საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1271

ალექსანდრე ჯეჯელავა - აფგან მუხტარლი შესაძლებელია, წასულიყო ა პუნქტიდან და ჩასულიყო ბ პუნქტში

სალომე სილაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-03 12:59:00

ეს ადამიანი შესაძლებელია, წასულიყო ა პუნქტიდან და ჩასულიყო ბ პუნქტში, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას, შეეძლო თუ არა ფგან მუხტარლის პასპორტის გარეშე საზღვრის გადაკვეთა, მინისტრი პასუხობს: „მათ შორის, პასპორტის გარეშეც. თუ უკანონოდ აპირებდა საზღვრის გადაკვეთას, ასეც იზამდა“.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, მას შეკითხვები უჩნდება აღნიშნული საკითხის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს, რატომ ცდილობს ოპოზიცია ეს თემა ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაამწვავოს.

„ოპოზიცია უსაფუძვლო ბრალდებებით შემოდის. მთავარი შეკითხვა არის ის, თუ რატომ არის ფაქტად მიღებული დაშვება, რომ ეს ადამიანი გაუჩინარდა“, - განაცხადა ჯეჯელავამ და აღნიშნა, რომ გამოძიება დაადგენს, რა მოხდა რეალურად.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხტარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. 

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხტარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა.

ადვოკატის ინფორმაციით, მუხტარლის ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა (სისხლის სამართლის კოდექსის 318.1, 206.1 და 315.2 მუხლები). მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლებში ელექტრონული წიგნების პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება
ალექსანდრე ჯეჯელავა - სკოლებში ელექტრონული წიგნების პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება
სკოლებში ელექტრონული წიგნების პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება, - განათლების მინისტრმა ალ
წაკითხვა
ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაშლების პროგრამას მთავარი ეფექტი მოჰყვა - ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ვაშლებზე ლაპარაკობს
ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაშლების პროგრამას მთავარი ეფექტი მოჰყვა - ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ვაშლებზე ლაპარაკობს
ვაშლების პროგრამას მთავარი ეფექტი მოჰყვა - ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ვაშლებზე ლაპარაკობს - ამის შესახებ პროგრამის შეფასებისას
წაკითხვა
როგორ მოხვდნენ მარნეულის რაიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები და დირექტორები ქართული ოცნების საარჩევნო შეხვედრაზე
როგორ მოხვდნენ მარნეულის რაიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები და დირექტორები ქართული ოცნების საარჩევნო შეხვედრაზე
როგორ მოხვდნენ მარნეულის რაიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები და დირექტორები
წაკითხვა
სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება
სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება
სკოლებში ვაშლების დარიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ
წაკითხვა
ალექსანდრე ჯეჯელავა მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, არ დაუშვან და არ მიიღონ მონაწილეობა სკოლებში თანხის აგროვებაში
ალექსანდრე ჯეჯელავა მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, არ დაუშვან და არ მიიღონ მონაწილეობა სკოლებში თანხის აგროვებაში
ალექსანდრე ჯეჯელავა მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, არ დაუშვან და არ მიიღონ მონაწილეობა სკოლებში თანხის აგროვებაში.
წაკითხვა
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
რეპრესიები საზღვრებს მიღმა: აზერბაიჯა
წაკითხვა
ალექსანდრე ჯეჯელავა - ყველა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც არაჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ბავშვების ჯანმრთელობას
ალექსანდრე ჯეჯელავა - ყველა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც არაჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ბავშვების ჯანმრთელობას
სასწავლო დაწესებულებებში სველი წერტილების მონიტორინგის გამკაცრების შედეგად ათობით დირექტორის
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო
წაკითხვა