საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1244

ტრისტან წითელაშვილი - პანკისში იან კელი შეხვდა იმ კონტინგენტს, რომელიც იბრძოდა სირიაში, „ისლამურ სახელმწიფოში“

სალომე სილაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-03 16:48:00

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ტრისტან წითელაშვილი საზოგადოებრივთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩს ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში არ სდებს ბრალს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იან კელი პანკისში ყოფნისას შეხვდა პირებს, რომლებიც წითელაშვილის თქმით, სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ.

„მე პირდაპირ თანამშრომლობაზე არ დამიდია ხელი იან კელისთვის, მაგრამ იმ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ეს ადამიანები. იან კელი მათ ინდივიდუალურად შეხვდა,  თუ სხვა დანარჩენ პირებთან ერთად, ეგ  მე არ მითქვამს და არ ვადასტურებ. მე ვამბობ, რომ იმ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ის კონტიგენტი, რომელიც იბრძოდა სირიაში, „ისლამურ სახელმწიფოში“, - განუცხადა საზოგადოებრივს ტრისტან წითელაშვილმა.

ის ასევე უარყოფს, რომ თსუ-ში გამართულ კონფერენციაზე მხოლოდ დასავლურ საფრთხეებზე ისაუბრა. წითელაშვილი ამბობს, რომ ღონისძიება, რომელიც სამეცნიერო ხასიათის იყო, ქვეყანაში მიმდინარე საკითხების განხილვას ეხებოდა და ის, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, ამ სტატუსით იყო მიწვეული. 

წითელაშვილი ამბობს, რომ მან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა და ღონისძიების სახელწოდებაც კი არ ყოფილა ის, რაც მედიაში გავრცელდა. 

საუბარია თსუ-ში 30 მაისს ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში დასავლური საფრთხეების განხილვას დაეთმო.

თსუ-ში ჩატარებულ ღონისძიებაზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს შეხვდა.

ბრალდებებს იან კელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთხელ, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა.

განცხადება გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც და აღნიშნა, რომ  ემიჯნება იმ განცხადებებს, რომლებიც უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
 იან კელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიზანი არსებული კონსტიტუციის გაუმჯობესებაა
იან კელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიზანი არსებული კონსტიტუციის გაუმჯობესებაა
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს რომლის მიზანი არსებული კონსტიტუციის გაუმჯობესებაა ,”- განცხადებას ამერიკის ელჩი აკეთებს. 
წაკითხვა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვენეციის
წაკითხვა
შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს
შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
წაკითხვა
იან კელი ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტის გამო,  შეშფოთებას გამოხატავს
იან კელი ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტის გამო, შეშფოთებას გამოხატავს
საქართველში ამერიკის ელჩი იან კელი სოფელ
წაკითხვა
 იან კელი -  მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეჭვის საფუძველიც არ არსებობს, რომ ასეც იქნება
იან კელი - მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ეჭვის საფუძველიც არ არსებობს, რომ ასეც იქნება
წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან კარგი,-
წაკითხვა
იან კელი - საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა
იან კელი - საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა
საქართველოში კარგი წინასაარჩევნო გარემოა,
წაკითხვა
იან კელი - მოხიბლული ვარ საქართველოს მთავრობის ეფექტური ქმედებებით, ვინაიდან უწყებებს შორის ინფორმაციის გაზიარების რეალური მოდელი შექმნა
იან კელი - მოხიბლული ვარ საქართველოს მთავრობის ეფექტური ქმედებებით, ვინაიდან უწყებებს შორის ინფორმაციის გაზიარების რეალური მოდელი შექმნა
მოხიბლული ვარ საქართველოს მთავრობის ეფექტ
წაკითხვა