ კვანტრუი მექანიკის სიღრმისეულ გაგებამდეც მიგვიყვანოს. 

კვლევა ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოქვეყნდა.



მომზადებულია ligo.caltech.edu-სა და  ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
რამდენიმე კვირის წინ, ასტრონომებმა ბოლოსდ
წაკითხვა
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
2017 წლის 17 აგვისტოს, პირველად ისტორიაში
წაკითხვა
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
პირველად ისტორიაში, ევროპის სამხრეთული ობ
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ
გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ
2017 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში რაინერ ვაისს, ბარი ბერიშისა და კიპ თორნს გადაეცათ. სამივე მ
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
2016 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა
წაკითხვა
მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა
მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა
მეცნიერებმა დააფიქსირეს გაქცეული სუპერმას
წაკითხვა
NASA-მ გრავიტაციული ტალღების წყაროდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირა
NASA-მ გრავიტაციული ტალღების წყაროდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირა
მას შემდეგ, რაც 2015 წლის 14 სექტემბერს N
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს
სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს
ბრიტანელი ფიზიკოზი სტივენ ჰოკინგი მეცნიერ
წაკითხვა